"მიშა "პრაფესორობას" იფერებდა" - ვინ არის "მიმინოს" ერთ-ერთი მთავარი გმირის, ხაჩიკიანის პროტოტიპი?
font-large font-small
"მიშა "პრაფესორობას" იფერებდა" - ვინ არის "მიმინოს" ერთ-ერთი მთავარი გმირის, ხაჩიკიანის პროტოტიპი?
მიხეილ ჭიაურელმა (უმცროსი) ოჯახური არქივიდან რამდენიმე საინტერესო ფოტო მაჩვენა და მათი ისტორია მომითხრო.

ერთ-ერთზე რეჟისორის მამა, ასევე ცნობილი რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი, არაერთი მულტიპლიკაციური, სამეცნიერო-პოპულარული თუ დოკუმენტური ფილმის ავტორი, ოთარ ჭიაურელი და ცნობილი ფოტოგრაფი, მიშა ზარგარიანი არიან გამოსახული. ჩვენ გიამბობთ, როგორ გახდა მძღოლი მეტსახელად "პრაფესორა" ცნობილი ქართული ფილმის, ასევე ცნობილი პერსონაჟის პროტოტიპი და პირველი ქართული სპორტული გაზეთის, "ლელოს" წამყვანი ფოტოგრაფი...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ეს ფოტო ძველი კინოსტუდიის, დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული სტუდია "ქრონიკის" ეზოშია გადაღებული. ამ სტუდიაში იკრიბებოდნენ და მუშაობდნენ რეჟისორები, ოპერატორები. ავტომობილი ამერიკული "ლინკოლნია", მიხეილ ჭიაურელმა ომის შემდეგ მოსკოვიდან ჩამოიყვანა. ფოტოზე მამა, ოთარ ჭიაურელი და მიხეილ ჭიაურელის მძღოლი, მიშა ზარგარიანი არიან აღბეჭდილი..."

"მიშა ზარგარიანს, მთელი თბილისი "პრაფესორად" იცნობდა. პაპას, მიხეილ ჭიაურელის მძღოლი იყო მოსკოვში. როცა მიხეილი თბილისში წამოვიდა, "პრაფესორაც" წამოიყვანა... ერთ-ერთ შეხვედრაზე პაპამ საზოგადოებას ასე წარუდგინა: "პაზნაკომწეს, პრაფესორ ზარგარიან!" მიშა ნიჭიერი კაცი იყო და "პრაფესორობას" იფერებდა, ხალხის გარემოცვაში მართლა პროფესორივით იქცეოდა..."

"მაშინ სომხებს განსაკუთრებულად იზიდავდა ფოტოგრაფია. "პრაფესორამ" მიშას სთხოვა, სადმე ფოტოგრაფად დამაწყებინე მუშაობაო. მიშამ უშუამდგომლა და ზარგარიანმა ფოტოგრაფად მუშაობა ცნობილ გაზეთ "ლელოში" დაიწყო. მალე ძალიან ცნობილი ფოტოკორესპონდენტი გახდა. კოლორიტული პიროვნება გახლდათ, სტადიონზე გამოჩნდებოდა თუ არა, "პრაფესორ!" "პრაფესორო!" - ეძახდნენ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 5 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.


შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონის გზა წარმატებებისკენ
თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდ-ზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ინფორმაციით,
კატერინა პლანკოვსკა საქართველოსა და ქართულ სიმღერაზე შეყვარებული 23 წლის უკრაინელი გოგონაა.
ნინო ადამაშვილი წარმოშობით კასპიდანაა, მაგრამ თბილისში დაიბადა და გაიზარდა.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს 60 წელი შეუსრულდა. ზოგიერთი მსგავსი პროფილის ინსტიტუცია საზღვარგარეთ XVII საუკუნეშია დაარსებული.
ხელოვანის დაფასება, კეთილგანწყობის მოპოვება თუ სახელმწიფოს "ხარკი"?!
ბოლო რამდენიმე წელია პოპულარული, თუმცა გარუჯვის სახიფათო ხერხი, ლეღვის ფოთლის ნახარში, აქტუალურობას არ კარგავს.
ასტროლოგების თქმით, ზაფხულის და წლის განმავლობაშიც 9-15 ივლისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვირაა. ზუსტად ამ კვირაში დაიწყო წლის რიგით მეორე "დაბნელებების დერეფანი".
მომღერალი ნუცა ბუზალაძე მოგზაურობების, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, სწორი კვებისა და საზაფხულო გეგმების შესახებ გვესაუბრება.
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.