"მთელი ოჯახი - ოთხი ადამიანი ერთდროულად იხრჩობოდა. სამი მაშველი შევედით..." - 23 წლის მაშველის ფათერაკიანი ცხოვრება
font-large font-small
"მთელი ოჯახი - ოთხი ადამიანი ერთდროულად იხრჩობოდა. სამი მაშველი შევედით..." - 23 წლის მაშველის ფათერაკიანი ცხოვრება
ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს. საკმაოდ სახიფათო პროფესიის კვალდაკვალ, სპორტითაც არის გატაცებული და თავისუფალ დროს, რომელიც თითქმის არა აქვს, ხეზე მუშაობს... სამივე საქმე ბავშვობიდან მიყვარს და ვერც ერთს ვერ შეველიეო, მითხრა.

23 წლის დათო ჭიტაძის ნამუშევრები ინტერნეტში ვნახე და შემდეგ გავიგე, რომ საჩხერის სამაშველო სამსახურში მეხანძრე-მაშველად მუშაობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"მამაც მეხანძრეა, ოღონდ გერმანიაში მუშაობდა და მისგანაც ბევრი რამ მსმენია ამ პროფესიაზე... როცა ცეცხლს ებრძვი, ამ დროს შიში გავიწყდება... საერთოდ, როდესაც გამოძახებაზე მივდივართ, შიშსა და ადამიანურ ემოციებს ვივიწყებთ... ხანდახან სახალისო გამოძახებებიც არის, ბუჩქს ცეცხლი უკიდია ან ტერასაზე ძაღლი ავიდა და ვერ ჩამოგვყავსო..."

"5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული. იმდენად დიდი ცეცხლი იყო, რომ ჭიათურიდან საჩხერეში ორი მანქანით გამოგვიძახეს. ასეთი
ხანძარი პირველად ვნახე. ცეცხლი უკანა მხრიდან იყო გაჩენილი... საშინელი სანახავი იყო. ასეთ დროს, პირველად ადამიანების ევაკუაცია ხდება. ჭიათურის სახანძროს მაშველებს თითქმის ყველა ადამიანი გამოყვანილი ჰყავდათ, მხოლოდ ერთი ქალი იყო დარჩენილი... ძალიან ძლიერი ცეცხლი იყო, ყოველ წამს იმატებდა და ძლიერდებოდა..."

"ზღვაზე მაშველადაც ვმუშაობ... ერთ დღეს, ოთხი ადამიანი ერთდროულად იხრჩობოდა. სამი მაშველი შევედით, სომხები ყოფილან და მთელი ოჯახი, ცოლ-ქმარი და შვილები ერთად შესულან. ერთი მაშველი ქალის გადასარჩენად წავიდა, მეორე მამაკაცის და მე ბავშვები შემრჩნენ. რაღა ბავშვები 12-13 წლის ბიჭები იყვნენ. ასეთ დროს, ინსტინქტურად გეპოტინებიან და გაყვინთვინებენ, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია. ამ დროს ახლოს არ უნდა მიხვიდე, მაგრამ ბავშვები იყვნენ და თანაც ორნი..."

თუ როგორ გადაარჩინეს მთელი ოჯახი მაშველებმა, წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 27 სექტემბრის ნომერში.

ლალი პაპასკირი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ბესარიონ თედიაშვილს შინ ვესტუმრე საარჩევნო პროგრამასა და იმ ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ, რომელიც მისი გაპრეზიდენტებისას პრიორიტეტული იქნება.
"დუსუნა" მისი ფსევდონიმია. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, მან მხატვრობაში უნიკალური ტექნიკა დანერგა.
ნონა ახალკაცი ერთადერთი ლიცენზირებული ავტოინსტრუქტორი ქალია, რომელიც მანქანის მართვას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ასწავლის.
სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული.
ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს.
მსახიობი და რეჟისორი, გიორგი მეგრელიშვილი "გურმანის" რუბრიკაში კულინარიულ თემებზე გვესაუბრება, თუმცა, დასაწყისში, მას ბოლო დროინდელი შემოქმედებითი სიახლეებისა და გეგმების გაზიარება ვთხოვე.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.