"მხოლოდ ქართულში" მონაწილეობას მეგობრები მირჩევდნენ, მაგრამ თავს ვიკავებდი" - რაზე ოცნებობს გიორგი ცხადაძე
font-large font-small
"მხოლოდ ქართულში" მონაწილეობას მეგობრები მირჩევდნენ, მაგრამ თავს ვიკავებდი" - რაზე ოცნებობს გიორგი ცხადაძე
ვინ ასაჩუქრებს ტკბილეულით მსახიობს

ახმეტელის თეატრის მსახიობ გიორგი ცხადაძეს ფართო საზოგადოება ახლა უკვე პროექტის - "მხოლოდ ქართულის" მეშვეობით გაიცნობს. ის ჟიურის მიერ შერჩეულ საუკეთესო ათეულშია. თუმცა, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ გიორგი ბავშვობაში "ერისიონის" პროექტის - "ქართული ლეგენდა" ის პატარა მომღერალი იყო, რომელიც კლიპში "შატილის ასულოს" ასრულებდა. 2015 წელს "ყველაზე პროდუქტიულ მამაკაც მსახიობად დაასახელეს" - სცენაზე მან 12 პრემიერა ითამაშა და დღესაც აქტიურადაა დაკავებული.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"მხოლოდ ქართულში" მონაწილეობას მეგობრები მირჩევდნენ, მაგრამ თავს ვიკავებდი. ვოკალსა და მუსიკის მასწავლებელთან არასოდეს მივლია. მართალია, ბავშვობაში ხალხურ სიმღერას ვასრულებდი და სიმღერა სცენაზეც მიწევს, მაგრამ შარშან მაინც ვერ გავრისკე გასვლა. "მხოლოდ ქართულით" ყველა მოხიბლულები ვიყავით და წარმატებული პროექტიც გამოდგა. წელს რომ შევიტყვე კასტინგის შესახებ, ისევ და ისევ მეგობრების გულშემატკივრობით, მივიღე გადაწყვეტილება, სიახლე შემეთავაზებინა საკუთარი თავისთვის..."

"პირველი ნათელი მოგონება სცენას უკავშირდება, რადგან ამან განაპირობა ჩემი მომავალი ცხოვრება, პროფესიული არჩევანიც და ახლა პროექტში "მხოლოდ ქართული" მონაწილეობა. 7 წლის ვიყავი, როცა პარიზში, კონგრესის სასახლეში ვიმღერე..."

"დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ოპერაცია სჭირდებოდა, რაც ბუნებრივია, ფინანსებთან იყო დაკავშირებული. პატარა ვიყავი, ალბათ 8-9 წლის, მაგრამ მახსოვს, როგორ განვიცდიდი. მაშინ კონცერტებზე ნორმალურად მიხდიდნენ, ფულს ვინახავდი და როცა ოჯახში ამ ამბის შესახებ საუბრობდნენ, "გამოვედი" და ვთქვი, რომ თანხა მქონდა და შეგვეძლო გამოგვეყენებინა. ასეთი "წავაჟკაცება" გამოვიჩინე (იღიმის)..."

"ბევრჯერ შემხვედრია სოფლებში დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ხალხი, რომლებსაც თვალებში რომ ჩახედავ, მაშინვე დიდ სითბოს, სიბრძნეს, ჭეშმარიტებას "იღებ" მათგან. შეიძლება, რომელიმემ ერთი სიტყვა გითხრას, მაგრამ ცხოვრების გეგმები შეგიცვალოს და ბევრი რამ გადაგაფასებინოს. იმერეთში არის ერთი ასეთი ადამიანი, ბატონი ზურაბი. 80 წლამდე იქნება. ძალიან ადამიანური, კეთილია და როცა ამ მხარეში ჩავდივარ, ვნახულობ ხოლმე. ამ ბაბუასთან ურთიერთობა საოცრად მსიამოვნებს..."

მსახიობის ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 6 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.