ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს ექსტრემალურ ადგილებში მარტო მოგზაურობს
font-large font-small
ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს ექსტრემალურ ადგილებში მარტო მოგზაურობს
ნიანგები, ანაკონდები, ალიგატორები, ვარდისფერი დელფინები...

ბოლივიაში, მსოფლიოს უდიდეს მარილის ტბა სალარ-დე-უიუნზე, ზღვის დონიდან 3 656 მეტრზე საქართველოს დროშა ფრიალებს... ქართველმა გოგონამ, მზევინარ ტოფაძემ საქართველოს დროშა სამხრეთ ამერიკაში შარშან აღმართა... სწავლასთან ერთად, მოგზაურობასაც ახერხებს და ამჯერად ბოლივიიდან გვესაუბრება...


- ბოლო ოთხი წელია, მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი. მომწონს უცხო ქვეყნებში გარკვეული დროის მანძილზე ცხოვრება და მოგზაურობა. თითქმის ყველა ჩემი მოგზაურობა ლათინური ამერიკის ქვეყნებში საუნივერსიტეტო პროექტებს ან გაცვლით სემესტრებს უკავშირდება. სწავლისა და პროექტებზე მუშაობის პარალელურად, თავისუფალ დროს ყოველთვის ვმოგზაურობ. მარტო მოგზაურობამ ბევრი რამ მასწავლა, ძლიერ ადამიანად ჩამომაყალიბა და საკუთარი თავის რწმენა უფრო განმიმტკიცა. მოგზაურობა ცხადია, სასიამოვნოა, მაგრამ შესაძლოა მას ბევრი გაუთვალისწინებელი და არასასიამოვნო შემთხვევაც ახლდეს. ამ დროს არავისზე ხარ დამოკიდებული და საკუთარ თავში აქამდე წარმოუდგენელ შესაძლებლობას აღმოაჩენ. დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ და საკუთარ თავზეც მეტად ზრუნავ... როცა რაიმე პრობლემას აწყდები, მასთან გამკლავებასაც სწავლობ. მეგობრებსა თუ ნაცნობებს ხშირად უკვირთ, როგორ არ მეზარება ან როგორ არ მეშინია მარტო მოგზაურობის? წარსულში შესაძლოა მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა მარტო მოგზაურობას ვანიჭებ უპირატესობას. თანამოგზაურის გუნება-განწყობილებაზე არა ვარ დამოკიდებული. როცა ვიღლები, ვისვენებ, როცა მსურს, შთაბეჭდილება დღიურის ფურცლებზე გადამაქვს ან დილის 5 საათზე ვიღვიძებ და მზის ამოსვლის სანახავად ბუნებაში ფეხით დავხეტიალებ. მარტო მოგზაურობისას საკუთარ თავს ვუსმენ, ჩემი ინტერესები წინა პლანზე ინაცვლებს.
GzaPress- გვიამბეთ, სად იმოგზაურეთ?
- შარშანწინ მე და ჩემმა ორმა მეგობარმა კარვებით ჩილეში ტორეს დელ პაინე დავლაშქრეთ. რვა საათის განმავლობაში, სანამ ტორეს დელ პაინეს მყინვარწვერს მივაღწევდით, ფეხით გავიარეთ ულამაზესი გზის მონაკვეთი, საოცარი მთებით, ტბებით და დავტკბით ბუნებაში თავისუფლად მონავარდე ალპაკების ყურებით.
მარტო მოგზაური გქვია, თუმცა უამრავ საინტერესო ადამიანს ეცნობი და ეს დროებითი ურთიერთობები საუკეთესო მოგონებად რჩება. კარგად მახსოვს, ორი წლის წინ ბოლივიაში, კოპაგაბანაში მივდიოდი. ავტობუსში ერთი იტალიელი გოგონა გავიცანი. მზის კუნძულებზე მიემგზავრებოდა, რომლებიც კოპაგაბანასთან ახლოსაა. ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. მოგზაურობებს ყოველთვის თან სდევს მოულოდნელი, დაუგეგმავი გადაწყვეტილებები და მეც კოპაგაბანას მაგივრად მზის კუნძულებზე აღმოვჩნდი. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ერთმანეთს განსხვავებულ ენაზე ველაპარაკებოდით. ის იტალიურად, მე კი ესპანურად, მაგრამ ჩვენ შორის კომუნიკაცია მაინც შედგა და მთელი დღე ერთად გავატარეთ.
- ქართველებიდან შეიძლება პირველი იყოთ, ვინც ამაზონის ჯუნგლებში იმოგზაურა. ასეთი თავგადასავლები რას გაძლევთ ცხოვრებაში?
- როცა იცი, რა გინდა, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, საკუთარ სურვილებს, ფიქრებს, ყური მივაპყროთ და ისე გადავდგათ ნაბიჯი. პოზიტიური ადამიანი ვარ და როცა რაიმე არ გამოდის, სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები. მეც ჩემს საკუთარ ოცნებებს კიდევ ერთხელ მივენდე და ასე აღმოვჩნდი ამაზონის ჯუნგლებში.
დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი, ედგარ რაის ბეროუზის რომანი, "ტარზანი" რომ წავიკითხე. იმდენად საოცრად და ლამაზად იყო ჯუნგლების ცხოვრება და ბუნება გადმოცემული, რომ მეც მომინდა, ჯუნგლებში მოვხვედრილიყავი. მაშინ ჯუნგლები მხოლოდ აფრიკაში მეგონა. ფანტაზიორობა ძალიან მიყვარდა და ჩემს ფიქრებში აფრიკის უზარმაზარ ჯუნგლებში ვმოგზაურობდი. ბეროუზს მისი გმირი აფრიკის ჯუნგლებიდან ამაზონას ჯუნგლებში რომ გადმოენაცვლებინა, ვიტყოდი, რომ ბავშვობის ფანტაზიებმა ფრთები შეისხა. თუმცა, ოცნება ავიხდინე და ამაზონის ჯუნგლებში მოვხვდი.
GzaPressროცა ცივილიზაციისგან ძალიან შორს, უღრან ტყეში ხარ, ბევრ რამეზე იწყებ ფიქრს და უსაზღვროდ მადლიერი ხარ ცხოვრების.
ამაზონის ჯუნგლებში სამი დღე დავყავი. წამოსვლის დღეს, გამთენიისას ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმამ გამაღვიძა. ამის შემდეგ, ვიტყოდი, რომ მე სიკვდილის აღარ მეშინია. ვერ აღგიწერთ, ეს რა იყო. ჭექა-ქუხილი, ტყის მობინადრეთა წივილ-კივილი, ყმუილი და ტოტების ლაწალუწი თურმე იქ მცხოვრებთ იავნანასავით ჩაესმით. ანაკონდების საძებნელად რომ წავედით, გიდმა ფსიქოლოგიურად ისე მოგვამზადა, თითქოს საძოვარზე გაშვებული პირუტყვის საძებნელად ვიყავით გამოსული. ის დღე "ხელმოცარული" დავრჩით, ტყეში მოჭარბებული წყლის გამო. თურმე ტყის ბინადრები თბილ და მშრალ ადგილებში იდებენ ბინას. სამაგიეროდ, პირდაღებული ნიანგებისა და ალიგატორების ხილვის ბედნიერება მქონდა. პირდაღებულ ნიანგებს თუ გადაურჩებით, კოღოების მსხვერპლი მაინც გახდებით. შემდეგ უკვე მადლობელი ხარ ყველა იმ კოღოსი, სხეულს დასივებულს რომ გიტოვებს, მაგრამ ყვითელი ცხელების შეყრის ღირსს არ გხდის. ვარდისფერი და თეთრი დელფინების გვერდით ამაზონის მდინარეში ცურვა ხომ სამყაროს საჩუქრია?!
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ვინც აქ ცხოვ­რობს, ძი­რი­თა­დად, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას მის­დევს"
"შეიძლება, რომელიმე მოდელი გიხდებოდეს, მაგრამ ქსოვილის ფერი - არა"
"საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე"
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც "ათასწლეულის ინოვაციის" ტიტულით შეიძლება დაჯილდოვდეს
"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.