"რა გაჭირვება აღარ გამოვიარეთ..." - სოციალურ ქსელში პოპულარული მხიარული ცოლ-ქმრის რთული ცხოვრება
font-large font-small
"რა გაჭირვება აღარ გამოვიარეთ..." - სოციალურ ქსელში პოპულარული მხიარული ცოლ-ქმრის რთული ცხოვრება
"პოპულარობა ჩემთვის ხალხისგან მიღებულ სიყვარულსა და სითბოს ნიშნავს" ნათია წიქარიძე და ირაკლი სტურუა 23-წლისანი არიან. ნათია გურიიდან არის, ირაკლი - სამტრედიელია. 4 წელია, ერთმანეთს სახელების ნაცვლად, ამ სიტყვებით მიმართავენ: "სიცოცხლე", "სიხარულო". მხოლოდ მაშინ ჩხუბობენ, როცა ნათია სარკესთან დიდხანს იპრანჭება, გასასვლელად მომზადებული ირაკლი კი კართან ელოდება. სოციალურ ქსელში ამ ახალგაზრდა წყვილის სახალისო ვიდეოები ძალზე პოპულარულია, უკვე 91.000 გამომწერი ჰყავთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

"ჟურნალისტის პროფესიას მინდოდა დავუფლებოდი, მაგრამ 3.900
ლარი იყო სწავლის საფასური და ვერ შევძელი გადახდა. იმ პერიოდში დედა თურქეთში მუშაობდა და ვიდრე გამოცდების პასუხს გავიგებდი, ვიფიქრე, წავალ 1-2 თვით, ჩემი ტანსაცმლის ფულს მაინც გამოვიმუშავებ და მერე ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ 5 წელს შემოვრჩი. სულ 3 თვეა, რაც საქართველოში დავბრუნდი..."

"თურქეთში გავიცანი, მართლა ერთი ნახვით
შეგვიყვარდა ერთმანეთი. მეორე დღეს პარკში გავისეირნეთ მეგობრებმა, მომიცუცქდა და ხელი ჩამკიდა. დაახლოებით 2 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა. ჩემი ცოლი გახდებიო? - მკითხა და ბეჭედი მომცა. თვალებზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი. ჯვარი აქ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 23 სექტემბერს დავიწერეთ. მაშინაც იტირა..."

"იუმორი კარგი რამეა, ბევრ რამეში მშველის. ნერვიულობით ვერაფერს შევცვლი. პირიქით, ყველაფერს დადებითად უნდა შევხედოთ... ყოველ დილას, 7 საათზე ვდგებოდით და 9-ის ნახევრიდან საღამოს 7 საათამდე ფაბრიკაში ვმუშაობდით, ზოგჯერ გვიანობამდეც კი, ხშირად შაბათ-კვირასაც არ დაგვისვენია. ფაქტობრივად, მთელი 5 წელი ფეხზე ვიდექით და ისე ვასრულებდით ჩვენს საქმეს..."

"ტყუილად საყვედურობენ ამ თაობას, რომ ზარმაცები და არაფრის მკეთებლები ვართ. რა გაჭირვება აღარ გამოვიარეთ... ერთხელ, 2 თვის განმავლობაში ვერ ავიღეთ ხელფასი. ვინც სიგარეტს ეწეოდა, ჩაის მოწევა დაიწყო, საჭმელი არ გვქონდა, კარტოფილი და პურიც კი არ გვქონდა ზოგჯერ და მარტო ხახვს ვჭამდით..."

მხიარული წყვილის საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" პირველი ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე"
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც "ათასწლეულის ინოვაციის" ტიტულით შეიძლება დაჯილდოვდეს
"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
"აღმოვაჩინე ახალი ფერადი სამყარო, სადაც შვილთან ერთად, ლაღად ვცხოვრობ"
კოტე თაბაგარი, მეტსახელად "დათა თუთაშხია" იმერელი კაცია - ხალასი იუმორით სავსე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული.
ანტონ ბალანჩივაძე ქართველ და მსოფლიოში მოღვაზე ხელოვანებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მხატვრად შეიძლება ჩაითვალოს.
პოპულარიზაციას ვუწევთ ნაკლებად პოპულარულ მიმართულებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.