ანცი და დინჯი ღორები შენობის მეორე სართულზე
font-large font-small
ანცი და დინჯი ღორები შენობის მეორე სართულზე
2019 წლის მოახლოებასთან ერთად, ასტროლოგიური კალენდრის გამო, ღორი მეტად პოპულარული ცხოველი გახდა. გადავწყვიტეთ, ასტროლოგის ნაცვლად, ღორების შესახებ ფერმერს გავსაუბრებოდით და გაგვერკვია - როგორი ცხოვრება აქვთ ამ ცხოველებს...


37 წლის ილია მთვარელიძე პროფესიით ვეტერინარი და ეკონომისტი გახლავთ. "კავკასიის გენეტიკის" ორგანიზაციის მადლიერია, რადგან სწავლისა და განვითარების საშუალება მიეცა: 2007 წელს ხელოვნური განაყოფიერების შესასწავლი კურსები გაიარა და 10 წელია უკვე, ძროხებსა და ღორებს ანაყოფიერებს. იხსენებს, თავდაპირველად როგორი რთული იყო, მოსახლეობისთვის აეხსნა, რომ მათი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება მომგებიანი იქნებოდა. ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერების ეფექტიანობაში ხალხიც დარწმუნდა. მოსახლეობა მუდმივად ეკითხებოდა, - თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ასეთი დადებითი და მომგებიანია, ფერმას თავად რატომ არ აკეთებო? მოსახლეობის წაქეზებით, ილია მთვარელიძემ 3 წლის წინ, 18 გოჭით ფერმერობა დაიწყო, დღეს კი უკვე წარმატებული ფერმერი გახლავთ, დიდი სამომავლო გეგმებით...

- ფერმერებს დავპირდი, რომ მეყოლებოდა ღორები და ფერმაში თანამედროვე ტექნოლოგიებს შევიმუშავებდი, გამოვიყენებდი და მათ ვაჩვენებდი - ამ ყველაფერს როგორი დადებითი მხარეები ექნებოდა. მოკლედ, ღორების მეურნეობა მათი წაქეზებით დავიწყე. ფერმერს "ბოტები" უნდა ეცვას, სულ მუშაობდეს. სხვაგვარად ეს საქმე არ გამოვა. ყოველდღე გამოძახებებზე დავდივარ. წელიწადში 1.500 ფერმერს ვემსახურები. ჩემი რთული სამუშაო რეჟიმის გამო, თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრებული ფერმა უნდა მქონოდა. ამიტომ საღორე გავაკეთე, სადაც ბიობაქტერია გავუშვი. შედეგად, საღორის დასუფთავება, გათბობა აღარ მიწევს, ანუ ენერგიას საერთოდ არ ვხარჯავ. მუშახელის მხოლოდ მესამედს ვიყენებ. ბიობაქტერია ხარჯების დაზოგვის საშუალებას მაძლევს. წარმოიდგინეთ, საღორეს ყოველდღე შლანგით რეცხვა-დასუფთავება არ სჭირდება. პლუს, ღორები 10%-ით ნაკლებ საკვებს მოიხმარენ.
- მეღორეობისთვის რა არის აუცილებელი?
- რასაკვირველია, ღორის კარგი ჯიში. ასევე, მეღორეობაში საკვები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ ხარისხიანი ხორცი მივიღოთ. წინათ, ნედლეულს შეღავათიან ფასად, რაიონებში ვყიდულობდით, შემდეგ თანამშრომელს შეზავებას ვავალებდი, ვწვალობდით... ქარხნულად შეზავებული და სახლის პირობებში დამზადებული საკვები ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც თეთრი და შავი. ქარხანაში ძალიან კარგად, ლაბორატორიულად აზავებენ, რის შედეგადაც მეტ სარგებელს ვიღებთ: თუკი ღორი სახლის პირობებში შეზავებულ საკვებს 4 კილოგრამამდე მიირთმევს, ქარხნულს - ორ-ნახევარ კილომდე ჭამს. თითქოს ხალხი ფინანსებს ზოგავს, რომ ღორს იაფფასიანი ნედლეული აჭამოს, მაგრამ სინამდვილეში, უფრო მეტს იხდის.
- ღორების უნარ-ჩვევებზე რას გვეტყვით?
- საერთოდ, კარგი კადრის პოვნა ჭირს, თუმცა გამიმართლა და ერთი, ძალიან კარგი თანამშრომელი მყავს, რომელიც უკვე 2 წელია, ჩვენთან მუშაობს - ღორებს უვლის. ფერმაში ის უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე მე. ჰოდა, ამას წინათ, ღორების ხასიათის შესახებ მიყვებოდა - ის ღორი ცელქიაო... გაირკვა, რომ ფერმაში ანცი და დინჯი ღორები გვყოლია (იცინის). ისეთი კადრი უნდა გყავდეს, რომელსაც საქმის კეთება უნდა. მადლობა ღმერთს, გამიმართლა ჩვენი ფერმის მომვლელი საქმეს გულით აკეთებს და არა - ვალდებულების გამო... კიდევ, ასე ვთქვათ, ღორის ტვინი კუჭზე გადის: თუ ღორი სწორად დაპურებულია, ნაკლებ პრობლემას ქმნის - არც გაგრძნობინებს, რომ გყავს. ფერმერობა 18 გოჭით დავიწყეთ. შემდეგ მეორე სართულზე ავედით - ფართობი დავიმატეთ, რაშიც ბიობაქტერია დაგვეხმარა. მგონი, გორის გარდა, მეორე სართულზე მყოფ ღორებს ვერსად მოიძიებთ. აზარტში ისე შევედი, რომ მალე მეორე ფერმაშიც გადავალთ. კიდევ ბევრ რამეს ვგეგმავთ, რომ ხალხმა სწორად ნაკვები, მოვლილი, კარგი გენეტიკის მქონე ღორის ხორცი იგემოს - ასეთს სულ სხვაგვარი გემო და არომატი აქვს. გორელებს სწორად აღზრდილ-გაზრდილი ღორის დაგემოვნების საშუალება მიეცათ და საახალწლოდ თავიანთ სტუმრებს უმასპინძლებენ.
GzaPress- გქონიათ შემთხვევა, რომ ღორი ძალიან მოგჩვევიათ და ის დასაკლავად დაგნანებიათ?
- ჩვენ დაკვლის მომსწრენი არ ვართ, - ღორს ბოინისკენ ვატანთ შესაბამის ადამიანებს... ჩვენი ფერმა 3 წლის ხდება. ამ ხნის განმავლობაში, ხორცის წარმოებით დაინტერესებულები არ ვყოფილვართ - მხოლოდ გოჭების გაყიდვით ვიყავით დაკავებული. ახლა უკვე განვითარების იმ ეტაპზე მივედით, როცა პარალელურად, ღორის ხორცის წარმოებაც დავიწყეთ. ამ მხრივ, ახალი წლის დღესასწაულისთვის მომზადებულები ვართ. სამომავლო გეგმებიც გვაქვს.
- განაყოფიერებისას ღორები იოლად დასამორჩილებლები არიან?
- მირეკავენ ხოლმე - როგორ შევატყოთ, რომ ღორი მომწიფებულიაო? იმისთვის, რომ ღორის პატრონმა გამოავლინოს, ცხოველი მომწიფებულია თუ არა, ძალიან მარტივი მეთოდი შევიმუშავეთ: "ახურების" პერიოდში, ცხოველი ჭამას კრძალავს, ჯამსა თუ გალიის გისოსებს პირით ღრღნის და ცდილობს, გაიქცეს. ამ ამბის გამოვლენიდან, ანუ "ახურებიდან" მესამე დღეს ღორი უკვე მწიფდება. ფერმერი მას ბეჭებზე უნდა დააჯდეს. ღორი ზურგზე სიმძიმეს რომ იღებს, მომწიფების შემთხვევაში, არ უნდა გაიქცეს, არც იღრუტუნოს და არც იმოძრაოს. ფერმერი მისი ზურგიდან რომ გადმოვა, ღორი ისევ ისე გაშეშებული უნდა იყოს...
- ცრუ გამოძახებები გქონიათ? ანუ როცა ღორი მომწიფებული არ ყოფილა?
- ძალიან ბევრჯერ. ვერ იგებენ ღორის მდგომარეობას. არ სინჯავენ - თაკილობენ. საერთოდ, უამრავი ხალხი რეკავს. ყველასთან მისვლას ვერ ვახერხებთ. მით უმეტეს, რომ ზამთარია და მალე ღამდება. შეუძლებელია, ყველასთან მივიდეთ და ღორები ვსინჯოთ. ახლა ახალი მეთოდი შევიმუშავეთ: ღორის პატრონს ინტერნეტით ვიდეოფაილს ვუგზავნი, როგორ დგას ახურებული ღორი, როგორ ნაყოფიერდება... მინდა, ფერმერებთან ურთიერთობა დავხვეწო, რომ ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს, "ახურებული", მომწიფებული ღორი როგორია.
- ალბათ, კურიოზულ სიტუაციაშიც ხშირად აღმოჩენილხართ...
- დიახ. ახლა რაც გამახსენდა, მოგიყვებით: ერთხელ ერთმა კაცმა გამოძახებისთვის დამირეკა. ვკითხე: - რა იცით, რომ თქვენი ღორი მომწიფებულია-მეთქი? - მიპასუხა: - ჩემმა ცოლმა მითხრაო. გამიხარდა, რადგან ვიფიქრე, რომ მისი ცოლი ვეტერინარი გახლდათ, მაგრამ მაინც ვკითხე: - თქვენმა ცოლმა საიდან იცის-მეთქი? მიპასუხა: - როგორ არ იცის?! 19 წელიწადია, ცოლ-ქმარი ვართ და აბორტი არ გაუკეთებია - სულ იცის, კვერცხუჯრედი როდის მიდი-მოდის. თუ დღეს მოხვალ, მოდი. თუ არა და, ჩემს ღორს ხვალ აღარ უნდაო (იცინის)...
- განაყოფიერებისას ღორს წინააღმდეგობა არასოდეს გაუწევია?
- არა, როცა ღორი მომწიფებულია, საერთოდ არ ინძრევა, სუნთქვაც კი უჭირს. განაბული, გაშტერებული დგას და პარტნიორს ელის.
- დედალს მამალ ღორთან სქესობრივი კონტაქტი ეკრძალება? მამალი საჭირო აღარ არის?
- ისინი ცალ-ცალკე ჰყავთ. როცა ნეზვი "ახურდება", ფერმერი მირეკავს, მე კი მას ტელეფონით კონსულტაციას ვაძლევ - რა დროს არის ღორი მომწიფებული. დიახ, კერატი აღარ სჭირდება - ღორებსაც და ძროხებსაც ხელოვნურად ვანაყოფიერებთ.
- რა ასაკის უნდა იყოს ღორი, რომ განაყოფიერდეს?
- 7-დან 8 თვემდე. "ახურების" პერიოდი ერთ კვირამდე გრძელდება, ხოლო მომწიფება - 24-36 საათს.
- განაყოფიერებას რამდენი დრო სჭირდება?
- ყველა ღორი ინდივიდუალურია. შეიძლება, განაყოფიერების პროცესი 15-20 წუთამდეც გაგრძელდეს.
- ღორებს შენობის გარეთ არ უშვებთ?
- წინათ ღორები ღია და დახურულ შენობაში ჰყავდათ. დახურულში სინესტე იყო. ამიტომ ღორებს მზის აბაზანებს აძლევდნენ. ახლა უკვე იოლად მოსავლელი საღორე გვაქვს. ბიობაქტერიაზე "მდგარ" ღორებს მზის სხივები ნაკლებად სჭირდებათ. 70 სმ-მდე სიღრმე ნახერხის ფენითაა სავსე, რომელშიც ბიობაქტერია შევიტანეთ. გარდა იმისა, რომ საღორეს დასუფთავება და გათბობა აღარ სჭირდება, ღორების სახსრებისა და ინფექციური დაავადებებისგანაც უფრო მეტად დაზღვეულები ვართ.
- ფერმერები გოჭს რატომ კლავენ?
- ბუნებაში ისეთი გოჭებიც არსებობენ, რომელთა გაზრდაც მომგებიანი არ არის - ისინი ვერ გაიზრდებიან. მათ "დაჩაგრულს" ეძახიან. დაჩაგრულს დედის ძუძუს სხვები ართმევენ, სუსტად ვითარდება... სამწუხაროდ, ასეთი გოჭი ვინმეს გასაზრდელად რომ მივყიდოთ, მართლები არ ვიქნებით - ასეთის გაყიდვა არ შეიძლება. მისი ადგილი სასაკლაოზე, სადღესასწაულო სუფრაზეა.
- ავი ზნის ღორები არსებობენ?
- კი, ყოფილა შემთხვევა, როცა ღორს ჩემკენ საკბენად გამოუწევია და შარვალიც კი დაუხევია. ეს - მაშინ, როცა გამოუცდელი ვიყავი და ღორს უფრო მეტად ვენდობოდი.
- ღორის აგრესია რამ შეიძლება გამოიწვიოს?
- ამას ვერ გაიგებ. ჩვენ ღორთან ზუსტად იმ დროს მივდივართ, როცა "ავარდნილი", "ახურებულია". მაშინ ღორი თავის ჭკუაზე არ არის. თუ მომწიფებული არაა, დაუმორჩილებელი და აგრესიულია.
- ახალი წლის დღესასწაულებზეც მუშაობთ?
- კი, ჩემი სამუშაო რეჟიმი 24/7-ზეა. ხელოვნური განაყოფიერების მიმართ მოსახლეობის ნდობა გაიზარდა. ადამიანი თვეების განმავლობაში ელოდება, რომ მისი ღორი თუ ძროხა "ახურდეს". შესაბამისად, გამოძახებაზე რეაგირება უნდა მოვახდინო. სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან ფერმერები ჩვენზე არიან დამოკიდებულნი. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა გამოძახებაზე დღესასწაულზეც (თუნდაც - საკუთარ დაბადების დღეზე) წავსულვარ და შინ კონკიასავით წუთი წუთზე მიმისწრია...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე"
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც "ათასწლეულის ინოვაციის" ტიტულით შეიძლება დაჯილდოვდეს
"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
"აღმოვაჩინე ახალი ფერადი სამყარო, სადაც შვილთან ერთად, ლაღად ვცხოვრობ"
კოტე თაბაგარი, მეტსახელად "დათა თუთაშხია" იმერელი კაცია - ხალასი იუმორით სავსე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული.
ანტონ ბალანჩივაძე ქართველ და მსოფლიოში მოღვაზე ხელოვანებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მხატვრად შეიძლება ჩაითვალოს.
პოპულარიზაციას ვუწევთ ნაკლებად პოპულარულ მიმართულებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.