"მიყვარხარო, რომ მითხრა, ნახევარი საათი პირში ენას ვერ ვატრიალებდი..."
font-large font-small
"მიყვარხარო, რომ მითხრა, ნახევარი საათი პირში ენას ვერ ვატრიალებდი..."
"ის მანეიტრალებს და ხელს მიშლის, რომ მთლად არ "გავქაჯდე"

24 წლის ია ტომაში პროფესიით ტურიზმის მენეჯერია. რადგან "X ფაქტორში" მონაწილეობა დიდ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვდა მისგან, პროექტის გამო, სამსახურს თავი დაანება. კონკურსანტს ტელეკომპანია "იმედში" რეპეტიციამდე შევხვდი. თან უმცროსი და, ანუკი და საყვარელი ადამიანი - დემე მიქელაძე ახლდა. "იმედის" თანამშრომლები იასა და დემეს გაბედნიერებას ულოცავდნენ. წყვილმა დაუფარავად მიამბო, როგორ და რის გამო შეუყვარდათ ერთმანეთი, რაზე კამათობენ ხოლმე და პირველ ნაბიჯს
ვინ დგამს შერიგებისკენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

დემე:

- იაში ორი უკიდურესობაა შერწყმული: არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გეხმარება, ძმაკაცივით გვერდში დაგიდგება... თუმცა, ზედმეტად "ფეთქებადი" და ემოციურია...

ია:
- ის მანეიტრალებს და ხელს მიშლის, რომ მთლად არ "გავქაჯდე" (იცინის). დემეს ჯვარი სწერია და, ძალიან მშვიდია. პირველ რიგში, სწორედ ამით მომხიბლა. სიყვარულის გამოხატვა იცის. ბევრს არ შეუძლია ამდენი ხალხის წინაშე სცენაზე დადგეს და ცოლობა გთხოვოს. ეს ადვილი ნამდვილად არ არის...


დემე:
- ჩემმა გარეგნობამ არ მოგხიბლა, ხომ (იცინის)?

ია:
- როგორ არა, გარეგნობამაც მომხიბლა. სხვათა შორის, თვითონ სულ იმას ამბობს, იამ გარეგნობით მომხიბლაო. ისე მიხარია, ამას რომ ამბობს, ვგიჟდები, მაგრამ მე სხვა რამესაც ვაქცევ ყურადღებას. ალბათ, კაცები სხვა რამით აფასებენ, ქალები კი გულით ვხვდებით, ვინ გვინდა და ვინ არა.

დემე:
- რა ვქნა, ადამიანს რომ შეხედავ, მით უმეტეს, ქალს, პირველად გარეგნობა მხვდება თვალში.

ია:
- სიმართლე გითხრა? არასდროს მითქვამს შენთვის და ახლა უცებ დავფიქრდი, მართლა რის გამო მოვიხიბლე კიდევ? სამედიცინოზე რომ სწავლობდი, აი, ეს მომეწონა, მაგრამ რატომ, არ ვიცი. ალბათ, ნევროზიანი რომ ვარ და სულ იმას გავიძახი, - ეს მტკივა, ის მტკივა-მეთქი, იმედი მაქვს, რომ შენ მიშველი და მომარჩენ...

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 28 ივნისის ნომერში წაიკითხავთ...

ნინო ჯავახიშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონის გზა წარმატებებისკენ
თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდ-ზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ინფორმაციით,
კატერინა პლანკოვსკა საქართველოსა და ქართულ სიმღერაზე შეყვარებული 23 წლის უკრაინელი გოგონაა.
ნინო ადამაშვილი წარმოშობით კასპიდანაა, მაგრამ თბილისში დაიბადა და გაიზარდა.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს 60 წელი შეუსრულდა. ზოგიერთი მსგავსი პროფილის ინსტიტუცია საზღვარგარეთ XVII საუკუნეშია დაარსებული.
ხელოვანის დაფასება, კეთილგანწყობის მოპოვება თუ სახელმწიფოს "ხარკი"?!
ბოლო რამდენიმე წელია პოპულარული, თუმცა გარუჯვის სახიფათო ხერხი, ლეღვის ფოთლის ნახარში, აქტუალურობას არ კარგავს.
ასტროლოგების თქმით, ზაფხულის და წლის განმავლობაშიც 9-15 ივლისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვირაა. ზუსტად ამ კვირაში დაიწყო წლის რიგით მეორე "დაბნელებების დერეფანი".
მომღერალი ნუცა ბუზალაძე მოგზაურობების, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, სწორი კვებისა და საზაფხულო გეგმების შესახებ გვესაუბრება.
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.