"ვერ გამოვსწორდები ვერანაირად. ზოგადად, ისიც არ ვიცი, ხვალ რანაირი ვიქნებ" - რას ამბობდა გარდაცვლილი მსახიობი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში?
font-large font-small
"ვერ გამოვსწორდები ვერანაირად. ზოგადად, ისიც არ ვიცი, ხვალ რანაირი ვიქნებ" - რას ამბობდა გარდაცვლილი მსახიობი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში?
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, თავდაპირველად ბევრს ისევ ბოროტი ხუმრობა ეგონა. რამდენიმე წლის წინ ამგავრი ცრუ ინფორმაცია ერთხელ უკვე გავრცელდა... მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, თავდაპირველად ბევრს ისევ ბოროტი ხუმრობა ეგონა. რამდენიმე წლის წინ ამგავრი ცრუ ინფორმაცია ერთხელ უკვე გავრცელდა... სამწუხაროდ, ამჯერად ტრაგიკული შემთხვევა დადასტურდა, მსახიობი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჟურნალ „გზის“ არქივში მსახიობთან ჩაწერილი არაერთი ინტერვიუ ინახება. ერთ-ერთ საახალწლო მასალაში ზუზუს თურმე სანტასთვის წერილის
მიწერა სთხოვეს, აი, რა დაწერა მსახიობმა:

"არ ვიცი, როგორ დავიწყო, "ძვირფასო"? "ჩემო"? მოკლედ, ძვირფასოც და ჩემოც, კარგო, კეთილო სანტა, გაწუხებ? ალბათ - არა. მოკლედ, მე ვარ ზუზუ და ვარ ადამიანი და მსახიობი. მინდა გთხოვო, რომ არ დამავიწყო არც ის, რომ ვარ ადამიანი და შეახსენო (მხოლოდ საინტერესო რეჟისორებს) ჩემი პროფესია. ასევე მინდა, ვიყო ჯანმრთელი ფიზიკურადაც და მორალურადაც. მოდი, სხვებისთვისაც გთხოვ... შევახსენოთ ხალხს, რომ ახალ წელს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგიდაზე რამდენი ჩაქაფული თუ "ხალადეცი" იქნება. მთავარია, თავსა და ტვინში რა გვექნება.

პ.ს. სანტუკა, ბაბუკა, აღარ შეგახსენე, პრინციპში ალბათ არ იცი, ნამდვილად არ იცი. მითხარი ერთი ბინის გასაღები როგორ დავიმსახურო? შენ თვითონ შეხედე, ამდენი სახლია საქართველოში და არც ერთი არ არის ჩემი.
მიყვარხარ! გილოცავ!“

ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ჟურნალმა ა.წ. მაისში ჩაწერა, როდეაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი დაქორწინდა. გთავაზობთ მასალას არქივიდან:
GzaPress
"ეჭვიანობა და ეგოისტობა არ მახასიათებს"

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, თუმცა, მისი გაბედნიერების ამბავი ზოგმა არასერიოზულად მიიღო. ზუზუ გვიამბობს, თუ სად გაიცნო მომავალი მეუღლე, რატომ მიიღო გადაწყვეტილება სწრაფად და რა გეგმები აქვს სამომავლოდ.

- სამოქალაქო წესით დავქორწინდით - ხელი მოვაწერეთ, ჩემი მეუღლე თამარ ორაგველიძეა. ის პროფესიით ექიმია, თუმცა, ამ მიმართულებით არ მუშაობს, თითქმის სულ საზღვარგარეთაა. ახლა თბილისში აღმოჩნდა და ასე გადავეყარეთ ერთმანეთს. გვინდა, რომ ერთად კანადაში გავემგზავროთ, თუმცა, კანადა არ არის ის ქვეყანა, სადაც მე ვიცხოვრებდი

- ერთმანეთი სად გაიცანით?
- არანაირი ინტერნეტი და რამე, წვეულებაზე გავიცანით, საერთო მეგობრების წრეში. ასე იმიტომ ვიჩქარეთ, რომ მერე ურთიერთობები ფუჭდება ხოლმე, მეტ რამეს აკვირდები, რაღაც არ მოგწონს, ბევრს ფიქრობ, ამიტომ, ავდექით და წავედით ხელის მოსაწერად. ორივე ერთ ხასიათზე ვიყავით. ისიც გურულია, კარგი იუმორი აქვს. ცოტა იუმორში, ცოტა სერიოზულში, ცოტა ფლირტში, სიყვარულში - მოკლედ, ყველაფერში გავუგეთ ერთმანეთს და აქედან გამომდინარე მივიღეთ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება.

- პირველ რიგში, რა მოგეწონათ მასში?
- "ფუტლიარები" არ მიზიდავს, ადამიანს რომ შეხედავ ან არის "შენიანი", შენნაირი, ან - არა. ეს კი ძალიან იშვიათად ხდება.

- ახალ ამპლუაში თავს როგორ გრძნობთ?
- რა ვიცი, კარგად. თამო ახლა ისევ წასულია და საქართველოში არ არის. ერთადერთი, ბევრმა ზარმა შემაწუხა (იცინის), ჟურნალისტები, მეგობრები მირეკავენ და ზოგს არ სჯერა, რომ დავოჯახდი. რა არის დაუჯერებელი? ეს ვერ გავიგე, თორემ დანარჩენი ყველაფერი გავიგე.

- როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი ქმარი იქნებით?
- რაც ვარ, ის ვიქნები, ვერ გამოვსწორდები ვერანაირად. ზოგადად, ისიც არ ვიცი, ხვალ რანაირი ვიქნები. დღეს ერთ როლს ვთამაშობ, ხვალ - მეორეს, ზეგ შეიძლება ვიმღერო, მაზეგ ლექსი წავიკითხო და წინასწარ ვერაფერს გავთვლი. საერთოდ, ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, მე ასეთი მინდა, ასეთი და ასეთი უნდა იყოს და "მამენტ", შენ ვინ ხარ, რომ ის ასეთი იყოს? შენს თავშიც უნდა ეძებო რაღაცები. ალბათ, უკვე დიდი ბიჭი გავიზარდე, ასაკში ვარ და რაღაცები ვიცი, მაგრამ რეცეპტები რომ გამოვწერო, ეს არ შემიძლია. ზოგადად, რაღაც მკაცრად ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს, არც "სიბნელე", ეჭვიანობა და ეგოისტობა მახასიათებს და არც შემდგომში მინდა, ასეთი ვიყო.

თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბროდი მაკლაინი: "კიწიაში ვიყიდე მიწა და ძროხები და ღორები მყავს. გეგმა ბევრი გვაქვს, იმედია, გამოვა. გავყიდით გოჭებს და საქონელს. სოფელში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ხალხმა კარგად იგრძნოს თავი"
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლის ნიშ­ნო­ბა საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­უ­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა დე­ტა­ლი აინ­ტე­რე­სებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა.
ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული და ენერგიული მომღერალი, დათო გომართელი ამჯერად კულინარიაზე, ქართულ სუფრაზე გვესაუბრება.
"ამბობს, - როცა ვმუშაობ, არაფერი მტკივაო..."
32 წლისაა. როცა დაიბადა, მისი ოჯახის წევრებს შინ ძაღლი ჰყავდათ.
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
0 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
0 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
0 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
0 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.