მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური 50-გრამიანი სასმელების კოლექცია
font-large font-small
მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური 50-გრამიანი სასმელების კოლექცია
"სამომავლოდ მუზეუმის გახსნას ვგეგმავ"
1964 წელს "სამტრესტის" მიერ გამოშვებული ქართული ლიქიორი, გერმანელების მიერ ჩამოსხმული არაყი "შევარდნაძე", ბოთლი, რომელშიც ნამდვილი კობრას წიწილია "მოკალათებული", სარაჯიშვილის კონიაკები, 20 ქართველი მეფის სახელობის ამდენივე კონიაკის სრული კოლექცია, ძველი ბერძნული, იტალიური და კანადური ღვინოები, ხელით მოქსოვილი, უნიკალური ღვინის ბოთლები... - მიხსნის და მაცნობს თავის უნიკალურ, ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბურ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან, ძვირფას კოლექციას ბიზნესმენი, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო კოლექციონერი არჩილ მიქანაძე. თითოეულზე ჯოხით მიმითითებს, რომელიც, თურმე, დირიჟორმა აჩუქა. "ორკესტრის" შემადგენლობა 5 300-ზე მეტ მხოლოდ 50-გრამიან ბოთლს მოიცავს, რომელსაც მათი "დირიჟორი" 13 წელია აგროვებს. ახსოვს თითოეულის შეძენის ისტორია და არასოდეს ეშლება მათი ადგილმდებარეობა. არჩილს კოლექციის, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის, თავისი საკოლექციო ჯიშის ძაღლებისა და მის მიერ აწყობილი მაღალი გამავლობის მანქანების შესახებ ვესაუბრეთ...

- არჩილ, ამ კოლექციის შეგროვებას რაიმე კონკრეტული ფაქტი უძღოდა წინ?
- უბრალოდ, როცა ერთი ბოთლი ხელში ჩამივარდა, მას მეორე მივუმატე. შემდეგ მესამე და ასე ავედი 5300-ზე. მაქვს ნებისმიერი სახის ღვინო მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ქართული თუ რამე გამოვა, პირველად ჩემს კოლექციაში ხვდება (იცინის). საზღვარგარეთ წასვლა ხშირად მიხდება და სასმელები ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს. გარდა ამისა, ჩემს კოლექციაზე მეგობრებიც ზრუნავენ. ზოგჯერ ინტერნეტით ვიწერ ან ვცვლი. კოლექციონერთა ჯგუფებს შორის აუქციონები თითქმის ყოველდღე იმართება. აუქციონზე ნივთი არასოდეს დამითმია. იმდენად ძვირფასია ჩემთვის ეს კოლექცია, რომ ფასს ყოველთვის ბოლომდე მივყვები. ერთ ბოთლში 550 ლარიც კი გადამიხდია. 10000-ზე რომ ავალ, მინდა თბილისში, ტურისტულ ზონაში მუზეუმი გავხსნა.
- ამ უამრავი ბოთლიდან თქვენთვის ყველაზე ძვირფასს თუ გამოარჩევდით?
- 1964 წელს გამოშვებული ქართული ლიქიორი.
- როგორც საკოლექციო ნივთი თუ თქვენთვისაა ძვირფასი?
GzaPress- ჩემთვისაა ძვირფასი, რადგან ქართულია. გარდა ამისა, ძვირფასი საკოლექციო ნივთიცაა - აღარ გამოდის, ფიზიკურად ვერ იშოვი. შესაბამისად, რაც დრო გადის, მისი ფასი უფრო და უფრო იზრდება. კონიაკი "თბილისი" არც ერთ კოლექციონერს არა აქვს. ის შემთხვევით, მშენებლობაზე ვიპოვე. 1964 წლის ქართული ლიქიორი კი ანსამბლ "შვიდკაცას" წევრმა, დათო შიშნიაშვილმა მაჩუქა. თურმე, მისი ბებია იმ ქარხანაში მუშაობდა ბუღალტრად, სადაც ამ ლიქიორს აწარმოებდნენ.
- მთლიანი კოლექციის დათმობა არასოდეს შემოუთავაზებიათ?
- არაერთხელ. მაგრამ შეუძლებელია ამ კოლექციას რაიმე კონკრეტული ფასი შეუსაბამო. ერთ-ერთს ვუთხარი, დაიწყე შეგროვება და 13 წლის შემდეგ მითხარი რას დააფასებ-მეთქი.
- უხეშად შეიძლება დავასახელოთ ამ კოლექციის ფასი?
- ძნელია თქმა, რადგან აქ 25-ლარიანი ბოთლებიც არის და 600-ლარიანიც. ისეთებიც, რომლებიც ფიზიკურად აღარსად იშოვება და შესაბამისად, ფასი ყოველდღიურად ემატება... მაქვს ბოთლი, რომელსაც 100 ბოთლში მიცვლიან, მაგრამ ვერ ვთმობ. რომ დავთმო, მერე მე უნდა დავუწყო ძებნა. სწორედ იმით ფასობს, რომ ფიზიკურად აღარ იშოვება. არასოდეს არც ერთი ბოთლი არ გამიყიდია, მხოლოდ ვჩუქნი ან ვცვლი. სარაჯიშვილის 8 კონიაკი მაქვს, რომელიც არსად იშოვება და დიდი მონდომებით ეძებენ კოლექციონერები.
- კოლექციის სიძვირფასე რით განისაზღვრება - ბოთლების საერთო რაოდენობით თუ იმ სასმელების, რომელიც უკვე აღარ გამოდის?
- ორივე კრიტერიუმით ფასდება. ზოგი მხოლოდ კონიაკებს აგროვებს, ზოგი ვისკებს ან ტეკილებს. ჩემთვის, მთავარია ბოთლი იყოს 50-გრამიანი.
- დროთა განმავლობაში სითხის შემადგენლობა არ იცვლება?
- რა თქმა უნდა, იცვლება. ეს რომ არ მოხდეს, განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. ტემპერატურული ცვლილება არ უყვარს. ბოთლის თავების პერიოდული დამუშავებაა საჭირო. ამისთვის სპეციალურ ხსნარს ვიყენებთ. ხშირად ამბობენ, ბაბუაჩემის დროინდელი კონიაკი მაქვსო. სინამდვილეში, ის უკვე მხოლოდ ტკბილი წყალია. თუ თავი დაცული არაა, ჰერმეტულობა ირღვევა, სპირტი იოლად ორთქლდება და ბოთლში ალკოჰოლის ნაცვლად მხოლოდ ტკბილი წყალი რჩება.
- არსებობს სტუმარი, რომელსაც თქვენი საკოლექციო სასმელებიდან რომელიმეთი გამასპინძლებიხართ?
- გამორიცხულია!
- ოდესმე ბოთლი გაგტეხიათ?
- არასოდეს. დალაგებისას, გადაადგილებისას არაერთხელ გადმომვარდნია, მაგრამ არ გატეხილა. ხელი, ფეხი ისე მაქვს შეჩვეული, იატაკამდე არ ვუშვებ (იცინის).
- სხვა ნივთების კოლექცია თუ გქონიათ?
- ადრე ქუდების კოლექცია მქონდა, მაგრამ დიდი მოცულობის იყო და ვეღარსად დავატიე... ამიტომ, დავარიგე, მხოლოდ ორი დავიტოვე. იარაღების კოლექციაც მქონდა, თუმცა, ისიც მეგობრებს დავურიგე.
- შესაძლებელი თუა ამ გატაცებამ რომ გადაგიაროთ?
- არა მგონია. 13 წელია ამ კოლექციას ვაგროვებ. ამდენი დრო არც ერთი კოლექციისთვის არ დამითმია. მახსოვს ნებისმიერი ბოთლის "მოპოვების" ისტორია. სად შევიძინე, ვის გავუცვალე, რამდენი გადავიხადე. ასევე, ვიცი, რომელი ბოთლი სად დევს. ეს ფაქტი ყველას აოცებს.
- საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პრეზიდენტიც ხართ. სპორტის რომელ სახეობას ემსახურებიან უძლიერესი მამაკაცები ანუ "სტრონგმენები"?
- მძიმე ნივთების სწრაფი გადაადგილება. სპორტის ეს სახეობა, რომლის დაარსებაც არნოლდ შვარცენეგერის სახელს უკავშირდება, საქართველოში ახალია. მხოლოდ სიძლიერე არ კმარა, სისწრაფესაც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ამ სახეობაში ერთიანდება ასევე, სატვირთო მანქანების გაწევა, დიდი მოცულობის ქვების გადაადგილება, 480 კგ-ის წონის შტანგის აწევა, 300 კგ ე.წ. რკინის ჩემოდნების გადაადგილება. ორი ძალიან წარმატებული სპორტსმენი გვყავს, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში სერიოზული წარმატებით მონაწილეობენ... მორიგი ჩემპიონატი 27 ივნისს გვაქვს დაგეგმილი.
- სახლში რვა ძაღლი გყავთ, ისინიც საკოლექციო ჯიშებს წარმოადგენენ?
- გაგიკვირდებათ და ასეა (იცინის). ჩემპიონი კავკასიური ნაგაზი მყავს. ახლახან 18 წლის უჭკვიანესი სტაფი მომიკვდა. მისი დაკარგვა ძალიან განვიცადე. უზარმაზარი კაკადუც მყავს.
- გაქვთ კიდევ ერთი სერიოზული გატაცება...
- დიახ, მანქანებს ვაწყობ, გადავაკეთებ. ჩემი გადაკეთებული და აწყობილია ის მანქანაც, რომელსაც ამჟამად ვმართავ. ხშირად უღებენ ფოტოებს. ახლახან ერთ-ერთი კლუბიდან დამირეკეს, ვიღაცას ჩემი ავტომობილისთვის ფოტო გადაუღია, რაღაც საკონკურსო გვერდზე აუტვირთავს და გაუმარჯვია. ხშირად მთხოვენ მისი კლიპში, ფილმში გადაღების უფლება მივცე. ვიზუალითაც და დანიშნულებითაც უნიკალურია. ამჯერად "ვოლგას" კუპედ ვაკეთებ 6.0 ძრავით. ძალიან მაღალი გამავლობა აქვს. ჩემი ეს გატაცება, ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს.
- ოჯახის შესახებ გვითხარით...
- მყავს მეუღლე, სალომე ჭედია. მეთოჯინეა. ბევრი ცნობილი ადამიანის სახე აქვს შექმნილი. სკოლებში ძერწვის ხელოვნებას ასწავლის.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ბესარიონ თედიაშვილს შინ ვესტუმრე საარჩევნო პროგრამასა და იმ ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ, რომელიც მისი გაპრეზიდენტებისას პრიორიტეტული იქნება.
"დუსუნა" მისი ფსევდონიმია. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, მან მხატვრობაში უნიკალური ტექნიკა დანერგა.
ნონა ახალკაცი ერთადერთი ლიცენზირებული ავტოინსტრუქტორი ქალია, რომელიც მანქანის მართვას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ასწავლის.
სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული.
ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს.
მსახიობი და რეჟისორი, გიორგი მეგრელიშვილი "გურმანის" რუბრიკაში კულინარიულ თემებზე გვესაუბრება, თუმცა, დასაწყისში, მას ბოლო დროინდელი შემოქმედებითი სიახლეებისა და გეგმების გაზიარება ვთხოვე.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.