როგორი სამოსით უნდა შევხვდეთ ღორის წელს და რას გვთავაზობს 2019 წლის მოდა
font-large font-small
როგორი სამოსით უნდა შევხვდეთ ღორის წელს და რას გვთავაზობს 2019 წლის მოდა
ახალი წლის ჰოროსკოპი ყოველთვის დიდ ზეგავლენას ახდენს მოდის ტენდენციებზე. წელს აქტუალურია ბრჭყვიალა ქსოვილები... როგორია 2019 წლის მოდა და როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს - აი, ამ თემებზე გვაძლევენ რჩევებს ცნობილი დიზაინერები...


GzaPressავთანდილ ცქვიტინიძე:
- ახალ წელს ემოციაა იმდენად დიდი, თითქოს ყველაფერ ახალს ვიღებთ ცხოვრებაში... ამიტომ სასურველია, ახალ წელს ახალი ტანსაცმლით ან თუნდაც, ერთი პატარა ახალი ნივთით შევხვდეთ. ისეთი ჩასაცმელი უნდა ავარჩიოთ, მხოლოდ კარგს რომ გაგვახსენებს... ჰოროსკოპის მიხედვით მოდის შერჩევა არ ხდება, მაგრამ არის გამონაკლისი, როდესაც პატივს მივაგებთ ჰოროსკოპის იმ ნიშანს, რომლის წელიც მოდის. ამ შემთხვევაში აქცენტი ვარდისფერ ან ყვითელ დეტალზე უნდა გავაკეთოთ - ეს წაგვახალისებს. უმთავრესია, ბედნიერები ვიყოთ და წინა წელს გავატანოთ ის ცუდი ემოციები, რაც მთელი წლის მანძილზე გვქონდა. ოჯახის ყველა წევრმა უნდა იზრუნოს ერთმანეთზე, საუკეთესო განწყობის შესაქმნელად.
რაც შეეხება მომავალი წლის მოდას, ის ძალზე ეკლექტიკურია. აქტუალურია სხვადასხვა კუბოკრული ქსოვილის სინთეზი. ნელ-ნელა დიდი ზომის ტანსაცმელი სხვა თარგს იღებს. ანუ ქალი უფრო ნაზდება და აღარ არის საჭირო დიდი ზომის სამოსი ეცვას, რაც ოთხი-ხუთი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა მთელ მსოფლიოში მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი სამოსი ძალზე პრაქტიკულია. ალბათ, მოენატრათ ქალური სილუეტი და ნელ-ნელა იპარება ეს ტენდენცია. თუ ტანსაცმელი დიდი ზომისაა, წელია დაფიქსირებული... აქტუალური ხდება წვრილქუსლიანი, ეგრეთ წოდებული "მოდაჩკა" ფეხსაცმელი. შეგიძლიათ ის შეუხამოთ არა მარტო კლასიკურ სამოსს, არამედ გამოყვანილ ჯინსებსაც და სპორტულ ტანსაცმელსაც.
- 2019 წლის მოდური ფერი რომელია?
- მუდმივად აქტუალურია შავისა და წითლის სინთეზი... ასევე მოდური იქნება ახალი ფერები: მაგალითად, ჟოლოსფერი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კუბოკრული ქსოვილი ახლებურად შემოდის მოდაში: ადრე გადასაფარებლებს რომ აკეთებდნენ ჩვენი ბებიები კუბოკრული ქსოვილებისგან, აქტუალურია ეს წელსაც, რაც მხატვრულს და უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს გარდერობს... მოდაში იქნება "დავარდნილი" აბრეშუმის ქსოვილები, ოდნავ უხეშ ქსოვილებთან. გამოყვანილი პიჯაკები და ქვევით შრიალა ქვედაბოლოები ცოტა უხეშ, სამხედრო ტიპის ბათინკებთან. აქსესუარები ფაქტობრივად, ამოღებულია და თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი. მოდაშია ბუნებრივი ვარცხნილობა და მაკიაჟი. მოკლე, მხარზე გადმოდებული ჩანთები, უფრო სკოლის მოწაფის ფორმის. ასეთი ჩანთა ნოსტალგიურიც არის და იდეალურად ჯდება მთლიან აწყობილ ლუქში, რომელიც აღვწერე. ეს საუკეთესო ვერსიაა... აქტუალური იქნება მყარი ქსოვილის თეთრი გახამებული პერანგები, რომელიც ძალიან უხდება დაგრძელებულ პიჯაკებსაც და ფუშფუშა ქვედაბოლოებს. მაღალწელიანი შარვლები, რომლებიც კოჭთან მთავრდება - ეს იდეალური ვარიანტია, რადგან ფეხს ვიზუალურად ძალიან აგრძელებს და ყველა ტიპის სხეულს უხდება. გვერდზე ლამპასები (შარვლის გვერდზე დაყოლილი ზოლი) თითქოს, უკვე ძალიან გადაღეჭილია, მაგრამ მაინც აქტუალურია.

თინათინ მაღალაშვილი:
- ახალი წლის მოდის ტენდენციაზე ჰოროსკოპის ზეგავლენა დიდია. წელს აქტუალურია ბრჭყვიალა ქსოვილები, ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ ღორის წელი მოდის. თუმცა, პოდიუმზე ისედაც ბრჭყვიალა ფერების ბუმია. მოდაშია ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი... პოდიუმზე ყველანაირ ფერებს შეხვდებით - იასამნისფრიდან დაწყებული, მწვანე, წითლით დამთავრებული... ახალი წლის ღამეს გვირჩევენ ყვითელი ან ოქროსფერი სამოსი ჩავიცვათ და სახლიც ასეთ ფერებში მოვრთოთ. თუ ბრჭყვიალა სამოსით შევიმოსებით, აქსესუარებით აღარ დავიტვირთოთ. თუ სადა სამოსი გვეცმება, მაშინ სასურველია, დიდი, ბრჭყვიალა აქსესუარის გაკეთება, რადგან ძალზე მოდური და საინტერესოა რაღაც დეტალებით კოსტიუმის გადახალისება. მთავარი ტრენდია ყვავილების პრინტი, რაც ადრეც არაერთხელ მითქვამს, ყვავილების პრინტი წელსაც წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს. თუ ადრე გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში გვხვდებოდა, წელს უკვე შემოდგომა-ზამთრის კოლექციებშიც არის... მოდაშია პრინტი ადამიანების პორტრეტებიც.
რაც შეეხება სტილს, სპორტული მეტად შემოიჭრა კლასიკურ სტილში და კლასიკურ ტანსაცმელთან ერთად სპორტულ ჩანთებს ვხვდებით. სპორტული სამოსი ზოგადად, ვიცით, რომ სპეციალური ფაქტურებით იკერება, დღეს უკვე დიზაინერები ამ ფაქტურებს აქტიურად იყენებენ კლასიკურ სტილში... ადრე იყო კლასიკური, სპორტულის პატარა ნიუანსებით და ახლა უკვე სპორტული თემატიკა არის წამყვანი. ისეთი სინთეზი მოხდა, რომ ვერ მიხვდებით, სპორტულ-კლასიკურია თუ კლასიკურ-სპორტული...
წინა წლებში აქტუალური იყო დიდი ზომის ტანსაცმელი, სადაც ქალის ფიგურა იკარგებოდა. წელს დიდი ზომის ტანსაცმელს "დაფიქსირებული" წელი დაემატა, რაც რაღაც დოზით ხაზს უსვამს ქალურობას... არც ისე მისაღებია ჩემთვის დიდი ზომის სამოსი, რადგან ვფიქრობ, ქალის სილუეტი გამოკვეთილი უნდა იყოს... პოდიუმებზე ჩვენ ასევე ვხვდებით კლასიკური სტილის სამოსსაც, გამოყვანილ კაბებს და ასე შემდეგ, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მოდა გვთავაზობს ძალიან ბევრ ტენდენციას და თავად უნდა გამოვარჩიოთ, რა არის ჩვენთვის მისაღები.

ნინო იოსელიანი:
- 2019 წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება მარჯნისფერი, რომელიც ბევრმა დიზაინერმა გამოიყენა უკვე თავის კოლექციაში. მოდაშია სპორტული სტილი და ბოტასები, განსაკუთრებით ბალენსიაგასი... მომდგარი შორტი (რომელსაც "ველოსიპედისტის შორტი" ჰქვია), ელასტიკები და დიდი ზომის მამაკაცური პიჯაკები. აქტუალურია "კოპლები". ყვავილებიანი, ხალათის სტილის და გველისპრინტიანი კაბები...

GzaPressირაკლი რუსაძე:
- ვფიქრობ, მდგრადი მოდის დროა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოდაში შემოსული ტანსაცმელი ძალიან მოკლე დროში არ მიეცემა დავიწყებას და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოვიყენებთ... რაც შეეხება 2019 წელს, ხშირად ამა თუ იმ კონკრეტულ ფერებს იმის მიხედვით ასახელებენ, თუ რისი წელი მოდის, მე ამ ინფორმაციებს არ ვეცნობი. მგონია, რომ განწყობიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ არჩევანი, სად რას ჩავიცვათ. ჩაცმულობა ადგილს და გარემოებას უნდა შეეფერებოდეს. სასაცილოა, ადამიანი ძალიან კლასიკური ჩაცმულობით სახლში შეხვდეს ახალ წელს ან პირიქით, გრანდიოზულ ღონისძიებაზე შეუსაბამოდ გამოწყობილი მივიდეს.
- საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი. რას იტყოდით მის ჩაცმულობაზე?
- ვერ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობას თვალს აქტიურად ვადევნებ, მაგრამ მასზე უარყოფითი შეფასებები არ მსმენია. მეც ვიტყოდი, რომ კარგად და სადად გამოიყურება.
- ამ დროს მას უყვარს სიუხვე ფერებში, დიდი ზომის სამკაულები...
- დიახ და ეს ცუდად არ გვხვდება თვალში. ვერ ვიტყვი ცუდს ან განსაკუთრებულად კარგს, სამაგალითოს. ფერებიც და სამკაულებიც ყველასთვის მისაღებად აქვს შეზავებული... ეს კარგია, რადგან არ ვართ გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალბატონებით განებივრებული.

ლაკო ბუკია:
- წელს ყვითელი და ბრჭყვიალა ფერები, ბისერებით გაფორმებული სამოსია აქტუალური... მოდის კალენდარში ყვითელი ფერია გამორჩეული! 2019 წელში ზღვის ქვის - ქორალის ფერი იქნება მოდაში.
- საქართველოს მოსახლეობა რამდენად უწყობს ფეხს მსოფლიო მოდის ტენდენციებს?
- მოსახლეობა მთლიანად ალბათ ვერ მისდევს მოდას, რადგან ქვეყანაში უამრავი პრობლემაა... თუმცა ქართველს თავისი გემოვნება აქვს! ძალიან კარგად ვითარდებიან ახალგაზრდები. თბილისში გამართულ მოდის კვირეულებს თვალს ადევნებენ და მათზე გავლენა იგრძნობა.
- რა რჩევებს მისცემდით ხალხს?
- ჩემი რჩევაა, ყველამ თავის სტილი იპოვოს და ისე ჩაიცვას, რომ ინდივიდუალურობით გამოირჩეოდეს, ბრმად არ აჰყვეს მოდას! შენი ჩაცმულობა შინაგანი სამყაროს მიხედვით უნდა გამოიმუშაო! შინაგანი სამყარო გავლენას ახდენს გარეგნობაზე და რაც უფრო საინტერესოა ადამიანი, მით უფრო მიმზიდველია!
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.