"არიან ისეთები, ვისაც მოსწონდათ ის, რასაც "ნაცმოძრაობა" გვიკეთებდა" - როგორ ცხოვრობს საქართველოში ყველაზე პატარა პოლიტპატიმარი
font-large font-small
"არიან ისეთები, ვისაც მოსწონდათ ის, რასაც "ნაცმოძრაობა" გვიკეთებდა" - როგორ ცხოვრობს საქართველოში ყველაზე პატარა პოლიტპატიმარი
"ვიცი, ეს ადამიანები ისეთ ბოროტებას არასოდეს ჩაიდენენ, რაც "ნაციონალების" დროს ხდებოდა"

გიორგი ზერეკიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა 14 წლის ბიჭი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გიორგი ორჯერ დააკავეს და ციხეში დაახლოებით შვიდი წლის გატარება მოუხდა. 2013 წელს 21 წლის იყო, როცა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

პირველად გიორგი 2008 წლის 8 იანვარს დააკავეს და გამოძიებამ მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღობასა და ხულიგნობაში დასდო ბრალი. სინამდვილეში, მცირე შელაპარაკების დროს, დაზარალებულს სხეულზე მხოლოდ მსუბუქი განაკაწრი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ გიორგი მამამ თავად მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში. ეგონა, ბავშვს გააფრთხილებდნენ და სიტყვიერად დასჯიდნენ, მაგრამ იმავე დღეს იქ დატოვეს.

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ის იყო, როცა დასრულდა ძალადობრივი რეჟიმი, 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გავთავისუფლდი და ამჯერად,
ციხის გარეთ თავისუფალი გარემო დამხვდა, მომეცა ნორმალურად ცხოვრების საშუალება. მანამდე უნივერსიტეტში მქონდა ჩაბარებული და სწავლა გავაგრძელე. შევირთე ჩემი საყვარელი ადამიანი და დღეს უკვე 5 წლის ალექსანდრე გვყავს. საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში ვმუშაობ, პარალელურად ვსწავლობ. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: 14 წლის ასაკში რაც გავაკეთე, არ იყო სამაგალითო საქციელი და ამისთვის პასუხი უნდა მეგო, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორითაც მოხდა..."

"ალბათ ყველას ახსოვს, რომ საქმე სტრასბურგში გავასაჩივრეთ, მაგრამ გამოგვატანინეს, ამის ფონზე მამა დააკავეს, რომელიც 1 წელიწადში ციხეში გარდაიცვალა. არ მინდა ვიფიქრო, რომ მამა მომიკლეს, მაგრამ როცა პროკურორს შევხვდი და გამოძიების დეტალებში ჩავიხედე, სულ სხვა ვითარებაა. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ნდობა მაქვს და ვიცი, ეს ადამიანები ისეთ ბოროტებას არასოდეს ჩაიდენენ, რაც "ნაციონალების" დროს ხდებოდა. პროკურორს ვუთხარი, თუ მამაჩემი ციხეში დენის დარტყმის შედეგად არის გარდაცვლილი, მაშინ დახურეთ საქმე-მეთქი, მაგრამ პროკურატურაში მაღალი თანამდებობის პირები მეუბნებიან, რომ მამა დენის დარტყმით არ არის გარდაცვლილი. უბრალოდ, ეს საქმე აქამდე იმიტომ გაიწელა, რომ იმ რეჟიმსა და ციხეშია მომხდარი, რთული გამოსაძიებელია..."

"სამწუხაროდ, არიან ისეთები, ვისაც მოსწონდათ ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" გვიკეთებდა, როგორც ციხეში, ისე მის გარეთ. ამას გინდათ ავადმყოფობა დაარქვით და გინდათ, სხვა სახელი, მაგრამ ფაქტია, მოსწონდათ. ვერ ვხვდები, როგორ არ უნდა დაიჯერო ეს ფაქტები, თუნდაც, კარანტინის დაშლის კადრების ნახვის შემდეგ. ასეთი რამ კვირაში ერთხელ ხდებოდა. 150-200 კაცს სცემდნენ და იმ დღეს "სისხლიან პარასკევს" აწყობდნენ. დაახლოებით 4 თვე კარგად მესმოდა, რა ხმები გამოდიოდა კარანტინის დაშლის დროს ადმინისტრაციული კორპუსიდან..."

"10 წელი მქონდა მისჯილი უსამართლოდ და ეს დრო უსასრულოდ მეჩვენებოდა. ამიტომ, 15 წლის რომ ვიყავი, მუცელსა და ხელებზე თვითდაზიანება მივიყენე " საერთო ჯამში 36 ნაკერი დამადეს. იმ დროს "მატროსოვის ციხის" დირექტორთან ახალაიას მოადგილე იყო მოსული. ჭაღარათმიანი კაცი გახლდათ, მისი არც სახელი მახსოვს დ არც გვარი. შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს და სხვებთან ერთად, ისიც ჩემთან მოვიდა. ციხის საავადმყოფოში ვერ გადაგიყვანთ, შენ იქ წამალს იკეთებო, ამიტომ საავადმყოფოდან მოიყვანეს ექიმი და იმ არაჰიგიენურ პირობებში ჭრილობებზე ნაკერები დამადეს..."

გიორგი ზერეკიძის გულახდილ ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 29 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მესმის, რომ ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ დიასახლისებს ვურჩევდი, რასაც აკეთებენ, სიყვარულით, ხალისით გააკეთონ".
"არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალით ჩაერთვებოდა ომში"
"ჩემი შეგნებული ცხოვრების ერთი მესამედი საველე პირობებში, კარავში გავატარე"
ცეცხლთან, სტიქიასთან, უბედურ შემთხვევებთან ბრძოლა მათი პროფესიაა...
"ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.