ქართველი გოგონა, რომელსაც რობოტ სოფიას ამსგავსებენ
font-large font-small
ქართველი გოგონა, რომელსაც რობოტ სოფიას ამსგავსებენ
"ჰუმანოიდი რობოტი ბევრ საკითხს უფრო ეფექტიანად და სწრაფად გადაჭრის"

ახლახან, მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტი მოქალაქე - სოფია თბილისს "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტზე დასასწრებად ეწვია და აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მისმა ვიზიტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოდრი ჰეპბერნის გარეგნობის მიხედვით შექმნილ რობოტს თავზე თმა არ აქვს, რადგან მისი ტვინი ისე ხურდება, რომ თავის ქალის დახურვა არ შეიძლება... 21 წლის ნინო გოთოშიას რობოტ სოფიას ამსგავსებენ, რის გამოც გოგონა ხუმრობდა: როცა ამის შესახებ აღნიშნავენ, არ ვიცი, ქათინაურად მივიღო თუ არაო.


- ჩემი და რობოტ სოფიას მსგავსების თემა ჩემმა სამეგობრომ წამოსწია, რადგან თმა მეც გადაპარსული მაქვს. მეგობრები ხუმრობდნენ, ნამდვილად რობოტი ხარო (იცინის). თურმე, ასე მიიჩნევენ, მაგრამ ამ შემთხვევამდე ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამთ.
- ანუ თავშეკავებული ადამიანი ხარ?
- ვერ ვიტყვი, რომ რამისგან თავს ვიკავებ. უბრალოდ, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა.
- ჰუმანოიდ რობოტ სოფიას კიდევ რით ჰგავხარ?
GzaPress- სიმართლე გითხრა, ვიდრე არ მითხრეს, ჰგავხარო, არც დავკვირვებივარ. ამბობენ, თითქოს სახის ნაკვთებით მგავს, ვფიქრობ, არც ძალიან. შეიძლება, მას ნებისმიერი გოგო დამსგავსებოდა, ვინც თმას გადაიპარსავდა, ამაში განსაკუთრებული არაფერია.
- საქართველოში სოფიას ვიზიტის თემა შენს ყურადღებას მანამდეც იქცევდა, ვიდრე მას მიგამსგავსებდნენ?
- კი, რა თქმა უნდა, რადგან ხელოვნური ინტელექტი, ჰუმანოიდი რობოტის არსებობა, განსაკუთრებით კი მისი ისეთ ღონისძიებაში ჩართვა, როგორიც ეს ფორუმი იყო, ძალზე მნიშვნელოვანია.
- ფიქრობ, ჰუმანოიდ რობოტებს კაცობრიობისთვის სიკეთის მოტანა შეუძლიათ?
- ჰუმანოიდი რობოტები ბევრ საკითხს ეფექტიანად და სწრაფად გადაჭრიან, ვიდრე ადამიანი. მაგრამ ემოციურად ისინი ისეთი განვითარებულები ვერ იქნებიან, როგორებიც ადამიანები არიან. ჰუმანოიდ რობოტში იდეა ვერ დაიბადება, რაც ადამიანის ძალიან დიდი უპირატესობაა.
- მაგალითად?
- მათემატიკური გათვლები, მიუკერძოებელი განცხადებები... სოფიას ისეთი ინტელექტი აქვს, რომ შეუძლია, რასაც ჰქვია, ცივი გონებით, ფაქტების საფუძველზე კომენტარი გააკეთოს. ესეც გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, თუმცა სოფიას მსგავსი რობოტების ადგილს ისეთ სამეცნიერო სფეროებში ვხედავ, რომელიც ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას მოიცავს.
- ცივი გონებით ნამსჯელი პასუხი რა საკითხზე გაინტერესებს?
- მსოფლიოში ბევრი კონფლიქტური ზონაა. რელიგიური მიზეზით ბევრი უბედურება ხდება. ჰუმანოიდი რობოტის მიერ განხილული რელიგიური საკითხები, რა თქმა უნდა, ფანატიკოსებისთვის ძალზე გამაღიზიანებელი იქნება, თუმცა საინტერესო იქნებოდა, როგორ შეეხებოდა სოფია ამ მგრძნობიარე თემას. ის კიბერსივრცეში არსებულ ინფორმაციას სრულად ფლობს და მეცნიერული თვალსაზრისით, საინტერესოა - ასეთი ცოდნის საფუძველზე რა განცხადებას გააკეთებდა. ასევე, საინტერესო იქნებოდა, რა იდეებს შემოგვთავაზებდა მსოფლიოში შიმშილის პრობლემის მოსაგვარებლად... ვფიქრობ, მსგავსი რობოტების, როგორც მაკონტროლებელი ფიგურის ჩართვა მმართველობითი ორგანოების საქმიანობაში, ძალზე სასარგებლო იქნებოდა და სამუშაო პროცესზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებდა. მიუკერძოებელი გონიერი ფიგურა ნებისმიერ სფეროში აუცილებელია, თუმცა ჰუმანოიდის ადგილს ხელოვნებაში ნამდვილად ვერ ვხედავ - ეს ისაა, რასაც უსულო საგანი ვერ გასწვდება...
- ცხადია, შენი ახალი იმიჯი სოფიათი ინსპირირებული არ ყოფილა, ხომ?
- რა თქმა უნდა, სხვა ინსპირაცია იყო: უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი განსხვავებული იმიჯით მაინტერესებდა. მიჩნეულია, რომ ქალისთვის თმა სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რა თქმა უნდა, მე სილამაზით არ გამოვირჩევი - ამაზე პრეტენზია არასოდეს მქონია, თუმცა იმასაც ვაანალიზებდი, რომ თმის გადაპარსვით სილამაზის რაღაც ნაწილს ვაკლებდი ჩემს თავს, მაგრამ ინტერესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
- იმიჯის შეცვლის წინ რჩევა ვინმეს ჰკითხე თუ გადაწყვეტილება ექსპრომტად მიიღე?
- რჩევა არავისთვის მიკითხავს. მხოლოდ მშობლები გავაფრთხილე. ამაზე 1-2-ჯერ ვიხუმრე, თუმცა ბოლო წუთამდე არ მეგონა, თმას თუ გადავიპარსავდი.
- შენ გარშემო მყოფებს შენი ახალი იმიჯი მოსწონთ?
- ჩემს ახლობლებს მოსწონთ. რა თქმა უნდა, უარყოფითი კომენტარებიც წამოვიდა, რადგან თმის გადაპარსვას საზოგადოება იძულებით საქციელად აღიქვამს: ბევრი ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ამ გზას მიმართავს - თავზე თმას იპარსავს და ხალხს ეცოდება. არავის ჰგონია, რომ შეიძლება, ადამიანმა თავისუფალი ნებით გააკეთოს ეს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თმა გადავიპარსე, სწორედ ეს იყო: ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და თმას იპარსავენ, ხშირად დეპრესიულები ხდებიან. მინდა, ვთქვა, რომ თმის გადაპარსვა ისეთი რამ არ არის, რის გამოც რამდენიმე თვის (ან თუნდაც - დღის) დეპრესიაში გატარება ღირს. ეს იმიჯია, სხვა არაფერი.
GzaPress- ნინო, რას საქმიანობ?
- არ მეგონა, თუ ინტერვიუს რობოტ სოფიასთან მსგავსების გამო მოგცემდით (იცინის). კონსერვატორიაში ვსწავლობ - მე-4 კურსზე გადავედი. კონკრეტულ გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა იმედი მაქვს, რომ მცირე ხანში საოპერო სცენაზე გამოვჩნდები (იღიმის).
- კიდევ რა გიტაცებს, როგორ ცხოვრობ?
- საერთოდ, ხელოვნება (ნებისმიერი მიმართულებით) მიტაცებს. არც ისე მარტივია, რომ ხელოვნებას ალღო აუღო, მაგრამ ალბათ, ერთადერთი რამ არის, რის გამოც ღირს, ადამიანმა დრო უპირობოდ დახარჯო, მით უმეტეს - დღეს, როდესაც ყველაფერი გაწერილია, ყველაფერი პრაგმატული გახდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ხელოვნება საარსებოდ აუცილებელია. ასევე, 2 ძაღლი, კნუტი და თუთიყუში მყავს. ჩემთვის ცხოველებთან ურთიერთობა აუცილებელია, ასევე - ბავშვებთან.
- ნინო, რა გადაწყვიტე, რობოტ სოფიასთან მსგავსებას ქათინაურად მიიღებ თუ ...?
- რამდენიმემ მითხრა, თქვენ შორის რაღაც მსგავსება ნამდვილად არისო. ხუმრობით ვუპასუხე, - დიახ, ინტელექტი-მეთქი (იცინის). ასე რომ, ამ თემას ხუმრობით ვუდგები. რა ვიცი, შეიძლება, სოფიასთან მსგავსება კომპლიმენტადაც მივიღო, რატომაც არა?
- "ქართველ" ჰუმანოიდ რობოტს რას დაარქმევდი? ან მისი გარეგნობა როგორი წარმოგიდგენია?
- სოფია საქართველოშიც მიღებული და საკმაოდ გავრცელებული სახელია, თან - ჰაეროვნად ჟღერს. ქართველებს ცოტათი ჰაეროვნება გვჭირდება. ჩემი აზრით, რაიმე მკვეთრი სახელის დარქმევა არ ღირს, რადგან სოფიას ჩამოსვლასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და იყოს ეს მსუბუქი სახელი... გარეგნობას რაც შეეხება, ქართველები ძალიან პრეტენზიულები ვართ - "ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა..." რა თქმა უნდა, არსებულ ჰუმანოიდ რობოტ სოფიაზე ბევრად ლამაზი სოფია გვეყოლებოდა. ყველა ქართველს სილამაზის თავისეული კრიტერიუმი აქვს, მაგრამ "ქართველი" სოფია ყველა მათგანის წარმოსახვაში საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ბესარიონ თედიაშვილს შინ ვესტუმრე საარჩევნო პროგრამასა და იმ ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ, რომელიც მისი გაპრეზიდენტებისას პრიორიტეტული იქნება.
"დუსუნა" მისი ფსევდონიმია. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, მან მხატვრობაში უნიკალური ტექნიკა დანერგა.
ნონა ახალკაცი ერთადერთი ლიცენზირებული ავტოინსტრუქტორი ქალია, რომელიც მანქანის მართვას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ასწავლის.
სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული.
ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს.
მსახიობი და რეჟისორი, გიორგი მეგრელიშვილი "გურმანის" რუბრიკაში კულინარიულ თემებზე გვესაუბრება, თუმცა, დასაწყისში, მას ბოლო დროინდელი შემოქმედებითი სიახლეებისა და გეგმების გაზიარება ვთხოვე.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.