დამწვარი თამადა, თოვლის ბაბუა და გაუფრთხილებლობის სხვა შედეგები
font-large font-small
დამწვარი თამადა, თოვლის ბაბუა და გაუფრთხილებლობის სხვა შედეგები
სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მობილიზებული იყო დამწვრობის ცენტრი, სადაც პიროტექნიკით მიღებული დამწვრობით არაერთი პაციენტი მოთავსდა.

მართალია, ექიმები მუდმივად მოუწოდებენ მოსახლეობას, ბავშვები ახლოს არ გაეკარონ "ასაფეთქებლებს", მაგრამ სამწუხაროდ, ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე მეორდება. 2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი კანონი ამოქმედდა და გამყიდველებს ბავშვებისთვის "ასაფეთქებლების" მიყიდვა ეკრძალებათ. მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალათ, გააკონტროლონ ეს პროცესი, თუმცა ყველა ამბობს, რომ უფრო ხშირად თავად მშობლები ყიდულობენ შვილებისთვის "ასაფეთქებლებს".
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, წელს უმნიშვნელოდ იკლო მომართვიანობამ.
- წელს საბედნიეროდ, ახალი წლის დღეებში მხოლოდ ერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 8 წლის ბავშვმა პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიიღო დამწვრობა. დეკემბრის ბოლოდან დღემდე, 70-მდე პაციენტი მივიღეთ მარტო ჩვენს კლინიკაში. დაახლოებით 50 პროცენტი მოზრდილია, 50% - ბავშვი. დაშავებულებს შორის არიან უცხოელებიც. ერთი ირანის მოქალაქეა, მეორე - ინდოეთის. ეს მონაცემები სავარაუდოდ გაიზრდება. სანამ ბოლომდე არ გაიყიდება "ასაფეთქებლები", საშიშროება არსებობს.
GzaPress- რა დაზიანებები ჰქონდათ?
- ძირითადად ზიანდება მარჯვენა და მარცხენა მტევნები, სახის არე, გულმკერდის არე, 70-80 პროცენტში მაინც მარჯვენა მტევანი. ეს არის მხოლოდ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკა, რეალური სურათი განსხვავებულია, რადგან სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ პაციენტები. "ასაფეთქებლები" იწვევს ნაკვეთ ჭრილობებს, ექსკორიაციებს, ასევე ხშირია თვალის დაზიანება. სამწუხაროდ, ხშირად ბავშვები არიან დაზარალებულები. ბავშვის მტევანი ნაზია, "ასაფეთქებელს" თავისი მუხტი აქვს, გამოსცემს წნევას და ბავშვის თითები და მტევანი ვერ უძლებს და სავალალო შემთხვევით მთავრდება. ექიმი ბუნებრივია, ყველას მკურნალობს, მაგრამ ძალიან დასანანია, როცა იღებ ისეთ პაციენტს, რომელსაც გაუფრთხილებლობით აქვს ტრავმა მიღებული. ეს ხდება იმიტომ, რომ არ იცავენ ელემენტარულ წესებს. თუ მაინცდამაინც ამ ხმით უნდათ გააკვირვონ ერთმანეთი და მიულოცონ ახალი წელი, წესები მაინც დაიცვან, ფრთხილად იყვნენ, მეტად ესაუბრონ ბავშვებს, რომ ფრთხილად მოიქცენ. საკმაოდ სახიფათოა და სწორ ინსტრუქციას მოითხოვს მისი გაშვება. არის პიროტექნიკა, რომელსაც სპეციალური სადგამი სჭირდება, არის ისეთებიც, რომელსაც როცა აფეთქებენ, 30 მეტრის რადიუსში არავინ უნდა იყოს, მაგრამ ამ წესებს არ იცავენ და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ დაზიანებებს მიიღებენ. ამ აფეთქებებს ჯობია, ერთმანეთს ჭიქა მიუჭახუნონ, გოზინაყი ჭამონ და უსაფრთხოდ შეხვდნენ ახალ წელს. ნებისმიერი დღესასწაული ტრავმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. ბევრი ნასვამია, ბევრი ნაბახუსევია, მშობლებს არ სცალიათ ბავშვებისთვის და ასეთ დროს ტრავმიანობა იმატებს. ხელოვნურად ვზრდით ტრავმიანობას ამ "ასაფეთქებლებით", რაც სამწუხაროა. ასეთ პერიოდში ბევრი ბავშვი საჭმლის ნახარშისგან მიღებული დამწვრობითაც ხვდება ჩვენთან. ცხელი წყლით დამწვარი მოზრდილებიც მრავლად გვხვდებიან. მიზეზი - გაუფრთხილებლობაა.
- თქვენი ოჯახი "ასაფეთქებლების" გარეშე შეხვდა ახალ წელს?
- ტაბახმელაში შევხვდით ახალ წელს. ჩვენი ოჯახის ტრადიციაა "ასაფეთქებლების" გარეშე შეხვედრა. მეტსაც გეტყვით, აივანზეც არ გავდივართ, რადგან არის შემთხვევები, როცა მეზობლის სახლიდან გასროლილი მეორე მეზობელს ხვდება, შემთხვევით აზიანებს სხვას. ასე რომ, "ასაფეთქებლებისა" და ხმაურის გარეშე შევხვდით 2019 წლის დადგომას და ერთმანეთს მივულოცეთ. სულ მახსენდება ერთი შემთხვევა: ბავშვმა მძინარე ბაბუას პირში ჩაუგდო "ასაფეთქებელი". ამ დროს ბაბუა ტელევიზორთან იჯდა და ჩამოეძინა. საწყალი მოხუცი დამწვარი ენითა და ტუჩებით მოიყვანეს. როგორ უნდა გაგეცინოს ასეთ დროს, მაგრამ სიცილს ძლივს ვიკავებდით. საბედნიეროდ, ბაბუა გადარჩა, ვუმკურნალეთ.
- იქნებ სხვა ამბებიც გაიხსენოთ.
- მახსოვს, ერთ-ერთი სუფრიდან თამადა მოგვიყვანეს დამწვარი. განსაკუთრებულ სადღეგრძელოს სვამდა ყანწით და ძმაკაცებმა ჯიბეში ჩაუგდეს "ასაფეთქებელი", რომელიც აფეთქდა, ჯიბეს ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ თამადამ სანამ ყანწი არ დაცალა, არ მიაქცია ამას ყურადღება. იმის ნაცვლად, რომ ჩაექრო ან გაეხადა პიჯაკი, სმა განაგრძო. მიიღო სერიოზული დამწვრობა. რაც მთავარია, მერე ვერავინ გაიხსენა, ასეთს რა სადღეგრძელოს სვამდა დამწვარი თამადა. გვქონია შემთხვევა, როცა დამწვარი თოვლის ბაბუა მოუყვანიათ.
GzaPress- მას რა დაემართა?
- თოვლის ბაბუას წვიმა ჰქონდა საყელოზე შემოხვეული, ეს არის ძალიან აალებადი, სიგარეტს უკიდებდა და ცეცხლი გაუჩნდა. ვუმკურნალეთ დამწვარ თოვლის ბაბუას. მეგონა, 2018 წელი ლეღვის ნახარშით დამწვრობის გარეშე ჩაივლიდა, მაგრამ წელს მაინც გვქონდა 4 ასეთი შემთხვევა. იმედი მაქვს, 2019 წელი მაინც იქნება ლეღვის ფოთლების ნახარშის გარეშე. ყველას ვეუბნები, გამორიცხულია ამით რამე რუჯი მიიღონ. დღესასწაულებზე სულ მობილიზებულები ვართ, რადგან ასეთ დროს ხშირია ტრავმიანობა. ექიმის დღის რეჟიმი ყოველთვის დატვირთულია, გინდა - არ გინდა, ნებისმიერი ექიმის მუშაობა სტრესთან არის დაკავშირებული. მინდა, ყველას მივულოცო შობა-ახალი წელი.
- ბატონო გუგა, ცნობილია, ექსტრემალური სპორტით ხართ გატაცებული. ზამთრის კურორტზე წასვლა უკვე მოასწარით?
- ჩემი ძირითადი გატაცება გარდა მხატვრობისა, ექსტრემალური სპორტია - პარაპლანით ფრენა, ალპინიზმი, თხილამურები, სნოუბორდი. ეს ყველაფერი მაინც რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არის ჩემთვის განტვირთვა. ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ქართველია გატაცებული ალპინიზმით. ადრე მარტო უცხოელებს თუ შევხვდებოდი ჩვენს ულამაზეს მთებში. ძალიან საინტერესო სპორტია, ამავე დროს, ძალიან ვაჟკაცური. თუმცა შრომა სჭირდება ამ ყველაფერს, ფიზიკურად მზად უნდა იყო. ქართველებს შრომა ნაკლებად გვიყვარს, ყველას ურჩევნია, ტელევიზორთან იყოს წამოწოლილი პულტით ხელში, მაგრამ ეს ტენდენციაც იცვლება და ამას მივესალმები. ამ ზამთარს გუდაურში მოვახერხე ასვლა. გარკვეული გეგმები მაქვს მთელი წლის განმავლობაში და განვახორციელებ.
- რაც შეეხება მხატვრობას, კარიკატურების ხატვაც დაიწყეთ...
- ჩემი ძირითადი გატაცება მხატვრობაა. ვხატავ ბავშვობიდან. ეს ჩემი სამყაროა. ჩემი ცხოვრების ნაწილია და მის გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი მეორე პატარას, ეფემიას დაბადების შემდეგ დავიწყე კარიკატურების ხატვა. პატარა ერთი წლისა და 2 თვის არის და სწორედ მის დაბადებას უკავშირდება ჩემი კარიკატურული ნახატები. არა მგონია, ეს შემთხვევითი იყოს. ეფემიას დაბადებამ მთელი ოჯახი გაახალისა და ცხოვრებაში დამატებითი ფერები აღმოგვაჩენინა. კარიკატურული ნახატები ერთ-ერთ გაზეთში იბეჭდება.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.