რა ასაკში იპოვა თავისი საქმე 57 წლის ინჟინერმა, ზვიად გულისაშვილმა
font-large font-small
რა ასაკში იპოვა თავისი საქმე 57 წლის ინჟინერმა, ზვიად გულისაშვილმა
რამდენ ლარად იყიდი კახეთში ნამდვილ ღორსა და ვირს...

წინასაახალწლო დღეებში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საჩუქრების შესარჩევად მისული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე მოვხვდი. ძირითადად, საახალწლო თემატიკა ჭარბობდა, დახლებზე უხვად ეწყო ნაძვის ხის სათამაშოები, თოვლის ბაბუები, სხვადასხვა დეკორაციები, გოჭებიც კი. ჩემი ყურადღება ფერად-ფერადმა, ულამაზესმა ჩანთებმა მიიპყრო - ვარდისფერი, წითელი, მწვანე, იასამნისფერი, ყავისფერი საოცარ ნაზავს ქმნიდა და მნახველიც ბევრი ეხვია. ჩანთების გარდა საახალწლო აქსესუარები და სამკაულებიც ჰქონდათ წარმოდგენილი. აღმოჩნდა, რომ გულისაშვილების ოჯახში თითქმის ყველა აქტიურად არის ჩართული ამ საქმიანობაში. ყველაფრის თავიდათავი ქეთევან გულისაშვილია, 4 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია. ხელმარჯვე ქეთო - ასე იცნობს მას ყველა.


- სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ მე-2 კურსზევე გავთხოვდი, 4 შვილი გავაჩინე და ამის გამო კარგა ხანს აღარც მუშაობაზე ვფიქრობდი და აღარც არაფრის კეთებაზე. რომ არა ჩემი ქალიშვილის თხოვნა - დედა, მოდი, რამე მოვიფიქროთო, ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნებოდი საქმის გარეშე. სახლში ისე არასდროს ვჩერდებოდი, ხელსაქმე მიყვარდა და ყველაფერი გამომდიოდა. თავიდან გობელენებს ვაკეთებდი, მერე თექაზე მუშაობამ დამაინტერესა. ტექნიკა სტუდენტობის დროს მქონდა გავლილი, თუმცა ბევრი რამის სწავლამ მომიწია. ამას ჰქვია მშრალი დათექვა, ფაქტობრივად, ერთი ნემსით ქანდაკდება გამოსახულება. საკმაოდ შრომატევადია, ერთ ნამუშევარს მინიმუმ 3-4 დღე ვუნდები ხოლმე. გაკეთებული მაქვს ბევრი პროტოტიპი - განსაკუთრებული მოწონებით მაინც კახელი პერსონაჟების - მიხოსა და მაროს თოჯინები სარგებლობს. ცნობილი ადამიანების პროტოტიპებიც გამიკეთებია, მაგრამ ნამდვილად ვერ გაგიმხელთ მათ ვინაობას. მერე გადავედი სამკაულებზეც - ვამზადებ ბეჭდებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს. რაც შეეხება საახალწლო თემატიკას, სხვა ბევრ ნივთთან ერთად, შეხედეთ, როგორი ლამაზი ანგელოზები გვყავს, ბევრს მოსწონს, ეს კი დიდი სტიმულია ჩემთვის.
GzaPress- მართლაც ძალიან ლამაზია, რისგან მზადდება?
- ესეც თექაა, მაგრამ ყველაზე ძვირფასი - მირინოსი, ასეთ ფერად-ფერად ანგელოზებს ვქმნით. ამ ბოლო პერიოდში უფროსი ქალიშვილიც ჩაერთო ამ საქმიანობაში - საახალწლო კომპოზიცია ჯუჯებზე მისია, ნაძვის ხის სათამაშოები კი ზოგი ჩემი დამზადებულია, ზოგიც - ჩემი შვილების. ამ ნივთებით, ძირითადად, უცხოელები ინტერესდებიან. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ შესაძლებლობა აქვთ და მეორეც, კარგად იციან ხელნაკეთი ნივთების ფასი. ზოგს უკვირს, ასეთი ძვირი რატომ არისო? გუშინ ერთმა კაცმა თექის გოჭზე მკითხა, რა ღირსო. 85 ლარი-მეთქი და - აუჰ, რა ამბავია, მაგ ფასში ნამდვილ გოჭს ვიყიდი, შევჭამ მაინცო. ამას წინათ კიდევ ვირუკელაზე მითხრეს - 100 ლარად კახეთში ცოცხალ ვირს იყიდი, რამეში მაინც გამოიყენებს კაციო (იცინის). წარმოშობით კახეთიდან ვარ და განა არ ვიცი, მართლა 100 ლარი რომ ღირს ნამდვილი ვირი, მაგრამ რა ვქნა, ასეთია ჩემი შრომის საფასური.
GzaPress- რაც შეეხება ჩანთებს, ესენიც თქვენი დამზადებულია?
- არა, ჩემი მეუღლისა და ერთ-ერთი ქალიშვილის, ნიას შემოქმედებაა. ზვიადი ინჟინერია, ძალიან კარგად ხაზავს და ამიტომაც გამოსდის თავისი საქმე. ერთხელ, სამაჯურებს რომ ვაკეთებდი, შემომთავაზა, მოდი, დაგიჭრიო. ადექი და ბარემ გააკეთე-მეთქი, ვუთხარი. იუარა თავიდან, არ გამომივაო. ერთი გააკეთა, არ მოეწონა, მერე - მეორე, არც ის მოეწონა, მაგრამ ამასობაში დაინტერესდა და მიჰყვა ამ საქმეს. თავისი საქმე 57 წლისამ იპოვა. თურმე ხელოვნებამ ასაკი არ იცის...

ზვიად გულისაშვილი:
- ჩემთვის არავის არაფერი უსწავლებია, ისიც კი არ ვიცოდი, რა ძაფით ან რომელი ნემსით უნდა შემეკერა. რთული იყო, რადგან ყველაფერს თვითონ უნდა მივმხვდარიყავი. ახლა, როცა ყველაფერი ვიცი, ჩემმა გოგომ ადვილად აითვისა ეს საქმე. მე არ მაქვს თარგები, პირდაპირ ვჭრი და ვკერავ ხელით და არა - მანქანაზე. ამ წლის გაზაფხულზე დავიწყეთ რეალიზაცია და უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩვენმა ხელჩანთებმა, ყველას ყურადღებას იქცევს.
- ამაში მთავარი "დამნაშავე" ალბათ ჩანთების ფერადოვნებაა...
- ფერებს თვითონ ვარჩევ, იდეაც ჩემია. როდესაც ტყავს ვჭრი, უკვე ვიცი, ბოლოს როგორი გამოვა. ყველა ჩანთა განსხვავდება ერთმანეთისგან. მე როგორიც წარმომიდგენია, ისეთს ვაკეთებ. სულ არ არის რთული იმის განსაზღვრა, რა მოსწონთ ქალბატონებს. მაქვს ბევრი კაცის ჩანთაც, საკვოიაჟი და სხვათა შორის, კაცებსაც არანაკლებად მოსწონთ ფერადოვნება. უცხოელები რატომღაც ვარდისფრებზე გიჟდებიან, განსაკუთრებით - რუსი ტურისტები. ბევრსაც გული სწყდება, როდესაც ფასს იგებს, მაგრამ სხვანაირად ვერ იმუშავებ - სჯობს ერთი გავყიდო, ვიდრე ხარისხი გავაფუჭო. სამომავლოდ მე და ნია ვფიქრობთ ქალისა და კაცის საფულეების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას, გვაქვს სხვა გეგმებიც, რომელზედაც ჯერ არ ვსაუბრობთ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.