"პოლიტიკა სახლში გაქვს და რას ჰქვია, არ გაინტერესებს?!" - რამ გააბრაზა "პრეზიდენტი"?
font-large font-small
"პოლიტიკა სახლში გაქვს და რას ჰქვია, არ გაინტერესებს?!" - რამ გააბრაზა "პრეზიდენტი"?
ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების აჟიოტაჟის ფონზე, პრეზიდენტის როლის შემსრულებელს (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"), მსახიობსა და რეჟისორ კახა გოგიძეს ვესაუბრეთ და გავარკვიეთ: რის გამო ბრაზობს "პრეზიდენტი" და რას მიიჩნევს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად?..

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ქვეყანაში იმდენი პრობლემა გვაქვს და იმდენი რამ იწვევს გულისწყრომას, რომ მთელი სია უნდა შევადგინოთ. უმთავრესი პრობლემა, რომლის გარშემოც ყველა უნდა გავერთიანდეთ, ყველამ უნდა შევუტიოთ, ეს თავისუფლების პრობლემა გახლავთ: ამაში მენტალურ ოკუპაციასაც ვგულისხმობ..."

"წინათ, მოღალატეები რაღაც სხვანაირად, საშინლად წარმომედგინა, დღეს ამას ყოველ წუთში ვხედავთ და ეს ყველა შრეს შეეხო. როგორ არ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელმაც ნახა, როგორ მოკლეს ანწუხელიძე, დახვრიტეს ოთხოზორია (პირდაპირ ეთერში აჩვენეს და დავინახეთ), მაგრამ თავის რესტორანში მაინც რუსულ სიმღერებს აჟღერებს?! იქნებ იქ ანწუხელიძის ძმა ან ოთხოზორიას მშობელია?.."

"საქართველოს მოსახლეობა ძალიან ჭკვიანია, მაგრამ რატომღაც, უმრავლესობას სირაქლემის პოზა მოსწონს. ყველა ამბობს, - პოლიტიკა არ მაინტერესებსო. პოლიტიკა სახლში გაქვს და რას ჰქვია, არ გაინტერესებს?!."

"შეიძლება, ვიღაცამ ჩემ შესახებ იფიქროს - ამას მართლა პრეზიდენტი ხომ არ ჰგონია თავიო?! არა, მე პრეზიდენტზე უფრო მაგარი ვარ და გეტყვი, რატომ: მე უფრო მეტი ვარ, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობის პირი, რადგან ისინი ჩვენ, ხალხმა დავასაქმეთ. მე, შენ, ჩვენ ყველანი ვნიშნავთ პრეზიდენტებს, მინისტრებს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" პირველი ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მობილიზებული იყო დამწვრობის ცენტრი, სადაც პიროტექნიკით მიღებული დამწვრობით არაერთი პაციენტი მოთავსდა.
ფულის მოზიდვა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა, ბოროტი თვალისა და ენებისგან დაცვა, კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა, საყვარელ ადამიანთან ბედნიერების შენარჩუნება, ჩაკეტილი ბედის გახსნა და ა.შ. ხშირად ამ პრობლემების გადასაჭრელად ადამიანები ეზოტერიკოსს მიმართავენ.
სადღაც შორს, "საშიშ" ქვეყანაში არიან ქალები, რომლებსაც მხარზე კოპწია ხელჩანთის ნაცვლად ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ გადაკიდებული, ფეხზე უხეში, მძიმე, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, თბილი და კომფორტული "ბათინკები" აცვიათ და ავღანეთის წითელ მიწაზე მძიმედ დააბიჯებენ...
მხატვარი დარიკო ბერიძე უკვე 55 წელზე მეტია, რაც რუსეთში ცხოვრობს.
მეღვინე, 24 წლის ანანო ვეკუა წელს ორჯერ დაესწრო რთველს და ღვინოც ორჯერ დააყენა - ერთხელ ზამთარში, როდესაც სამხრეთ აფრიკაში იყო და მეორედ - საქართველოში, შემოდგომაზე.
რამდენ ლარად იყიდი კახეთში ნამდვილ ღორსა და ვირს...
"ჩვენი გმირი", - ამ სიტყვებით ხშირად მიმართავენ 30 წლის მაშველს, პაატა ჩხიტუნიძეს.
"ქუჩის ძაღლებისთვის ხის სახლები ავაშენეთ, მაგრამ რამდენიმე დღეში მოიპარეს"
2019 წლის მოახლოებასთან ერთად, ასტროლოგიური კალენდრის გამო, ღორი მეტად პოპულარული ცხოველი გახდა.
"ჩემი ცხოვრების გაცილებით მეტი დრო, ახლა საქმეს ეხება და არა - მიღებული საკვების გადამუშავებას".
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.