"ასე არ შეიძლება, ბატონო ბიძინა!" - რატომ მიმართავს გიორგი შენგელაია ბიძინა ივანიშვილს?
font-large font-small
"ასე არ შეიძლება, ბატონო ბიძინა!" - რატომ მიმართავს გიორგი შენგელაია ბიძინა ივანიშვილს?
"ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა"

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის ხშირად აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს და დღევანდელ ინტერვიუშიც ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე გვესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ჩემი პოზიცია ქალბატონი სალომეს მიმართ ცნობილია. მე მას მაინცდამაინც მხარს არ ვუჭერდი, რადგან "ქართულ ოცნებას" უკეთესი კანდიდატი მოეძებნა და შეთავაზება შეეძლო ჩვენი ხალხისათვის. ამავე დროს, ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა..."

"მე არ ვიცი, "ნაციონალების" საქართველოში თუ ეშინიათ ან მათი დაბრუნების ვინმეს სჯერა? მე უფრო სხვა რამ მაწუხებს: რატომ არავინ სვამს შეკითხვას - ვისი ფულით არსებობს ეს ოპოზიცია? სააკაშვილი რომ აძლევს ფულს - ეს ფაქტია და საიდან აქვს მას ამდენი ფული?.."

"სააკაშვილმა ეს ფული საქართველოში მოიპარა. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი წინა ხელისუფლების მძარცველობა: მოგვაკითხეს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის - გიორგი არველაძის წარმომადგენლებმა და ასეთი რამ შემოგვთავაზეს: კინოსტუდიის ტერიტორიის ნახევარი გავყიდოთ, უკვე გვყავს მყიდველი, რომელიც 3 მილიონს გადაიხდის, 1 მილიონს თქვენ მოგცემთ, 2 მილიონს კი - ჩვენ დავიტოვებთო... სხვა რა გზა გვქონდა, დავთანხმდით, კინოსტუდიაში შუქი მაინც ჩავრთეთ და ელემენტარული ხარჯები დავფარეთ. მოგვიანებით, სანდო პირისაგან გავიგე, რომ ეს ქონება გაცილებით ძვირად - 6 მილიონად იყო გაყიდული და ეკონომიკის სამინისტროში ეს 5 მილიონი ქეში ფულით მიიტანეს. სამინისტროს თანამშრომლები ფანჯრებიდან უყურებდნენ, როგორ ჩააწყვეს არველაძის მანქანაში ფულით სავსე ყუთები და კანცელარიაში წაიღეს..."

"ივანიშვილმაც თქვა - საქართველოში ბევრი რამ უნდა შეიცვალოსო. ძალიან მინდა, მას თქვენი ჟურნალის დახმარებით მივმართო: ასე არ შეიძლება, ბატონო ბიძინა! თქვენს გარემოცვაში ისეთ ხალხს დაუძახეთ, ვისაც საქართველოს ბედი მართლა აწუხებს, ამ ქვეყანაზე გული შესტკივა და ვინც სიმართლეს დაუფარავად გეტყვით..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.