"ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა... ამ პერიოდზე კარგი მოგონებები არ მაქვს"
font-large font-small
"ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა... ამ პერიოდზე კარგი მოგონებები არ მაქვს"
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"

პარლამენტარი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თავისი ასაკის კვალობაზე ბევრი რამ მოასწრო, თუმცა კიდევ უფრო მეტის გაკეთებაც შეეძლო. წუხს, რომ ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოსდა მან განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა პატრიარქი და ეკლესიაა და რომ "ნაციონალური მოძრაობა" გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამუდამოდ შეუკრავს ხელ-ფეხს ეკლესიას. საუბრისას აღნიშნა, რომ ფულს დაუნანებლად ხარჯავს წიგნებსა და ფეხსაცმელში და როგორც მივხვდი, ფულის უძრავ ქონებაში დაბანდებაზეც არ ამბობს უარს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"18 წლისა ვიყავი და დამოუკიდებლად ცხოვრებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში, თუმცა ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა. რთული იყო ოჯახთან, მეგობრებთან განშორება, 5 დოლარი ღირდა 1 წუთი საუბარი და ხშირად ვერ ვეკონტაქტებოდი ჩემიანებს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ბევრი სირთულე გამოვიარე, მაგრამ საბოლოოდ ღირდა, რადგან მომეცა შესაძლებლობები, რაზედაც ჩემს ქვეყანაში ვერც ვიოცნებებდი..."

"მე ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდზე მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ მაქვს..."

"ისეთი შემთხვევა, რომ გამოწვევების წინაშე დავმარცხებულიყავი, ნამდვილად არ მახსენდება. მიმუშავია ომის ზონაში, ლიბიაში, მის დედაქალაქ ტრიპოლში მაშინ, როცა ყველა დიპლომატიური სამსახური ევაკუირებული იყო, ფაქტობრივად, სიცოცხლის რისკის ფასად. ალბათ ყველაზე რთული იყო, როდესაც ჩავდიოდი ისეთ რეგიონში, სადაც შეიძლებოდა ისლამურ სახელმწიფოს გავეტაცებინე და მოვეკალი; სადაც დაუცველი ვიყავი..."

"მაღალი ხელფასი მქონდა, ფაქტობრივად, სიცოცხლის რისკის ანაზღაურება ამით ხდებოდა. სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე. ჩემი ძმაცა და ძმისშვილებიც ირლანდიის მოქალაქეები არიან და ამიტომაც გადავწყვიტე, მთელი ჩემი დანაზოგით (და ამაში მშობლებიც დამეხმარნენ) ირლანდიაში სახლი მეყიდა..."

პოლიტიკოსის საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 15 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნებისმიერი კუთხე მშობლიურია, ყველაფერი მიყვარს...
"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა"
მისი ყოველდღიურობა ხელოვნებასთან არის დაკავშირებული.
"ჩვენი გამოგონება ძალიან თვალსაჩინო და მარტივად გასაგებია მოსწავლისთვის"
ქართული რაგბის პიონერი ქალი
"დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ნახელავი ასე მოსწონთ"
"დიდ გუბეში ამოვყირავდით, ღვედის გამხსნელი გაიჭედა და ძლივს გავხსენით"
"ძველი ფირფიტების უმეტესობა ქართული მუსიკაა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.