"ეს არის ჩემი ცხოვრება, პატიოსანი ადამიანი ვარ"
font-large font-small
"ეს არის ჩემი ცხოვრება, პატიოსანი ადამიანი ვარ"
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ნაციონალების" მიერ ჩადენილი "საგმირო" საქმეების შემდეგ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მათ მიმართ სიმპათია შემორჩებოდა", - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი. ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგსა და დღეს შექმნილ დაძაბულ ვითარებაში ნაწილობრივ "ქართული ოცნების" ბრალსაც ხედავს... ირწმუნება, რომ შეცდომები მის გუნდში უკვე განხილული და გაანალიზებულია, იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ვითარება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ რადიკალურად შეიცვლება.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"მარტო ხელფასი ხომ არ არის? ჩვენ ვცხოვრობდით ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა თუ შეექმნებოდა, მისთვის ერთადერთი გამოსავალი სახლის გაყიდვა იყო. ხელფასი შესაძლოა 1.000 ლარიც გქონდეს, მაგრამ 35.000-ლარიან ოპერაციას ვერ გაიკეთებ, თუ სახელმწიფო არ დაგეხმარა..."

"არ შემიძლია არ აღვნიშნო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები. "ნაციონალების" დროს ამ დარგში სრული კატასტროფა იყო. ჩვენ მათ მიერ დატოვებული ბიუჯეტი ათჯერ გავზარდეთ. "ქართული ოცნების" მიერ ხვნა-თესვის პროგრამებმა გლეხი მიწას დაუბრუნა, მიწის დამუშავება მომგებიანი გახდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს პროდუქტი რეალიზაციის გარეშე არ დარჩენილა. მხოლოდ კახეთმა 285 მილიონი ლარი მიიღო ყურძენის ჩაბარებისთვის, ატამზე, თხილსა და სხვა პროდუქტზე აღარაფერს ვამბობ. ვერ ნახავთ გლეხს, რომელსაც ამ მხრივ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს..."

"სალომეს განცხადებები ახლოსაც ვერ მოვა იმ მავნებლურ ქმედებებთან, რაც "ნაციონალებმა" ჩაიდინეს. ბოლოს და ბოლოს, ის მძიმე ვითარება, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, "ნაციონალების" პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. ფაქტია, რომ სააკაშვილმა, მიზანმიმართულად თუ შეცდომების შედეგად, პუტინის წისქვილზე დაასხა წყალი..."

ინტერვიუს სრულად და ირაკლი სესიაშვილის პასუხს კითხვაზე: ბატონო ირაკლი, საზოგადოების ერთი ნაწილის აგრესია გამოიწვია თქვენმა მდიდრულმა სამსართულიანმა სახლმა. თქვენ გადაწყვიტეთ, საჯაროდ დაგესაბუთებინათ შემოსავლების კანონიერება და საზოგადოება არაკორუმპირებულობაში დაგერწმუნებინათ. როგორ ფიქრობთ, დაგიჯერათ ხალხმა? - ჟურნალ "გზის" 15 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნებისმიერი კუთხე მშობლიურია, ყველაფერი მიყვარს...
"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა"
მისი ყოველდღიურობა ხელოვნებასთან არის დაკავშირებული.
"ჩვენი გამოგონება ძალიან თვალსაჩინო და მარტივად გასაგებია მოსწავლისთვის"
ქართული რაგბის პიონერი ქალი
"დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ნახელავი ასე მოსწონთ"
"დიდ გუბეში ამოვყირავდით, ღვედის გამხსნელი გაიჭედა და ძლივს გავხსენით"
"ძველი ფირფიტების უმეტესობა ქართული მუსიკაა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.