"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
font-large font-small
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"

37 წლის შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ოფიცერი შოთა ბეთლემიძე თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ბავშვობაში ხშირად აჩხუბებდნენ თავისზე გაცილებით უფროს ბიჭებთანაც კი, "თეთრ მებრძოლს" ეძახდნენ. 17 ბრძოლა აქვს დაახლოებით ჩატარებული, აქედან მხოლოდ ერთი წაგებული. დამარცხებული ჰყავს რუსი, ირანელი, დაღესტნელი მეტოქეები და აგვისტოში აფხაზთან შერკინებასაც გეგმავს. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომ შოთა 5 შვილის მამა აღმოჩნდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელსაც ჟურნალი "გზა" აქვეყნებს.

- დავიბადე და გავიზარდე გორში, სოფელ სკრაში. სხვათა შორის, კარგად ვსწავლობდი და ბავშვობაში მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი, გავმხდარიყავი ჯარისკაცი. 1991 წელს ტელევიზიით პირველად ვნახე გია ყარყარაშვილი და გადავწყვიტე, აუცილებლად ოფიცერი გავხდებოდი. დავამთავრე თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, მერე გაერთიანებული სამხედრო აკადემია. ვმსახურობდი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე და შემდეგ 33-ე
ბატალიონებში, 11 თვე ერაყში ვიყავი, ერაყიდან 2008 წელს დავბრუნდი. 2009 წელს ბაჩო ახალაიამ შეიარაღებული ძალებიდან დამითხოვა.

- მიზეზი რა იყო?
- როდესაც შეიარაღებულ ძალებში წლების მანძილზე მსახურობ, რაღაც შეხედულებების გამო თანამებრძოლს ვერ უარყოფ. "ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს, ზოგთან ბავშვობის წლები მაკავშირებს და პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვიძმაკაცო? თქვენ რომ სხვა შეხედულება გქონდეთ, მე - სხვა, ქუჩაში რომ შეგხვდეთ, არ უნდა მოგესალმოთ და მოგიკითხოთ? მოკლედ, - უნდა დაგიჭირო და სამხრეები აგხსნაო, - შემომითვალა. ავდექი და ვარსკვლავები ამოვისვირინგე მხრებზე, - აი, აქედან ხომ ვეღარ ამხსნი-მეთქი? ყველანაირად "დამბლოკეს". პირველ ბრძოლაში შემახვედრეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპატრამენტის თანამშრომელს. აშკარად მოვუგე, ამერიკელები ჩემკენ იშვერდნენ ხელს, - ამან მოუგოო, მაგრამ ჟიურიში კონსტიტუციურის უფროსიც იჯდა და ფრე მოგვცეს. საზღვარგარეთ 2 ბრძოლა უნდა ჩამეტარებინა და არც იქ გამიშვეს, ბოლოს სავარჯიშო დარბაზშიც არ მიშვებდნენ: ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, ძალიან გვაწუხებენ შენ გამოო... მანამდეც სულ ფორმაში ვიყავი, მაგრამ მერე, მათ ჯიბრზე დავიწყე უფრო ინტენსიური ვარჯიში და შერეულ ორთაბრძოლებში მონაწილეობა.

...
- რინგზე გასასვლელად ყველაზე მთავარი რა არის - ფიზიკური მონაცემები, მომზადება?..
- ყველაზე მთავარია ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ხარ ბრძოლისთვის. შეიძლება, შენი მოწინააღმდეგე შენზე ბევრად ძლიერი იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი და დაამარცხო. პირველსავე შეჯახებისას გრძნობ ამას. მაგალითად, მე პირველი შეჯახებისას უკვე ვხვდები, როგორი ბრძოლა მომელის. რუსთან მქონდა შერკინება, 145 კილო იყო. ორჯერ დავეჯახე და ვერ გავუძელი. 98 კილო ვიყავი მაშინ და მაინც მოვუგე, ბოლოს გამძლეობამ უღალატა. არადა, - ვიფიქრე, მორჩა, ამას ვერაფერს ვუზამ-მეთქი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ბოლომდე უნდა მებრძოლა. არავინ მაპატიებდა რუსთან წაგებას - ეს იყო 2016 წელს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 30 აგვისტოს ნომერში

ნინო ჯავახიშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მაკა ჩხეიძის საიუველირო ნაკეთობებს აღტაცებაში მოჰყავს ყველა, განსაკუთრებით - ქალბატონები.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტი "რესპუბლიკის" სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ" კანონს ამკაცრებს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მსჯელობს.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
20 წლის იყო, ევროპაში რომ გაემგზავრა და მას შემდეგ მოგზაურობით მოიხიბლა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.