რჩევები ოთახის მცენარეების მოყვარულებისთვის
font-large font-small
რჩევები ოთახის მცენარეების მოყვარულებისთვის
გვიანი შემოდგომა დეკორატიული მცენარეებისთვის კრიტიკულ პერიოდს წარმოადგენს. ამ დროს მცენარე ემზადება გამოზამთრებისთვის და ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ გაზაფხულზე ისევ ჯანმრთელი ყვავილი გვქონდეს. ამ ჯერზე ხუთ რჩევას გვთავაზობს თელავში მცხოვრები ცნობილი მეყვავილე-დეკორატორი ფიქრია კუტალია.


რჩევა 1
ნოემბერში ბალბების ოთახში შეტანის დრო დგება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ყვავილი სახლში შეტანის წინ დაათვალიერეთ, მავნებელი ხომ არ შემოჰყვა, ან დაავადებული ხომ არ არის. ზამთარში სინათლის ნაკლებობის გამო მცენარის იმუნიტეტი ანუ გამძლეობა მავნებლების და დაავადების მიმართ სუსტდება და ხშირად მწერები ესევიან, განსაკუთრებით ფრთათეთრები. კარგი შედეგი მოაქვს "აქტარით" დამუშავებას. ერთი პაკეტი, 4 გრამი "აქტარა" გახსენით 2 ლიტრ წყალში და ამ ხსნარით მორწყეთ და შეასხურეთ მცენარეს მაშინვე, როგორც კი შეატყობთ ბუგრების, ფქვილოვანი მატლების და ფრთათეთრების თავდასხმას. თუ არ გსურთ, იხმაროთ ქიმიური საშუალება და ყვავილებიც ცოტა გაქვთ, საუკეთესო საშუალებაა, დაათვალიეროთ ყოველდღე მცენარეები და წებოვანი ქაღალდით მოაშოროთ ყვავილის ფოთლებიდან პარაზიტი კვერცხებიანად.

GzaPressრჩევა 2
თუ ბალბების გამრავლება გსურთ, ნოემბერი საუკეთესო დროა. ამ დროს მცენარე ყვავილობას ამთავრებს. გვიან შემოდგომაზე ბალბები ძლიერებიც არიან და ჰაერზე განებივრებულებიც. ერთდროულად ამ მცენარის გასხვლაც გამოგივათ და გამრავლებაც. ააჭერით 5-15 სმ სიგრძის ტოტები და 3 ფოთოლი დაუტოვეთ. თუ ფოთოლი დიდია, შეგიძლიათ შემოაჭრათ. კალმები მოაჭერით ბასრი დანით ისე, რომ არ დაზიანდეს ღერი და დატოვეთ 3-5 საათი ოთახის ტემპერატურაზე, ან თუნდაც მეორე დღემდე. გამოშრება გადაკვეთის ადგილი და უხილავ აპკს გაიკეთებს თავდაცვისათვის, რომ არ დალპეს. ამის მერე ამოავლეთ ნახშირის ფხვნილში ან ნაცარში, ჩარგეთ მსუბუქ, ნესტიან მიწაში და კარგად შემოუტკეპნეთ მიწა. ეს უმთავრესია. იქ ჰაერი არ უნდა იყოს ბევრი, რაც დალპობას უწყობს ხელს. მორწყეთ მხოლოდ დარგვის მეორე დღეს. დაანებეთ თავი კარგა ხანს, სანამ მიწა არ გაშრება. ქოთანი უნდა იყოს პატარა. ახლა კი მივუბრუნდეთ ყვავილის ძირს. დედამცენარე გასხალით ისე, რომ თითო ღეროზე დარჩეს 3-4 კვირტი, რომელიც გარეთ "იყურება". ამით მიაღწევთ იმას, რომ დაიბუჩქდება და თანაბრად მრგვალი ბუჩქი იქნება. გადაკვეთა უნდა მოხდეს კვირტის ოდნავ ზევით. თუ ჩრდილიან ადგილზე უნდა იყოს თქვენი ბალბა და ზამთარში გრძელ ღეროებს გამოიტანს, მაშინ სჯობს, შეინარჩუნოთ მცენარე იმ მდგომარეობაში, როგორშიცაა ახლა და არ გასხლათ ახლა, რადგან დაგრძელებულ ღეროებს არაფერი ეშველება. გრძელღეროიანი ბალბა გასხალით მარტის დასაწყისში. შედეგი იგივე იქნება, ოღონდ ოდნავ დაგვიანებით.

რჩევა 3
ნებისმიერ მცენარეს აქვს რამდენიმე მთავარი მოთხოვნა. ეს მოთხოვნებია სინათლის, მორწყვის, ნიადაგის შერჩევის და ჰაერის ტემპერატურის მიმართ. აქედან უმთავრესია სინათლე, რადგან მას ვერ შეცვლით ოთახში. თავიდანვე უნდა შეარჩიოთ ისეთი მცენარე, რომელიც თქვენს ბინაში მცენარის განსათავსებელ ადგილს შეესაბამება. ამასთანავე, დაიმახსოვრეთ, ზაფხულში, გარეთ, ჰაერსა და სინათლეზე განებივრებული ყვავილები როცა სახლში შემოგაქვთ, მაშინვე იცვლება მისი ცხოვრების პირობები და ამაზე მცენარეს რეაქცია აქვს, ანუ სტრესი. სტრესის დროს ზოგი მცენარე ყრის ფოთლების ნაწილს, ნაწილიც ფოთლებისა ყვითლდება. ცხადია, როცა მცენარეს ნაკლები სინათლე აქვს, ამასთანავე მოკლე დღეა, უნდა ვეცადოთ, როგორმე დასძლიოს ეს სტრესი. ყვავილი ზამთარში მოიხმარს ნაკლებ წყალს, ამიტომ, პირველ რიგში უნდა შეამციროთ მორწყვა. წყლის მოხმარების სიმცირე იმითაა განპირობებული, რომ სინათლე არაა საკმარისი, არც სასუქის მიცემა არ შეიძლება, რადგან მცენარე გადართულია სხვა რეჟიმზე და სასუქის მიცემით თქვენ აიძულებთ, მისმა ფესვებმა აითვისონ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება, რადგან მოკლე დღეა, სულ 8 საათი და ამასთანავე, სინათლის დეფიციტია. ამავე დროს, თუ ოთახის ტემპერატურა მაღალია, მცენარე აგრძელებს ზრდას და უვითარდება სინათლისკენ გადახრილი გრძელი ღეროები და თხელი ფოთლები, რომელსაც მავნებლები იოლად ესევიან. ნაკლები წყლით მცენარე არ გახმება, ზედმეტით კი აუცილებლად გაუჭირდება, რადგან ფესვებს ეზღუდებათ დასვენება.

რჩევა 4
GzaPressმცენარე უნდა გადავრგოთ მაშინ, როცა ის აქტიურია. ყველაზე მეტად ეს აქტიურობა მცენარეებში შეიმჩნევა გაზაფხულზე. ამ დროს იზრდება მოთხოვნა ნიადაგის ნოყიერების მიმართ. როცა მცენარე დასვენებისკენ მიდის, ნუ შეუშლით ხელს. პრეტენზია ყვავილის მიმართ - "მოსვენების საშუალებას არ მოგცემ", "უნდა გაიზარდო", "მე ასე მინდა" არ გამოგივათ. თუ "დააძალებთ" მცენარეს აქტიურობას, დაყრის ფოთლებს, გაგებუტებათ. მას თავისი კანონები აქვს. მცენარე გადარგეთ გაზაფხულზე ან სექტემბერში, როცა ჯერ კიდევ ვეგეტაციაშია. სხვა დროს გადარგული ზოგი მცენარე შეიძლება არ გაგიფუჭდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში აშკარად გაგიმართლათ. ამიტომ, ნუ გარისკავთ.

რჩევა 5
სუკულენტები ის მცენარეებია, რომლებიც ფუნთუშა ფოთლებსა და ღეროებში აგროვებენ წვენს, რადგან მათ სამშობლოში, საიდანაც ისინი არიან, მშრალი ჰავაა და წვიმა იშვიათია. ისინი დაგროვილ წვენს იყენებენ საჭიროებისას. სამშობლოში ასეთი პირობების გამო გამოიყურებიან ბუნებრივად და ძალიან ლამაზებიც არიან. მათი მიწა იქ ძირითადად ქვიშიანია და არა - ნეშომპალიანი, მაგრამ მდიდარია მიკროელემენტებით, რომელიც მცენარეს აძლევს ლამაზ ელფერს. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად მივუახლოვოთ სუკულენტების შენახვის პირობები ბუნებრივს. არაა აუცილებელი მათი გამოკვება და სწრაფად გაზრდა, ასე ისინი მახინჯდებიან და უშნოვდებიან. მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა მიწა მთლიანად გამოშრება და ფოთლები მოდუნდება. თუმცა, ფოთლების მოდუნება შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა წყალმაც. ამ დროს ფესვი მომპალია და მცენარე ზედა ნაწილით ცოცხლობს. სუკულენტს თუ არ მორწყავთ, ისევ გამოიტანს ფესვებს. თუ დაუმატებთ წყალს, დალპება მთლიანად. როცა მცენარე განებივრებულია ზედმეტად ნოყიერი ნიადაგით, მისი კანი გათხელებულია მოცულობაში გაზრდის გამო და იმუნიტეტი დაქვეითებულია. ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერ მცენარეს, ასეთ შემთხვევაში იოლად აზიანებენ მავნებლები და უჩნდება დაავადებები. ეს მცენარე მორწყეთ ძირში, რადგან როზეტაში ჩაგუბებული წყალი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მზიან ადგილას გაქვთ. დაიმახსოვრეთ ასევე, გაზაფხულზე, როცა გარეთ გაგაქვთ მცენარეები, არ დაგავიწყდეთ, რომ ზამთარში, ოთახში ნამყოფი მცენარის კანი გათხელებულია და ადვილად იღებს რადიაციულ დამწვრობას.
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.