ქართველი ბოდიბილდერი, რომელმაც Diamond cup-ზე გვასახელა
font-large font-small
ქართველი ბოდიბილდერი, რომელმაც Diamond cup-ზე გვასახელა
"სცენაზე რომ არ დავდგე, აღარ შემიძლია"

ლაშა ილურიძემ ბოდიბილდერების კონკურსზე რომში - Dიამონდ ცუპ ღომე 2018 ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ლაშასთან ერთად, ჩვენი ქვეყანა ბოდიბილდერებმა - ტატო ჯოგლიძემ (მესამე ადგილი) და თამაზ ბოჭორიშვილმაც (აბსოლუტური ჩემპიონი) ასახელეს. ლაშა ქართული და იტალიური კონკურსების, სპორტული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.


- Diamond cup ევროპის ბევრ ქვეყანაში ტარდება და საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია. საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი ვარ და წასვლამდე, თბილისის აბსოლუტური ჩემპიონიც გავხდი "კლასიკ ფიზიკში", რის შემდეგაც, ერთ კვირაში ეს რომის შეჯიბრება ჩატარდა და ვერცხლის მედალი ავიღე. Diamond cup-ზე ასპარეზობა ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, გამოსვლის პროცესიც გაიწელა, დილის 09:30-ზე დაგვიბარეს და ღამის 12 საათზე დაიწყო. ამ დროს ორგანიზმი საერთოდ არ უნდა დატვირთო, არც ვარჯიში შეიძლება, პირიქით, მაქსიმალურად ნაკლები მოძრაობაა საჭირო, რადგან ორგანიზმი გაუწყლოებულია, ნახშირწყალი აკლია, კუნთებმა სპაზმებიც იცის. დაახლოებით ორი დღე, წყალიც კი არ მქონდა დალეული - ეს ყველაფერი კი რთულია.
- რატომაა ასეთი მკაცრი რეჟიმი?
- როცა სცენაზე ვდგებით, კუნთსა და კანს შორის რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი და ნაკლები წყალი უნდა იყოს. მზადებას 4-5 თვით ადრე ვიწყებ, ამას "გამოშრობას" ვეძახით, რაც იმას გულისხმობს, რომ ორგანიზმში ბევრი ცხიმი დავწვათ და კუნთოვანი მასა შევინარჩუნოთ. ბოლო დღეებში იწყება ე.წ. წყლის გამოყოფა და ყველაზე რთული სწორედ ბოლო ერთი კვირაა, ბევრი რამ გაკლდება და ენერგიულად ვეღარ ხარ.
- ფსიქოლოგიურად როგორ უძლებთ ამ ყველაფერს? ძალების აღდგენა არ გიჭირთ?
- აღდგენაც რთულია, მაგრამ მთავარია, ამ ყველაფერს სწორად მივუდგეთ. ფსიქოლოგიურად იმდენად რთულია, რომ თუ ძლიერი ფსიქიკის და ნებისყოფის ადამიანი არ ხარ, გამორიცხულია, გაუძლო. ამის გარეშე, ამ სპორტში ერთი წუთითაც ვერ გაჩერდები, რადგან ყოველდღე საკუთარ თავთან გიწევს ბრძოლა. მაგალითად, იქნებ რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს. ნერვიულობ, ფორმაში ხარ თუ არა. ჩვენც ყოველთვის გვჭირდება "ტრენერი", ანუ ინსტრუქტორებსაც გვჭირდება ინსტრუქტორი (იღიმის). როცა ასეთ მკაცრ რეჟიმს იცავ, ტვინი ვეღარ მუშაობს კარგად, ამიტომ მათგან ფსიქოლოგიურ გამხნევებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
GzaPress- რა შეგრძნებაა, როდესაც უკვე სცენაზე გადიხართ, სასურველ შედეგს აღწევთ და აპლოდისმენტები გესმის? ეს ყველაფერი ალბათ, იმ სტრესს აბათილებს, ხომ?
- კი, ასეა. თუმცა, ესეც ადამიანზეა დამოკიდებული, ზოგი ამ დროს უფრო იძაბება, უჭირს, ვერაფერს ახერხებს, კომპლექსდება. მაგალითად, მე სცენაზე ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, რადგან უკვე ვიცი, რომ საკუთარ თავთან გავიმარჯვე, მიზანს მივაღწიე.
- რა კრიტერიუმებით გაფასებენ მსაჯები?
- ყურადღებას აქცევენ სიმშრალეს, პროპორციას, რამდენად იმუშავე საკუთარ თავზე, რამდენად ნაკლები ცხიმი გაქვს ორგანიზმში, რამდენად კარგად პოზირებ და წარმოაჩენ შენს პლუსებს და ა.შ.
- ბოდიბილდინგით როდის დაინტერესდით?
- ვარჯიში დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიწყე, მხოლოდ და მხოლოდ გასახდომად. დარბაზში ერთი ძალიან კარგი ადამიანი - არსენა ხატიაშვილი შემხვდა, რომელიც დღემდე ჩემი "ტრენერია", ყველანაირ რჩევას ის მაძლევს. რვა თვეში თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა და მისი რჩევით - აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი კლასიკურ ბოდიბილდინგში. არადა, თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ იმდენი მიჩიჩინა, დამითანხმა. 7-8 თვეში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მეორე ადგილი დავიკავე, შემდეგ იყო საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონობა, ახლა კი, როგორც გითხარით, "კლასიკ ფიზიკში" თბილისის აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი. ყველგან არსენა ხატიაშვილის წყალობით ვიასპარეზე, რომშიც მისი ხელმძღვანელობით ვიყავი და წარმატებასაც ერთად მივაღწიეთ. მისი მადლიერი ვარ.
- ასეთ მოკლე დროში წარმატებების მიღწევა იოლი არ არის. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? მანამდე თუ გქონიათ შეხება სპორტთან?
- ეს ყველაფერი სწორი მიდგომის და კარგი ინსტრუქტორის დამსახურებაა. მანამდე, 1-2 თვით თუ მივლია ცურვაზე, ჭიდაობაზე, სერიოზული არაფერი. იმ დარბაზშიც, როგორც აღვნიშნე, გასახდომად მივედი, სხვა მიზანი არ მქონია, ამ სპორტში ჩემი თავი ვერასდროს წარმომედგინა. ისიც კი არ ვიცოდი, საქართველოში საერთოდ თუ არსებობდა, არადა, თურმე კონკურსები 80-90-იან წლებშიც ტარდებოდა. უბრალოდ, აქამდე საჭირო პიარი არ უკეთდებოდა, ახლა კი უფრო პოპულარული გახდა. ამ გადასახედიდან, ჩემი არჩევანით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. პირველი შეჯიბრების შემდეგ, ამ სპორტით იმდენად "მოვიწამლე", სცენაზე რომ არ დავდგე, უკვე აღარ შემიძლია. გლანდების ოპერაციის გამო, შეჯიბრება რომ გამიცდა და სცენას პარტერიდან ვუყურებდი, ცუდად გავხდი, იმდენად მომინდა სპორტსმენების გვერდით დგომა.
- სპორტის გარდა, რას საქმიანობთ?
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, წელს აკადემიური ავიღე, სამსახურის და სპორტის გამო ვერ ვასწრებდი იქ სიარულს. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ შეჯიბრებისთვის მზადებისას მხოლოდ სპორტისთვის მაქვს თავი გადადებული და სხვა რამისთვის დრო არ მრჩება. დღის, კვებისა და ვარჯიშის რეჟიმი ზუსტად მაქვს გაწერილი.
- ბოდიბილდერები რამდენად სარგებლობენ პოპულარობით გოგონებში?
- ვერ გეტყვით, რადგან გვერდში მყავს ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ. სხვათა შორის, ის ამ სპორტიდან გავიცანი, ისიც თბილისის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა ახლახან, ბიკინის კატეგორიაში. ორივეს ერთი და იგივე ინტერესები გვაქვს.
- ძალიან კარგი, ბედნიერებას გისურვებთ. დაბოლოს, რას ურჩევთ დამწყებ სპორტსმენებს?
- ვურჩევ, რომ აუცილებლად ჰყავდეთ კვალიფიციური ინსტრუქტორი, რათა თვითნებური და არასწორი ვარჯიშით რაიმე არ დაიზიანონ. ბოდიბილდინგი ხომ ყველაზე არატრავმული სპორტის სახეობაა, მაგრამ თუ რაიმე არასწორად გააკეთე, შეიძლება, ისეთი ტრავმა მიიღო, რომ ცხოვრების ბოლომდე შეგაწუხოს. ამიტომ, ენერგია და მიზნები სწორი მიმართულებით უნდა წარმართონ. რაც მთავარია, მიზნის მიღწევას ვუსურვებ ყველას!
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.