"პირდაპირ სიკვდილმისჯილებისთვის განკუთვნილ საკანში შემიყვანეს... შიშით ველოდი იმ წუთს, როცა დასახვრეტად გამიყვანდნენ"
font-large font-small
"პირდაპირ სიკვდილმისჯილებისთვის განკუთვნილ საკანში შემიყვანეს... შიშით ველოდი იმ წუთს, როცა დასახვრეტად გამიყვანდნენ"
"სხვებს ავყევი და ცხოვრებაში შეცდომები დავუშვი"

ბადრი ცხონდია სოფელ დიღომში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთი ტაძრის მრევლმა დაუთმო. უდიდეს მადლიერებას გამოხატავს ამ ოჯახის მიმართ და ცდილობს, კარ-მიდამო რაც შეიძლება გაალამაზოს. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სახელოსნო აქვს მოწყობილი.

ცხოვრების საუკეთესო წლები ციხეში გაატარა. ძალიან განიცდის, ბევრ ადამიანს გული რომ ატკინა. ამბობს: ვცდილობ, ჩემი წარსული, დანაშაულები, კეთილი საქმეებით გამოვასწოროო.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"როცა ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში აღმოვჩნდი, იქ ტაძრის მშენებლობა მიდიოდა. ხელობა დამეხმარა, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილი შემეტანა. როცა ავჭალაში გადამიყვანეს, ზვიად ძიძიგური, რომლის ინიციატივითაც ეს ტაძარი შენდებოდა, ციხიდან უკვე გასული იყო და არქიტექტორთან ერთად პერიოდულად შემოდიოდა..."

"დამიდებდნენ პატიმრები გათლილ ქვას და მე ვაჩუქურთმებდი. რთული იყო თავისთავად, მიუჩვეველი ხარ, ახალია, თან არანაირი ტექნიკა არ გვქონდა, რადგან პატიმრები
ვიყავით, ე.წ. ზუბილასა და სხვა მჭრელ საგნებს ვინ მოგვცემდა? ამიტომ ბევრად რთული იყო და დიდ დროს ვანდომებდით..."

"ეს ჩემი წარსულია და ამას ვერ გავექცევი. გუწრფელად გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე. მამა ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო, მატერიალურად არ გვიჭირდა. ჩხოროწყუში პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. დედა სკოლა-ინტერნატში მუშაობდა და გადაწყვიტა, იქ გადავეყვანე, - ჩემ გვერდით იქნება და ასე უფრო გავაკონტროლებო. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. იქ სხვა კონტინგენტი სწავლობდა, უფრო რთული ბავშვები, დედამ ვერ გამაკონტროლა, ჩემთვის უარესი აღმოჩნდა იქ გადასვლა..."

"სხვებს ავყევი და ცხოვრებაში შეცდომები დავუშვი. VII კლასში ვიყავი, მამაჩემმა თავისი ხელით რომ წამიყვანა ძნელად აღსაზრდელთა დაწესებულებაში, "მალალეტკებს" რომ ეძახდნენ. იქ ყველა ჩემკენ იშვერდა თითს, - ეს არის, მამამ თავისი ხელით რომ მოიყვანაო. გამოსწორების ნაცვლად, აირია ჩემი ცხოვრება. გავიჩინე სამეგობრო, რომელიც სხვანაირად აზროვნებდა და მერე მათთან ერთად ჩავდიოდი დანაშაულებს..."

"ჯიბის ქურდობა იოლი არ იყო, მაგრამ ვაკეთებდით. ზოგჯერ ორი ვიყავით, ხან მეტროში, ხან ავტობუსში ავდიოდით. ყველაზე ბევრი 2.000 მანეთი ამომიღია ჩანთიდან. ეს ფული მე და ჩემმა მეგობარმა გავიყავით, კინოებსა და გოგონებთან გართობაში დავხარჯეთ. ჯინსები იყო მოდაში და შარვლები ვიყიდეთ. ახლა ძალიან მრცხვენია..."

"ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. დარბაზში ჩემს დას გული წაუვიდა და წაიქცა, აურზაური იყო, გაგვიყვანეს. სასამართლო პროცესიდან პირდაპირ სიკვდილმისჯილებისთვის განკუთვნილ საკანში შემიყვანეს. ერთი ბიჭი დამხვდა საკანში, გია, რომელსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი. სულ ლოცულობდა. თან წინა დღეებში 7 კაცი ერთდროულად დახვრიტეს და ყველა შიშით ელოდა იმ წუთს, როცა გაიყვანდნენ..."

ყოფილი პატიმრის აღსარებას სრულად ჟურნალ "გზის" 22 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.