"მიშამ ვერიკოს სახლი იმ ადგილას აუშენა, სადაც პირველად აკოცა"
font-large font-small
"მიშამ ვერიკოს სახლი იმ ადგილას აუშენა, სადაც პირველად აკოცა"
"მას და ვერიკოს განსხვავებული სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ. მიშა მემწვანილის შვილი იყო, ვერიკო კი არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ" "ოთარაანთ ქვრივი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "გიორგი სააკაძე", "არსენა" "საბა", "ხაბარდა", "უკანასკნელი მასკარადი" - ეს მიხეილ ჭიაურელის მიერ გადაღებული ფილმების არასრული ჩამონათვალია. "მუსკომედიის ფუძემდებელი", "ქართული და მსოფლიო კინოს განმავითარებელი", "ეპოქალური ფილმების ავტორი" - ასე მოიხსენიებენ კინომცოდნეები კინორეჟისორს, მოქანდაკესა და მხატვარს, ვისაც ამჯერად მეუღლესთან, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელ, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად მათივე შვილიშვილი, ასევე რეჟისორი (ოთხი მხატვრული და 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორი), არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზისა და დიპლომის

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მისი ინტერვიუდან:

"ბაბუა არაჩვეულებრივად ხატავდა, ძერწავდა. როცა თავის სახელოსნოში მუშაობდა, ფანქარს მაძლევდა და ბოთლს ან ჭიქას ვხატავდი. "აუცილებლად რაიმე სპეციალობა უნდა შეისწავლო. ამის შემდეგ კი შეგიძლია ხელოვნებაში წახვიდე. საშუალო დონის ინჟინერი თუ იქნები, შემოსავალი მაინც გექნება, საშუალო დონის ხელოვანი კი არაფერს ნიშნავს" - მარიგებდა უკვე წამოზრდილს ბაბუა. დავუჯერე და ჯერ მექანიზაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მერე სამხატვრო აკადემიაში, ბოლოს კი მოსკოვში უმაღლეს ორწლიან სარეჟისორო და სასცენარო კურსებზე სასწავლებლად გავემგზავრე..."

"მას და ვერიკოს განსხვავებული სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ. მიშა მემწვანილის შვილი იყო, ვერიკო კი არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და სხვათა შორის, მშობლების მხრიდან არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ვერიკოს ხშირად ავიწროებდნენ კომუნისტები სწორედ მისი წარმომავლობის გამო. ვერიკო ცოტა მკაცრი იყო. დამსვამდა და მიყვებოდა საინტერესო ამბებს. მათ შორის, პირადსაც. გრძნობდა, რომ მასთან საუბარი მსიამოვნებდა. ეს სახლი აკადემიასავით იყო. თუ ვერიკო შინ არ იყო, მიშა ზრუნავდა მასზე. "ვერიკოს ეს სჭირდება, ეს დაახვედრეთ", - ამბობდა. თუ მიშა არ იყო შინ, ვერიკო ზრუნავდა მეუღლეზე. აკონტროლებდა, რომ მისთვის კარგი სადილი დაეხვედრებინათ, კომფორტი შეექმნათ. მიშას თევზი და წითელი ღვინო უყვარდა. სახლში მოახლე ჰყავდათ, მაგრამ ვერიკო ხშირად თვითონ გვიდა, ალაგებდა. სხვათა შორის, სოფიკომ ყველაფერი დედისგან ისწავლა. ერთ კაბას ათჯერ, ოცჯერ გადააკეთებდა და გეგონებოდა, ახალი შეძენილი ჰქონდა...."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 9 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ...

შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ვინც აქ ცხოვ­რობს, ძი­რი­თა­დად, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას მის­დევს"
"შეიძლება, რომელიმე მოდელი გიხდებოდეს, მაგრამ ქსოვილის ფერი - არა"
"საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე"
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც "ათასწლეულის ინოვაციის" ტიტულით შეიძლება დაჯილდოვდეს
"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
"აღმოვაჩინე ახალი ფერადი სამყარო, სადაც შვილთან ერთად, ლაღად ვცხოვრობ"
კოტე თაბაგარი, მეტსახელად "დათა თუთაშხია" იმერელი კაცია - ხალასი იუმორით სავსე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.