ანცი და დინჯი ღორები შენობის მეორე სართულზე
font-large font-small
ანცი და დინჯი ღორები შენობის მეორე სართულზე
ანცი და დინჯი ღორები შენობის მეორე სართულზე

37 წლის ილია მთვარელიძე პროფესიით ვეტერინარი და ეკონომისტი გახლავთ. "კავკასიის გენეტიკის" ორგანიზაციის მადლიერია, რადგან სწავლისა და განვითარების საშუალება მიეცა: 2007 წელს ხელოვნური განაყოფიერების შესასწავლი კურსები გაიარა და 10 წელია უკვე, ძროხებსა და ღორებს ანაყოფიერებს. 2019 წლის მოახლოებასთან ერთად, ასტროლოგიური კალენდრის გამო, ღორი მეტად პოპულარული ცხოველი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ფერმერს გავსაუბრებოდით...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"მირეკავენ ხოლმე - როგორ შევატყოთ, რომ ღორი მომწიფებულიაო? იმისთვის, რომ ღორის პატრონმა გამოავლინოს, ცხოველი მომწიფებულია თუ არა, ძალიან მარტივი მეთოდი შევიმუშავეთ: "ახურების" პერიოდში, ცხოველი ჭამას კრძალავს, ჯამსა თუ გალიის გისოსებს პირით ღრღნის და ცდილობს, გაიქცეს. ამ ამბის გამოვლენიდან, ანუ "ახურებიდან" მესამე დღეს ღორი უკვე მწიფდება. ფერმერი მას ბეჭებზე უნდა დააჯდეს..."

"ვერ იგებენ ღორის მდგომარეობას. არ სინჯავენ - თაკილობენ. საერთოდ, უამრავი ხალხი რეკავს. ყველასთან მისვლას ვერ ვახერხებთ. მით უმეტეს, რომ ზამთარია და მალე ღამდება. შეუძლებელია, ყველასთან მივიდეთ და ღორები ვსინჯოთ. ახლა ახალი მეთოდი შევიმუშავეთ: ღორის პატრონს ინტერნეტით ვიდეოფაილს ვუგზავნი, როგორ დგას ახურებული ღორი, როგორ ნაყოფიერდება..."

"ერთხელ ერთმა კაცმა გამოძახებისთვის დამირეკა. ვკითხე: - რა იცით, რომ თქვენი ღორი მომწიფებულია-მეთქი? - მიპასუხა: - ჩემმა ცოლმა მითხრაო. გამიხარდა, რადგან ვიფიქრე, რომ მისი ცოლი ვეტერინარი გახლდათ, მაგრამ მაინც ვკითხე: - თქვენმა ცოლმა საიდან იცის-მეთქი? მიპასუხა: - როგორ არ იცის?! 19 წელიწადია, ცოლ-ქმარი ვართ და აბორტი არ გაუკეთებია - სულ იცის, კვერცხუჯრედი როდის მიდი-მოდის. თუ დღეს მოხვალ, მოდი. თუ არა და, ჩემს ღორს ხვალ აღარ უნდაო (იცინის)..."

ფერმერის მხიარულ ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 27 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.