რატომ თქვა უარი ლევან თედიაშვილის ვაჟმა ნიუ-იორკში უზრუნველ ცხოვრებაზე
font-large font-small
რატომ თქვა უარი ლევან თედიაშვილის ვაჟმა ნიუ-იორკში უზრუნველ ცხოვრებაზე
პრეზიდენტობის კადიდატის პირადი ცხოვრება

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ბესარიონ თედიაშვილს შინ ვესტუმრე საარჩევნო პროგრამასა და იმ ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ, რომელიც მისი გაპრეზიდენტებისას პრიორიტეტული იქნება.

როგორც მითხრა, საქმის კეთების დიდი სურვილი აქვს და სჭირდება ტრიბუნა, საიდანაც თავის ხმას ყველას გააგონებს. თურმე ხშირად დადის ფეხით და ველოსიპედით, უყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაც, ამიტომაც კარგად ხვდება ხალხის გასაჭირს. ის ცნობილი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის შვილია.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"მახსოვს, მამა სულ მეუბნებოდა, უკან არ დაიხიო მაშინ, როცა მართალი ხარ, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ და რამდენნი არიან შენს წინააღმდეგო. მამა შვილების აღზრდაში აქტიურად არ იყო ჩართული, თუმცა რჩევებს ყოველთვის გვაძლევდა. ერთხელ დაგვიძახა მე და ჩემს ძმას და ასეთი რამ გვითხრა: რაც მთავარია, არ იყოთ ბოროტები და ღმერთმა შეშინებული არასდროს მანახვოს თქვენი თავიო. ასე ვზრდი მეც ჩემს შვილებს..."

"ძიუდოისტი ვიყავი, თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი გავხდი, მაგრამ საბოლოოდ თავი დავანებე და სკოლის დამთავრების შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, იმ უნივერსიტეტში, სადაც ბარაკ ობამა და ფრანკლინ რუზველტი სწავლობდნენ. პოლიტიკური მეცნიერებით, ეკონომიკითა და ფილოსოფიით დავინტერესდი. მერე ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ გეგმები შემეცვალა. ერთ-ერთ ცნობილ ნავთობკომპანიაში შემომთავაზეს მაღალანაზღაურებადი სამსახური _ წელიწადში 100.000-ით დავიწყოთ და მერე მოგიმატებთო, მითხრეს, მაგრამ არ დავთანხმდი. ნიუ-იორკში, ბროდვეიზე საკუთარი ბინა მქონდა, მანქანა მყავდა, მწვანე ბარათსაც მაძლევდნენ უნივერსიტეტში. ამ ყველაფერზე უარი ვთქვი და ამერიკაში 6-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 1998 წელს სამშობლოში დავბრუნდი..."

"სახლის კარს რომ გააღებ, უნდა გიხაროდეს დაბრუნება. 4 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, 9 წელია ერთად ვართ და ერთხელაც არ გვიჩხუბია. ამ ზაფხულს კი, ცოტა არ იყოს, გავაბრაზე (იცინის). დასასვენებლად მივდიოდით ბარსელონაში, გავაუქმე ბილეთები და გამოვუცხადე, აღარსად აღარ მივდივართ, არჩევნებში ჩემს კანდიდატურას ვაყენებ-მეთქი. თვალები დაწითლებული ჰქონდა ტირილისგან..."

ნატალია თარაშვილი, მეუღლე:
"ბევრს მოსწონდა ბესო, გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამის გამო ბევრჯერ უთქვამთ, რატომ ხვდები ბესოს, მექალთანეა და ოჯახში არ გამოგადგებაო, მაგრამ ძალიან კარგი მეოჯახე, მეუღლე და მამაა, თბილი და ყურადღებიანი. მხოლოდ გარეგნულად ჩანს მკაცრი. მე ძალიან შემცვალა მასთან ურთიერთობამ, რასაც ხშირად აღნიშნავენ ჩემები..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 11 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალით ჩაერთვებოდა ომში"
"ჩემი შეგნებული ცხოვრების ერთი მესამედი საველე პირობებში, კარავში გავატარე"
ცეცხლთან, სტიქიასთან, უბედურ შემთხვევებთან ბრძოლა მათი პროფესიაა...
"ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.