ასეთმა პატარამ შევძელი და ვასახელე საქართველო
font-large font-small
ასეთმა პატარამ შევძელი და ვასახელე საქართველო
ქუთაისელი ბიჭის წარმატებები

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე ორიოდე კვირის წინ იაპონიაში დედასთან ერთად გაემგზავრა, "ტოიოტას" გლობალური კონკურსის ფინალურ დაჯილდოებაში რომ მიეღო მონაწილეობა და "ყველაზე მოტივირებული და მხატვრული ნაშრომის" ნომინაციის გამარჯვებულიც გახდა. მისი ნახატი მსოფლიო მასშტაბით 650.000 ნამუშევარს შორის შეარჩიეს და საუკეთესო ათეულში მოხვდა. ვან გეგა, როგორც ქუთაისელები ეძახიან, პირველი მონაწილეა, ვინც საქართველოს სახელით ამ კონკურსის ფინალში გავიდა.
დაჯილდოების ცერემონიალზე საკუთარი ქვეყნის უკეთესად წარმოსაჩენად პატარა ქართველი ჩოხა-ახალუხით წარდგა. როგორც დედამისმა, ქრისტინე მესხმა მითხრა, გეგა ხშირად ხატავს სხვების გასახარად და ჩუქნის მათ, ვისგანაც სითბოსა და სიყვარულს გრძნობს. ბევრი საინტერესო და უცნაური ოცნებაც აქვს 8 წლის ვან გეგას.


- თავიდან ქუჩაში მხატვრობითა და ნახატების გაყიდვით ვცადე გეგას გამოფენისთვის ფულის მოგროვება. პირველი გამოფენა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ჩატარდა. ამაში ერთი ქალბატონი - ენდი ძიდავა ძალიან დაგვეხმარა, რისთვისაც მადლობელი ვარ მისი. გეგამ 3 წლიდან დაიწყო ხატვა. როგორც ყველა დედას, მეც მინდოდა, ხელოვნებით დაინტერესებულიყო, თუნდაც თერაპიის მიზნით. თავდაპირველად მულტფილმებისა და ზღაპრის პერსონაჟების, ასევე, დინოზავრების ხატვა დაიწყო. მერე რელიგიური თემატიკით დაინტერესდა. ქუთაისში ლევან გოგოტიძის სტუდიაში 6 თვის განმავლობაში იარა, მაგრამ ვეღარ შევძელით თანხის გადახდა და თავი დავანებეთ. გადავწყვიტე, სამხატვრო ენციკლოპედიები და მიმდინარეობები შემესწავლა, რომ მიღებული ცოდნა გეგასთვის გადამეცა. ვცდილობდი, ისეთი გარემო შემექმნა, რაც ხატვაში ხელს შეუწყობდა - გამყავდა ბუნებაში, თან მიგვქონდა მოლბერტი, ბავშვები ხატავდნენ, მე კი ვწერდი, ვუსმენდით კლასიკურ მუსიკას, ამის გარეშე არ შეგვიძლია. თვითონაც ხელოვანი ვარ ბუნებით, ვქმნი სამკაულებს, ხელნაკეთ ნივთებს, ვწერ ლექსებს, ჩანახატებს, ბავშვობაში ვხატავდი კიდეც, პროფესიით ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ. ჩემი 5 წლის გოგოც ხატავს. გეგა ნახატებს რომ გააჩუქებდა ან გაყიდდა, ენანებოდა და ასლებს აკეთებდა, გული რომ არ დასწყვეტოდა და სამახსოვროდ დარჩენოდა.
- პირველი წარმატება გეგამ როდის მოიპოვა?
GzaPress- კონკურს "სიზმარაში" გაიმარჯვა პირველად და ჟიურის რჩეული გახდა, ისე, 8 კონკურსის გამარჯვებულია. ქართული ღვინის პალატამაც შეიძინა მისი ნახატი, ბოლოს კი "ტოიოტას" კონკურსი იყო. საერთოდაც, კონკურსების მოძიება იმიტომ დავიწყე, რომ გეგას წარმატებისთვის მიეღწია და ამ კონკურსებიდან აღებული თანხა ისევ მისი განვითარებისთვის გამოგვეყენებინა. ძალიან ძვირია საღებავები და სხვა სამხატვრო აქსესუარები, მაგალითად, ხუთფერიანი ხარისხიანი ზეთის საღებავი 42 ლარი ღირს. რამდენჯერ ისე წამოვსულვარ თბილისში კონკურსზე, რომ უკან დასაბრუნებელი ფულიც არ მქონია. მარტოხელა დედა ვარ, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, 2 შვილი მარტომ გავზარდე, წვალებითა და ტანჯვით მოვედი აქამდე. სიმწრით მაქვს გადახდილი თითოეული თეთრი და ამიტომაც განსაკუთრებულად მახარებს გეგას წარმატება.
- ქრისტინე, დაწვრილებით მომიყევი "ტოიოტას" კონკურსის შესახებ.
- 12 წელია, საქართველო ამ კონკურსში მონაწილეობს და პირველად მოხვდა მსოფლიო ათეულში. ეს ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით ვნახე, მონაწილეობის მსურველებს ოცნების მანქანა უნდა დაეხატათ. ამის შესახებ ვუთხარი გეგას და მან ერთმანეთზე უკეთესი და ერთმანეთისგან განსხვავებული 3 ნახატი შექმნა. შევარჩიეთ ერთ-ერთი - მომავლის მანქანა, რომელიც მთვარეს სტუმრობდა. საქართველოს მასშტაბით კი გაიმარჯვა, მაგრამ 650.000 ნახატში თუ აარჩევდნენ გეგას ნამუშევარს, არ მეგონა. რომ დაგვირეკეს, სიხარულისგან აღარ ვიცოდით, რა გვექნა...

გეგა:
- ისე გაგვიხარდა, რომ ორივე ვტიროდით - მეც და დედაც, ოღონდ სიხარულისგან.
- იაპონიიდან ახლახან დაბრუნდით, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები?

ქრისტინე:
- პირველი ელდისა და სიხარულის შემდეგ ვიფიქრე, იაპონიაში როგორ, რა თანხით უნდა გავემგზავროთ-მეთქი? მაგრამ 3.400 ევრო - მგზავრობის თანხა, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებისა თუ ყველა სხვა ხარჯი დაგვიფინანსეს. ნომინაციაში "საუკეთესო მოტივირებული და მხატვრული ნაშრომი" პრიზიც გვხვდა წილად, გეგას ნახატი კი "ტოიოტას" მუზეუმში გამოიფინა. სულ 35 მონაწილე იყო. 10 ფინალისტი გახლდათ 10 წლამდე კატეგორიაში. ბევრი ნომინაციის გარეშე დარჩა. გეგას აჩუქეს ვაუჩერი, რითიც სამხატვრო ნივთები შეიძინა და ძალიან გაიხარა. გაკვირვებული ამბობდა, ამ ხალხმა გაბრაზება არ იცის, ეტყობა, ყველა ბედნიერიაო. მოვიხიბლეთ იქაურობით. საკუთარ სახელმწიფოსა და ენას განსაკუთრებულ პატივს სცემენ. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ესმით, ყოველთვის იაპონურად გვპასუხობდნენ. სასტუმროს პერსონალსა და ორგანიზატორებს ისე შეუყვარდა გეგა, რომ ტირილით დაგვემშვიდობნენ.

გეგა:
- ძალიან ვღელავდი, არც ერთ სხვა კონკურსზე არ მინერვიულია ამდენი. სხვა პასუხისმგებლობა იყო, როდესაც მე, ასეთმა პატარამ შევძელი და მცირედი რამ მაინც გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის, ვასახელე საქართველო.
- გეგა, სხვა რამითაც თუ ხარ დაინტერესებული? სკოლაში ალბათ კარგად სწავლობ?
- დიახ, კარგად ვსწავლობ, მესამე კლასში გადავედი. სულ "სმაილიკები" და ათიანები მიწერია. კიდევ, ლეგოების აწყობა მიყვარს ძალიან და დრამზე დაკვრა.
- ახლა ის მითხარი, რაზე ოცნებობ?
- ვოცნებობ მეცნიერობაზე, კოსმონავტობასა და მუსიკოსობაზე. ცნობილი დრამერი მინდა ვიყო. კიდევ, მინდა გამოვიგონო რობოტები, ადამიანებს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში რომ დაგვეხმარონ... იაპონიაში ყოფნისას ვნახე საწარმო, სადაც რობოტები მუშაობდნენ, ძალიან მაგარი იყო...
- ცნობილი მხატვარი რომ გახდე, ამაზე არ ოცნებობ?

ქრისტინე:
- მხატვრობაში უკვე ვარო, ასე მიპასუხა ერთხელ მაგ კითხვაზე. მუსიკითაც ძალიან გატაცებულია. სახლში სულ ქვაბებსა და ჭიქებზე უკრავს, მივიყვანე მუსიკალურში და მირჩიეს, დრამზე ვატარო. როდესაც უკრავს, თითქოს სხვა სამყაროში ინაცვლებს. გოგონას ბალეტი და სიმღერა მოსწონს, მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს ორივეს, რასაც განვითარება და ფინანსები სჭირდება. მეც, მათი გადამკიდე, მუდმივად რაღაც ახალს ვსწავლობ და ვვითარდები. მიხარია, რომ ამ ასაკში ბავშვებმა უკვე იციან დროის ფასი და რაც მთავარია, ძალდატანებით კი არა, ყველაფერს სიყვარულით აკეთებენ. ესენი მახალისებენ და მაძლევენ ძალას... შრომისმოყვარე ვარ, შრომას არასდროს ვთაკილობ, მით უფრო, ჩემი შვილების კეთილდღეობას თუ ეხება საქმე. ოფისების, ახალგარემონტებული ფართობების დალაგება თუ ბაზარში დგომაც კი არ მითაკილია არასდროს, მაგრამ 6 თვეა უმუშევარი ვარ. მშობლები, რაც შეუძლიათ მეხმარებიან, სხვა დამხმარე არ მყავს. ჩემი შვილები ღვთის საჩუქრები არიან ჩემთვის, თანაც იმდენად დიდი, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, ამდენი არ დამიმსახურებია-მეთქი. თუ ადამიანი მოინდომებს, ალბათ ბევრი რამ გამოუვა კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე საფიქრალი ის მაქვს, გეგას მუშაობისთვის ყველა საჭირო ინვენტარი და მასალა ჰქონდეს...

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ბესარიონ თედიაშვილს შინ ვესტუმრე საარჩევნო პროგრამასა და იმ ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ, რომელიც მისი გაპრეზიდენტებისას პრიორიტეტული იქნება.
"დუსუნა" მისი ფსევდონიმია. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, მან მხატვრობაში უნიკალური ტექნიკა დანერგა.
ნონა ახალკაცი ერთადერთი ლიცენზირებული ავტოინსტრუქტორი ქალია, რომელიც მანქანის მართვას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ასწავლის.
სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული.
ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს.
მსახიობი და რეჟისორი, გიორგი მეგრელიშვილი "გურმანის" რუბრიკაში კულინარიულ თემებზე გვესაუბრება, თუმცა, დასაწყისში, მას ბოლო დროინდელი შემოქმედებითი სიახლეებისა და გეგმების გაზიარება ვთხოვე.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.