როგორი ჩექმა მიიჩნევა ძველმოდურად?
font-large font-small
როგორი ჩექმა მიიჩნევა ძველმოდურად?
აუცილებელი შტრიხები, რომ სუსხიან ამინდში მოდურად გამოვიყურებოდეთ

თაკო მექვაბიძე, რომლის დიზაინით შექმნილი სამოსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება და მის მომხმარებლებს შორის ბევრი ცნობილი სახეა, ცოტა ხნის წინ, Mercedess-Benz Fashion Week-ში მონაწილეობდა, სადაც 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა... ვისარგებლეთ შემთხვევით და მოდის კვირეულის ფარგლებში შექმნილი კოლექციის გარდა, ცნობილ დიზაინერს შემოდგომა-ზამთრის სამოსის ამჟამინდელ მოდურ ტენდენციებზეც ვესაუბრეთ: როგორი ფორმის, ფერის და სიგრძის სამოსი ჩავიცვათ, რომ ძველმოდურად არ გამოვიყურებოდეთ?


- გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის კოლექცია Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში შევქმენი. ამ კოლექციაზე დაახლოებით 3 თვე ვიმუშავე. სიმართლეს გეტყვით: ბოლო წუთამდე არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ასეთი რამ პირველად დამემართა. ყოველთვის დაგეგმილი მაქვს: ინსპირაცია ვიცი და ამ ინსპირაციას მივყვები - მთელ კოლექციას მასზე ვაწყობ... ამჯერად კი, უბრალოდ, ფურცელი, ფანქარი ავიღე და ხატვა რომ დავიწყე, იდეები მერე უფრო "წამოვიდა": მომინდა, სამოსისთვის მხრები გამეკეთებინა, ქალური სილუეტები შემექმნა... სერიალი "დინასტია" გამახსენდა, რომელიც ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. მის დაწყებას ყოველ საღამოს ველოდი. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი გემოვნების ჩამოყალიბება პირველად სწორედ მაშინ დაიწყო: 90-იან წლებში სად იყო ინტერნეტსივრცე? ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით - რა იყო მოდური და "კარგად ჩაცმული", არ ვიცოდით. ყველაფერი "დინასტიიდან" დავინახე... ამ კოლექციაზე მთელი სულით და გულით ვიმუშავე - რაღაცნაირად, ძალიან სასიამოვნო იყო. გამახსენდა ბავშვობა, ფერები... მუქი არ მიყვარს - უპირატესობას ყოველთვის ნათელ ფერებს ვანიჭებ, რადგან ვფიქრობ, კარგ განწყობას ქმნის. მუქი ფერის სამოსი რატომ უნდა ჩავიცვათ, თუ საშუალება გვაქვს და სხეულიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ნათელი ფერის კოსტიუმი ვატაროთ? შავი კლასიკური, დომინანტი ფერია - როგორ შეიძლება, არ გვიყვარდეს? მიყვარს, მაგრამ არა - კოლექციისთვის (იღიმის). ჩვენებისთვის შერჩეულ მუსიკაშიც 90-იანი წლების შტრიხები იყო. ფეხსაცმელებიც თავად შევქმენი - "კაზაჩოკი" აქტუალურია... ბევრი უცხოელი სტუმარი, პრესის წარმომადგენლები, ბაერები, მოდის კრიტიკოსები იყვნენ. ერთ-ერთი ფოტოგრაფის (საფრანგეთიდან) ფავორიტი გავხდი და გადაღებაც დავგეგმეთ. სურს, რომ ჩემი ტანსაცმელი სრულყოფილად გადაიღოს, რამაც ძალიან გამახარა. უკვე ბევრი შემოთავაზება მივიღე. ბევრ პერსონას სურს, ჩემ მიერ შექმნილი სამოსი ჩაიცვას. უცხოეთიდან მწერენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს... კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო.
GzaPress- შეგიძლიათ, შემოდგომა-ზამთრის მოდურ ტენდენციებზე გვესაუბროთ?
- ტენდენციურია დიდი მოცულობის, წელში გამოყვანილი ქურთუკები. გრძელი პალტოებიც აქტუალურია, ასევე - ხელოვნური ბეწვის ქურთუკები, განიერი მხრებით. რაც შეეხება ფეხსაცმელებს, "კაზაჩოკის" ტიპის ძალიან მოდურია. აქტუალურია სპილენძისფერი, წითელი, მწვანე და ლურჯი. შარვლებს რაც შეეხება, მაღალი წელი და "შლიაქსი" ისევ აქტუალურია.
- ჩექმის ყელის სიმაღლეზე რას გვეტყვით? გოგონები ე.წ. ბოტფორდებს ახლაც ხშირად იცვამენ...
- ორივე მოდურია: მაღალყელიანი (მუხლს ზემოთ) ბოტფორდებიც და ისეთი ჩექმაც, რომლის ყელის სიმაღლეც კოჭამდეა. ქუსლის სიმაღლეშიც არ ვართ შეზღუდულები.
- რომელ ფერზე შეიძლება ითქვას, რომ წელს მოდური არ არის, მიუღებელია?
- ამას ვერ ვიტყვი, ამის უფლება არ მაქვს. აქტუალური ფერების შესახებ მოგახსენებთ: ყავისფერი ტონალობები, მდოგვისფერი, წითელი, მწვანე, ოქროსფერი... 3 წელია, რაც ბრჭყვიალა აქტუალურობას არ კარგავს. შარშან თუ გვხვდებოდა სამოსის ზედა და ქვედა ნაწილი ბრჭყვიალა, ახლა ერთად აღარ არის: ბრჭყვიალა ქსოვილი დეტალებში გვხვდება. ვთქვათ, ბლუზი, ქვედაბოლო და მოსაცმელი გვაცვია. შეიძლება, ბლუზი ბრჭყვიალა იყოს, ქვედაბოლო - არა, მოსაცმელს კი რაიმე დეტალი ჰქონდეს ბრჭყვიალა - ასეთი ჩაცმულობა ძალიან მოდური იქნება.
- ბრჭყვიალა ქსოვილი ყოველდღიური ჩაცმულობისთვის, ქუჩური მოდისთვისაც აქტუალურია?
- გააჩნია, რა ფაქტურაა. თუ ნაქსოვშია, ყოველდღიურადაც შეიძლება ჩავიცვათ, მაგრამ ბრჭყვიალა კაბით ყოველდღიურად ნამდვილად ვერ ვივლით.
- ზამთრის აქსესუარებზე რას გვეტყვით?
- ცოტათი მოგრძო (იდაყვამდე) ხელთათმანები ძალიან მოდურია, როგორც - ტყავის, ასევე - შალის. ქუდებს რაც შეეხება, აქტუალურია ე.წ. ტაქსისტის ქუდები (წინ პატარა "კეპით"). წელს შარფებიც ძალიან მოდურია, როგორც - ნაქსოვი, ისე - თხელი ქსოვილის.
- ქართველ მომხმარებლებს როგორ შეაფასებთ?
- ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ქართველების წინაშე ვგრძნობ. უპასუხისმგებლო არც უცხოელებთან ვარ, მაგრამ როცა ჩვენება, შოურუმი უცხოეთში მაქვს, საერთოდ არ ვნერვიულობ, საქართველოში კი ძალიან ვღელავ - ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ხალხის წინაშე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ქართველები ძალიან გემოვნებიანი ხალხია. ტენდენციებს დამონებულები არ არიან. ქუჩაში ადამიანების ჩაცმულობა მაინტერესებს და ვაკვირდები ხოლმე: მათ საკუთარი სტილი, გემოვნება აქვთ. სხვაგან ასე არ არის.
- როგორც ვიცი, ბათუმში ცხოვრობთ...
- ბათუმელი ვარ - იქ დავიბადე, გავიზარდე. სწავლა თბილისში გავაგრძელე. 11-12 წელი დედაქალაქში ვიცხოვრე. მერე ისევ ბათუმში დავბრუნდი, იქ ვმუშაობ. მაღაზია იქაც მაქვს და აქაც. პერიოდულად, თბილისში ყოფნაც მიწევს.
- შეგიძლიათ, თბილისისა და ბათუმის მოსახლეობის ჩაცმულობა ერთმანეთს შეადაროთ?
- თბილისი ბათუმზე ბევრად დიდია, ამიტომ დედაქალაქში უფრო მეტი მრავალფეროვნებაა - შეიძლება, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი ნახო. ბათუმი მაინც ზღვისპირა, საკურორტო ქალაქია. იქ სხვანაირად, უფრო სექსუალურად (მოკლე, დეკოლტე...) იცვამენ. თბილისში უფრო კლასიკური, სერიოზული შტრიხები, კონსერვატორული ტანსაცმელი მოსწონთ, ბათუმში კი "თამამ" სამოსზეა მოთხოვნა.
- ამ მხრივ, ბათუმში ზამთარში რა ხდება?
- ზამთარშიც, დასავლეთის ხალხი უფრო ნათელი ფერების სამოსის მომხმარებელია, თბილისში კი მუქ ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას... ბათუმში ძალიან გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს.
- დიზაინერის პროფესია რატომ აირჩიეთ?
GzaPress- 5 წლის ვიყავი, როცა უკვე ვამბობდი, - მოდელიორი უნდა გავხდე-მეთქი. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ ბიძაჩემმა მოდელირების ფაკულტეტი დაამთავრა; მამაჩემიც ძალიან კარგად კერავდა, მაგრამ თვითნასწავლი იყო (პროფესიით ინჟინერი გახლდათ). მახსოვს, დედაჩემს რაღაცებს უკერავდა. ალბათ, ოჯახის წევრების ინტერესის სფერომაც განაპირობა, რომ დიზაინერი გავმხდარიყავი. სახლის პირველ სართულზე ატელიე გვქონდა, მეორეზე - ვცხოვრობდით. მოკლედ, ჩემი პროფესიული არჩევანი გენეტიკურია (იღიმის).
- თქვენს სამუშაო სფეროში ადგილის დამკვიდრება გაგიჭირდათ?
- ამაზე არც ვფიქრობდი - ყველაფერი თავისთავად მოხდა. Mercedes-Benz Fashion Week-მა ჩემს პოპულარიზაციაზე დიდი გავლენა მოახდინა, ასევე - სხვადასხვა შოურუმმა...
- თქვენს კარიერაში გადამწყვეტი ეპიზოდი რომელი იყო?
- მგონი, 2009 წელი, როცა მეისი გრეი აჭარაში ჩამოვიდა. ის ჩემი ბავშვობის დროინდელი ფავორიტია - ვგიჟდები, ისე მიყვარს!.. ისე მოხდა, რომ იმ დროს მაღაზიაში მქონდა კაბა ("მალინისფერი", ჰაეროვანი, აბრეშუმის). მეისი გრეის კონცერტზე მყოფს იდეა გამიჩნდა, რომ კაბა, რომელიც ჩემმა მკერავმა არასწორად, დიდი ზომის შეკერა, სწორედ მეისისთვის იყო შექმნილი. ჩემს მეგობარს - ლევანს დავურეკე, ვინც მეისი გრეის აეროპორტში დახვდა და ვუთხარი: ეს ქალი ძალიან მიყვარს. მინდა, ჩემი შექმნილი სამოსი ეცვას და თუ შეიძლება, რომ გადასცე-მეთქი?.. უკვე მანქანაში ისხდნენ, აეროპორტის მიმართUლებით მიდიოდნენ - მუსიკოსი სამშობლოში ბრუნდებოდა. ჩემმა მეგობარმა მას საჩუქარი გადასცა. როცა მეისიმ საჩუქარი ნახა, მანქანა გააჩერებინა, - ეს როგორ? ფერი, ზომა... ჩემთვის შეკერაო?! მეგობარმა უამბო, რაც მოხდა... ადრიანი დილა იყო. ნახევრად გამოუძინებელი ქუჩაში მივდიოდი - გადაღებაზე მივიჩქაროდი, როცა ლევანმა დამირეკა, - მეისი გრეის შენთან ლაპარაკი უნდაო. ჩემთვის ეს შოკი იყო! მსგავსი რამ ახლა რომ მომხდარიყო, ალბათ, ისეთი რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ მაშინ არავინ მიცნობდა - მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. მეისიმ ტელეფონით საუბრისას მითხრა, რომ საჩუქარი ძალიან მოეწონა, მადლობა გადამიხადა და აღნიშნა, - შენი გაცნობა ძალიან მინდა, მაგრამ მივფრინავო. 5 წლის შემდეგ საქართველოში კიდევ ჩამოვიდა და გავიცანი, დავმეგობრდით, მიმოწერა გვაქვს... მოკლედ, მეისი გრეის საჩუქრიდან დაიწყო ყველაფერი: ამის შესახებ ჟურნალებში დაიწერა, საინფორმაციო გამოშვებებში გაჟღერდა... ამას მოჰყვა ის, რომ ნასტასია კინსკი, ხატია ბუნიათიშვილი და კიდევ ბევრი ცნობილი ადამიანი (აღარ ჩამოვთვლი) ჩემი მომხმარებელი გახდა.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.