ქართველი გამომგონებელი მოსწავლეები NASA-ში
font-large font-small
ქართველი გამომგონებელი მოსწავლეები NASA-ში
"კონკურსში მონაწილეობის შემდეგ ოცნება დასახულ მიზნად იქცა"

ახლახან სამმა მოსწავლე გოგონამ, ანი თეთრაშვილმა, თამარ მიქელაძემ და ნინი ხუნძაყიშვილმა ტეხასის შტატში, NASA-ს ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. ამერიკელ და დანიელ თანატოლებთან ერთად ქართველი მოსწავლეები მარსის მისიაზე მუშაობდნენ, აგებდნენ და ცდიდნენ რაკეტებს.


გოგონები NASA-ს სასწავლო ცენტრში "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" მიერ ორგანიზებულ ინოვაციის კონკურსში გამარჯვების შემდეგ გაემგზავრნენ. კონკურსში, რომელშიც 280 გუნდი და ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, საუკეთესო პროექტად სწორედ თამარის, ნინისა და ანის გუნდის, "ანალემას" გამოგონება, "რობოტი ლაბორანტი" დასახელდა. რობოტის დახმარებით მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდების ჩატარებას დამოუკიდებლად და თანაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. მოწყობილობა დისტანციურად იმართება და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებზეა მორგებული.

- NASA-ს კოსმოსური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა კონკრეტულად რას მოიცავდა?

ნინი ხუნძაყიშვილი:
GzaPress- პროგრამა მარსზე დასახლებას, მარსის კოლონიზაციას, იქ რაკეტით გამგზავრებას და ჰაბიტატის შექმნას ეხებოდა. ბევრი საინტერესო ექსკურსიის მონაწილე გავხდით. დავათვალიერეთ უნიკალური სასწავლო ბაზა და მონაწილეობა მივიღეთ ისეთ სწავლებაში, რომელიც მხოლოდ კოსმონავტებისთვისაა გათვლილი. გავიარეთ პროგრამირებისა და რობოტიკის პროგრამა, დავათვალიერეთ NASA-ს ჯონსონის ცენტრის ვიზიტორების კომპლექსი. ინსტრუქტორების დახმარებით შევქმენით და გამოვცადეთ საკუთარი რაკეტები. დავათვალიერეთ რაკეტების პარკი და ვნახეთ NASA-ს ყველაზე მძიმე, გრძელი და ძლიერი რაკეტა Saturn V, რომელიც 1967-73 წლებში Apollo-ს მისიების შესასრულებლად გამოიყენებოდა. შევხვდით ცნობილ ასტრონავტს, ავიატორ კენეთ კამერონს, რომელიც NASA-ს სამ მისიაში მონაწილეობდა. მან საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაგვიზიარა. საშუალება გვქონდა შეკითხვები დაგვესვა და ასევე, მისი პასუხები, მოსაზრებები, შთაბეჭდილებები მოგვესმინა. ასტრონავტთან შეხვედრის შემდეგ NASA-ს Spaceship Gallery და Independence Plaza დავათვალიერეთ, სადაც კოსმოსურ მისიებში გამოცდილი კაფსულები, შატლები, როვერები და ხომალდი ვნახეთ. ვიხილეთ ადგილები, რომლებსაც ვიზიტორები ვერ სტუმრობენ, მაგალითად, საწვრთნელი აუზი, რომელშიც ასტრონავტები იწვრთნებიან, შემდგომ კოსმოსში რომ გაემგზავრონ.

ქეისი ჰაინსი, კოსმოსური ცენტრის განათლების პროგრამების მენეჯერი:
- ეს მსოფლიოში კოსმოსისა და მეცნიერების შემსწავლელი უმაღლესი დონის ცენტრია. ჩვენი მიზანია ყველა თაობის წარმომადგენელი წავახალისოთ მონაწილეობა მიიღონ გამოკვლევებსა და ექსპერიმენტებში. საზაფხულო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ერთვებიან STEM-აქტივობებში და ეცნობიან STEM-სპეციალობებს. სწავლობენ გუნდურ მუშაობას, კომუნიკაციას, მენეჯმენტს, ბიუჯეტის მართვას - უნარებს, რომლებიც კოსმოსის სფეროში მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავს პროგრამებში მონაწილეობით გოგონები ათვითცნობიერებენ, რომ ამ ყველაფრის მიღწევა მათაც შეუძლიათ, შეუძლიათ იყვნენ მეცნიერები, ინჟინრები ან ასტრონავტები.

- NASA-ს სასწავლო ცენტრში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვების შემდეგ გაემგზავრეთ, სადაც გამოგონება, "რობოტი ლაბორანტი" კონკურსის საუკეთესო პროექტად აღიარეს... კონკრეტულად რა მისია აკისრია თქვენს გამოგონებულ რობოტს?

ანი თეთრაშვილი:
- "რობოტი ლაბორანტი" მექანიზმია, რომელიც დისტანციურად მუშაობს. სულ ოთხი მოწყობილობაა. ერთი რობოტი ჰიდროსტატიკაზე მუშაობს და სხეულის სიმკვრივეს ადგენს, მეორე ბგერითი სიჩქარის დადგენაში გვეხმარება, მესამე ელექტრულ სქემებს ხაზავს, მეოთხე კი დახაზული სქემების გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს. მათი დახმარებით ცდებისა და ექსპერიმენტების სახლიდან გაუსვლელად, დამოუკიდებლად ჩატარებაა შესაძლებელი. ჩვენი მოწყობილობა მოსწავლეს საშუალებას აძლევს შევიდეს სისტემაში, დაუკავშირდეს რობოტ-ლაბორანტს და ცდა ჩაატაროს. უფრო კონკრეტულად კი ასე ხდება: დახაზავ სქემას სპეციალურ პროგრამაში, გადაგზავნი რობოტთან, რომელიც მას სამონტაჟო სქემად გარდაქმნის. შემდეგ რობოტი-ელექტრიკოსი ამ სქემას ააწყობს. მუშაობა დეკემბერში ჩვენს მენტორ დავით სონღულაშვილთან ერთად დავიწყეთ. შევეცადეთ, ყოველი მეთოდი ექსპერიმენტის დისტანციურად ჩატარებაზე ყოფილიყო ადაპტირებული. მისი მეშვეობით შეგვიძლია არა მხოლოდ სქემები ავაწყოთ, არამედ გამოვიკვლიოთ კიდეც ისინი. რობოტი ასრულებს ჩვენ მიერ გაცემულ ხმოვან ბრძანებებს და თავადაც გვპასუხობს ექსპერიმენტის შედეგების შესახებ. წონის სხეულს, გვეუბნება რამდენს იწონის, შემდეგ კი მოცულობის შესახებ იგებს ინფორმაციას.
- საინტერესოა, რამ გიბიძგათ გემუშავათ რობოტზე ამ კონკრეტული ფუნქციით?
GzaPress- საქართველოს ბევრ სკოლაში საერთოდ არ არის ლაბორატორია. სადაც არის, მოსწავლეებს არ ეძლევათ საშუალება ცდები დამოუკიდებლად ჩაატარონ. ამას, ძირითადად, მასწავლებელი აკეთებს. ახლა უკვე შეგვიძლია დავალების შესრულებისას ნებისმიერი ცდა სახლიდან გაუსვლელად ჩავატაროთ.
- რით არის უნიკალური თქვენი შექმნილი რობოტი?
- ის გახლავთ პირველი რობოტი მსოფლიოში, რომელთანაც კომუნიკაცია ქართულ ენაზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, ის ადაპტირებულია შშმ პირებზე.
- STEM ანუ ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობები, ტრადიციულად, მამაკაცებთან ასოცირდება. გეგმავთ სამომავლოდ ძირითადი პროფესია ამ სფეროს დაუკავშიროთ?

თამარ მიქელაძე:
- ტექნიკურ სფეროებში გოგონებს, ბიჭებისაგან განსხვავებით, აღიარების მოსაპოვებლად ხშირად ორმაგი შრომა სჭირდებათ. არის სტერეოტიპები, რაც წარმატების მიღწევის გზაზე გვაფერხებს. ამ სფეროში პირველობა შრომისმოყვარეობასთან ერთად გამბედაობასაც მოითხოვს. ყოველთვის მიყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები და დანაკლისის განცდა მქონდა იმის გამო, რომ საქართველოში ლაბორატორიული სამუშაოები ნაკლებად ტარდებოდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვიფიქრეთ, შეგვექმნა რეალური ლაბორატორია, რომლის მართვა დისტანციურად იქნებოდა შესაძლებელი. ამით საკუთარ თავსაც დავეხმარებოდით და სხვებსაც. სამომავლოდ ვგეგმავთ რობოტის კიდევ უფრო დახვეწას. ვაპირებთ ახალ პროექტებზე, რობოტებზე მუშაობასაც. მე და ნინი სამეცნიერო მიმართულებით ვგეგმავთ ცოდნის გაღრმავებას. ანი სამოდელო სფეროშიც ჩართულია და გარდა ამისა, ადვოკატობაც სურს.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
20 წლის იყო, ევროპაში რომ გაემგზავრა და მას შემდეგ მოგზაურობით მოიხიბლა.
"პალიტრანიუსის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციური გადაცემა - "ტყვიის საფასური", ერთი წელია უკვე, ტელეეთერში ყოველ შაბათს გადის.
ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების აჟიოტაჟის ფონზე, პრეზიდენტის როლის შემსრულებელს (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"), მსახიობსა და რეჟისორ კახა გოგიძეს ვესაუბრეთ და გავარკვიეთ: რის გამო ბრაზობს "პრეზიდენტი" და რას მიიჩნევს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად?..
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.