"არასოდეს ვყოფილვარ მოდას ბრმად აყოლილი!"
font-large font-small
"არასოდეს ვყოფილვარ მოდას ბრმად აყოლილი!"
როგორი ქალები წერენ ისტორიას

"ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ხალხი ჩემს ქალაქში - ქუთაისშია - ამას სრულიად გულახდილად ვამბობ. ვიცი ამ ქალაქს რა მდიდარი კულტურა, ისტორია აქვს!.. ქუთაისი და საერთოდ დასავლეთი საქართველო ყოველთვის ამარაგებდა თბილისს საუკეთესო ხალხით", - გთავაზობთ ამონარიდებს მარიტა როხვაძის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ყოველთვის მქონდა ჩემი გემოვნება და ვიცვამდი იმას, რაც მიხდებოდა. მოდას ბრმად აყოლილი არასოდეს ვყოფილვარ... არ მომწონს ბრენდებს რომ ყიდულობენ და არ იციან, რას შეუხამონ, როგორ მოიხდინონ. ყველაზე დიდი უგემოვნებაა, როდესაც ბრენდი გაცვია და გიკეთია აქსესუარები, რომლებიც ერთმანეთთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის!.."

"პატარაობიდანვე რისი ნახვაც ძალიან მინდოდა, პირამიდები იყო. საბედნიეროდ, მომეცა საშუალება ეგვიპტეში წავსულიყავი და ეს მშვენიერება მენახა... ეს იყო ოცნება, რომელიც ავიხდინე. შემდეგ მინდოდა იერუსალიმში წასვლა, რათა მენახა გოლგოთა, სადაც ქრისტე აწამეს, ქრისტეს საფლავი - მქონდა ბედნიერება და ეს ოცნებაც ავისრულე..."

"დაბადებიდან კორპუსში ვცხოვრობ და მინდა მქონდეს საკუთარი სახლი, რომელსაც ექნება დიდი ეზო, ხეხილი, ბოსტანი... მსურს ბოსტანს თავად ვუვლიდე. დღეს დიდი ფუფუნებაა ნატურალური პროდუქტის ჭამა. კაცმა არ იცის, რით ვიკვებებით და აქედან გამომდინარე ვნატრობ საკუთარ სახლს დიდი ეზოთი, სადაც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი!.."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 13 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხელმარჯვე ჟურნალისტის მრავალმხრივი გატაცება და ცხადად ნანახი "სიზმარი"
"გვერდში ცოლი მახლდა და ლამის "დააწერეს" ქმარი"
"პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია"
"ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია"
სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.