ნუცა ბუზალაძე: "ჩემი გაკეთებული კერძების ჭამა რატომღაც, არავის უნდა"
font-large font-small
ნუცა ბუზალაძე: "ჩემი გაკეთებული კერძების ჭამა რატომღაც, არავის უნდა"
მომღერალი ნუცა ბუზალაძე მოგზაურობების, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, სწორი კვებისა და საზაფხულო გეგმების შესახებ გვესაუბრება.

"წონაში სწორი კვების წყალობით ვიკლებ"
- მოგზაურობა და სხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, მათი კულტურის, სამზარეულოს გაცნობა საინტერესოა და ძალიან მიყვარს. 5 წლის ვიყავი, სტამბოლში დეიდაჩემთან რომ წამიყვანეს, მერე დიდ დროს ვატარებდი იქ - 2-3 თვით ჩავდიოდი. ძალიან მიყვარს იქაურობა და ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. თურქული სამზარეულოც შემიყვარდა, ცომეული, ხორცეული და ნაირ-ნაირი ტკბილეული. ქართულ სამზარეულოზე ვგიჟდები, მაგრამ ბოლო დროს ძალით "გადავიყვარე", რადგან ჯანსაღი კვება დავიწყე და ჩვენს გემრიელ კერძებზე უარი ვთქვი. ბავშვობისას, რესტორანში რომ მივდიოდით, თუ სადმე რაიმე გემრიელი არსებობდა, ყველაფერს ვჭამდი, მაგრამ რაც გავიზარდე და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გავეცანი, გემოვნება შემეცვალა. ახლა ზღვის პროდუქტები უფრო მომწონს, იაპონური სამზარეულო ჯანსაღია და მართლა გამახდუნა. შიმშილით ვერ გავხდი, სწორი კვების წყალობით კი წონაში დავიკელი, რაც ძალზე სასიამოვნოა და თან ჩემს საყვარელ პროდუქტებს ვჭამ. მაგალითად, სუში ყოველდღე შემიძლია ვჭამო. უახლოეს პერიოდში იტალიაში გამგზავრებას ვგეგმავ და მაღალკალორიულობის მიუხედავად, აუცილებლად გავსინჯავ იქ გემრიელ იტალიურ კერძებს.
როდესაც სადმე სამოგზაუროდ მივდივარ, იქაურ კერძებს აუცილებლად ვაგემოვნებ, ვცდილობ, ცომეული დღის პირველ ნახევარში გავსინჯო. სულ ცოტა ხნის წინ, ჰოლანდიაში ვიყავი და ვცდილობდი, ისეთი პროდუქტი მეჭამა, რაც არ ასუქებს - თევზეული, სტეიკი, სალათი, ქათამი და ა.შ.

GzaPressსასარგებლო და ჯანსაღი თევზეული
- ხაჭაპური და ხინკალი ბოლოს როდის ვჭამე, აღარც კი მახსოვს. კარგად მომზადებული თევზეული არაკალორიულიცაა და გემრიელიც, რამდენიც უნდა ვჭამო, არ მასუქებს. სამაგიეროდ, კარგად მანაყრებს. თუ რომელიმე ქართულ კერძს ვჭამ, იმასაც ხბოს ხორცისგან მომზადებულს. მეგრულ სამზარეულოზე ვგიჟდებოდი, ჩემები მეგრელები არიან და შესანიშნავად ამზადებენ, მაგრამ ამასაც გადავეჩვიე, ნებისყოფა გამოვიმუშავე, თორემ ბავშვობისას, დედაჩემი ღომსა და გებჟალიას რომ ამზადებდა, კვირაში რამდენჯერმე ვჭამდი, ვგიჟდებოდი. თუმცა, მსუქანი არასდროს ვყოფილვარ, სულ "ხორციანი" ვიყავი, ახლა კი სწორი კვება ჩემს ვიზუალზეც აისახა. საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვობიდან როგორ იკვებები, რას გაჩვევენ. ჩემი აზრით, დიდი სისულელეა, როცა ამბობენ, 6 საათის შემდეგ არ უნდა ჭამოო. რატომ იკლავენ თავს, ვერ ვხვდები. ყოფილა შემთხვევა, ღამის 10-11 საათზე ქათმის ხორცი და თევზი ან სხვა რამ მიჭამია. ახლა ვცდილობ, რაც სასარგებლოა და არ ასუქებს, ის მივირთვა.

"ალკოჰოლი ამოვიღე, სიგარეტი კი არასოდეს მომიწევია"
- ალკოჰოლს საერთოდ აღარ ვეკარები, გადავეჩვიე. ადრე, როცა სადმე მივდიოდით, ჩემს თავს კვირაში ერთხელ, კოქტეილების მირთმევის უფლებას ვაძლევდი. ახლა მივხვდი, რომ ეს ძალიან ცუდია, პირველ რიგში, სახის კანისთვისაა მავნებელი, აყრის, ასიებს და ვარჯიშთან ერთად ალკოჰოლი წარმოუდგენელია. სიგარეტი ცხოვრებაში არ მომიწევია. როცა ამ ყველაფერს არ გავეკარები, ჯანსაღი ცხოვრების წესი მკვიდრდება შენში. თუ დავლიე, იშვიათად, ისიც შამპანური, წითელი ან თეთრი ღვინო, ოღონდ 1-2 ჭიქა. არაყი, ვისკი და მსგავსი სპირტიანი სასმელი საერთოდ არ მიზიდავს. დაახლოებით ორი წელია, რაც ჩემი გემოვნება და მიდრეკილებები რადიკალურად შეიცვალა. ჩემი აზრით, თავში უნდა ჩაიდო და გააცნობიერო, რა გინდა, რა არის შენთვის უკეთესი, საკუთარ თავს შთააგონო, რომ ეს შენთვის სასარგებლოა, მოგწონს და მერე უკვე პრობლემა არ გაქვს.

"ჩემს თავს ყველაფერს არ ვუკრძალავ"
- შოკოლადთან დამშვიდობება ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ ბოლომდე უარი არ მითქვამს, ცოტ-ცოტას მივირთმევ ხოლმე. როცა უცხოეთში ვარ, იქაც ვსინჯავ. მაგალითად, ჰოლანდიაში ვაფლებიც ძალიან მომეწონა. მართალია, ყველაზე კარგი ბელგიაშია, მაგრამ დიდად არ მიყვარს, რადგან ძალიან ტკბილია. კარტოფილი ფრიც მიყვარს, საკმაოდ კალორიულია, მაგრამ ხანდახან მაინც ვჭამ. სამაგიეროდ, მეორე დღეს ბევრი უნდა ვივარჯიშო, ან ფეხით ვიარო...
- ინტენსიურად ვარჯიშობ?
- ვვარჯიშობ საკმაოდ აქტიურად. სპორტდარბაზში როცა მივდივარ, ისეთი დატვირთვით ვვარჯიშობ, თითქოს ოლიმპიადაზე უნდა გავიდე. ეს ძალზე სასიამოვნოა. მაგალითად, ორი კვირით საზღვარგარეთ რომ ვიყავი წასული, არ მივარჯიშია და თავს ისე ვგრძნობდი, მეგონა, 100 კილოგრამი მოვიმატე. უკვე მოთხოვნილება გამიჩნდა ორ დღეში ერთხელ ვივარჯიშო. კვირაში 2-3-ჯერ აუცილებელია. მერე, სულ სხვანაირად გრძნობ თავს და არა მხოლოდ ფიგურას, სახის ფორმებსაც კი ცვლის. სახე საერთოდ არ შემცვლია და არც იმდენი დამიკლია. ვარჯიშისას ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა, რაც განწყობაზეც აისახება. ახლა ერთი სული მაქვს, როდის მივალ სპორტდარბაზში.

"დიდი კულინარი"
- დედაჩემს როცა ვთხოვ, რაიმეს მომზადება მასწავლე ან მოგეხმარები-მეთქი, ეზარება. შენ არ იცი, მირჩევნია, თვითონ გავაკეთოო. ელემენტარული კერძების გაკეთება ვიცი, მაგრამ ჩემი გაკეთებულის ჭამა, რატომღაც არავის უნდა. ჩემ გარდა, არავინ ჭამს (იცინის) და ეს მწყინს. ვფიქრობ, რაიმე კურსები ხომ არ გავიარო და ყველას დავუმტკიცო, რომ ნიჭიერი ვარ, თუ მოვინდომე, ნებისმიერ კერძს გავაკეთებ.
დიასახლისი
GzaPress- ბოლო დროს, საოჯახო ნივთების შოპინგზე სიარულიც დავიწყე, ძალიან მომწონს სურათების, პატარა ქანდაკებების ყიდვა, პირსახოცების, საწოლის გადასაფარებლების, ქვაბების და ა.შ. ავეჯის შეთვალიერებაც დავიწყე. იმდენს ვუყურებ ამ ახალ სახლებს და ახლებურ დიზაინს, რემონტის გაკეთება და ახალი სახლი მომინდა. სულ მაინტერესებს, ამ ამპლუაში როგორი ვიქნები და რას როგორ შევარჩევ. რაც ვიზრდები, ახალი ინტერესები მიჩნდება.

"მე რომ ტურისტი ვიყო..."
- ამერიკაში ჯერ არ ვარ ნამყოფი, ევროპაზე კი მართლა ვგიჟდები. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ნებისმიერ ქვეყანაში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქართველებისნაირი ხალხი იქნებოდა (იცინის). იქ იმდენად ცივები არიან, რაც უნდა მაგარი, აწყობილი ქვეყანა იყოს, ვერ ვიცხოვრებ. ქართველები კი იმდენად თბილები არიან, სადმე რომ მივდივარ, სულ ეს მექაჩება უკან. როცა აქ ვბრუნდები, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდ ოჯახში დავბრუნდი, სადაც ყველას ვუყვარვარ. სადაც მივდივარ, ყველგან კარგად მიღებენ და ცდილობენ, საუკეთესო გამიკეთონ, უცხოეთში ასეთი დამოკიდებულება იშვიათია. ხომ ამბობენ, იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანანო, მაგრამ მაინტერესებს რით ჰგვანან. როცა ევროპაში მივდივარ და ქვეყნებს ვნახულობ, ვგიჟდები, ისე მომწონს მათი ქუჩები, შოპინგი, ღირსშესანიშნაობები, ყველაფერი, მაგრამ აქ რომ ჩამოვდივარ, მართლა იმდენად სხვანაირია ყველაფერი, რომ ტურისტი რომ ვიყო, აუცილებლად დავრჩებოდი თბილისში საცხოვრებლად (იცინის). არ მიყვარს ის ხალხი, ვინც ქართველებს ლანძღავს. რატომ აკეთებენ ამას? ამ ქვეყანაში ხომ ცხოვრობ? რატომ უნდა ილაპარაკო ასე? არ არსებობს, სხვაგან წავიდე და იქ ჩემი ერი ვლანძღო. ქართველებთანაც არ ვლანძღავ, რა სისულელეა?! თურქეთში რაღაც შემოთავაზება მქონდა, დიდხანს მომიხდა იქ დარჩენა და ვგრძნობდი, აქაურობა როგორ მენატრებოდა.
მესიჯებზე მოტირალი
- ჩვენი ქვეყანა უკეთ რომ წარმოვაჩინოთ, კონკურსებია საჭირო. თურქეთში ბევრი ქართველია, რთული ცხოვრება აქვთ და რაღაცნაირად, დაჩაგრულები არიან. ჩემი იქ გამოსვლა მათთვის სასიხარულო იყო, ძალიან მგულშემატკივრობდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თურქები ქართველზე ასე კარგად ლაპარაკობდნენ. მესიჯებზე მართლა მეტირებოდა და ვამბობდი, გამარჯვება ალბათ ისაა, ქართველები ასე რომ ლაპარაკობდნენ-მეთქი. საქართველოში თურქეთის ელჩსაც ძალიან შევუყვარდი და თუ სადმე თურქების შეკრება იყო, ყველგან ვიყავი (იცინის). ეს ჩემთვის დიდი წარმატება იყო. იცი, რა აღმოვაჩინე? თითქმის ყველა ასაკში რაღაც ძალიან მაგარი და დასამახსოვრებელი ხდება.

პირადი ცხოვრება
- პირად ცხოვრებაზე არასდროს არავისთან ვსაუბრობ. როცა რაიმეს მეკითხებიან, ვამბობ, რომ ეს იმდენად ბედნიერებაა ჩემთვის, არ მინდა, ყველას სალაპარაკო იყოს. პირადიც ხომ ამიტომ ჰქვია? შენია და არ უნდა გაამხილო. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, ამ თემაზე არ ვილაპარაკო. არც ის მიყვარს, როდესაც პირადი ცხოვრებით კარიერას იწყობენ, პიარს იკეთებენ. ვფიქრობ, ეს მე არ მჭირდება.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ბესარიონ თედიაშვილს შინ ვესტუმრე საარჩევნო პროგრამასა და იმ ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ, რომელიც მისი გაპრეზიდენტებისას პრიორიტეტული იქნება.
"დუსუნა" მისი ფსევდონიმია. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, მან მხატვრობაში უნიკალური ტექნიკა დანერგა.
ნონა ახალკაცი ერთადერთი ლიცენზირებული ავტოინსტრუქტორი ქალია, რომელიც მანქანის მართვას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ასწავლის.
სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული.
ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს.
მსახიობი და რეჟისორი, გიორგი მეგრელიშვილი "გურმანის" რუბრიკაში კულინარიულ თემებზე გვესაუბრება, თუმცა, დასაწყისში, მას ბოლო დროინდელი შემოქმედებითი სიახლეებისა და გეგმების გაზიარება ვთხოვე.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.