სამჯერ განათხოვარი ქალწულის საწუხარი, ანუ როგორ ავიხდინოთ ოცნებები 2019 წელს
font-large font-small
სამჯერ განათხოვარი ქალწულის საწუხარი, ანუ როგორ ავიხდინოთ ოცნებები 2019 წელს
ფულის მოზიდვა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა, ბოროტი თვალისა და ენებისგან დაცვა, კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა, საყვარელ ადამიანთან ბედნიერების შენარჩუნება, ჩაკეტილი ბედის გახსნა და ა.შ. ხშირად ამ პრობლემების გადასაჭრელად ადამიანები ეზოტერიკოსს მიმართავენ. მხოლოდ 23 წლისაა ანზორ ოდიშარია, თუმცა ამ საქმეს 6 წელია პროფესიონალურად ემსახურება. ის ეზოტერიკის 7 მიმდინარეობის ექსპერტი და ეზოტერიკული ცნობიერების სკოლის დამაარსებელია.


- ექიმის სპეციალობას ვეუფლები და ქირურგი მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ მერე "ფსიქიატრიაზე" გადავედი. ფსიქოლოგიით, ჰიპნოთერაპიით დავინტერესდი. ყველაფერს ვსწავლობდი. დღეს ჩემი პროფესია ეზოტერიკაა, ვასწავლი და კონსულტაციას ვუწევ ხალხს. მომავალში შეიძლება ეს სამედიცინო სპეციალობაში გადაიზარდოს. დღეს მე სამედიცინო კუთხით არ ვმკურნალობ.
GzaPress- ვინ იყო პირველი, ვისაც ამ კუთხით დაეხმარეთ?
- ჯერ საკუთარ თავს დავეხმარე, ყველაფერი აქედან დაიწყო. თუ ამ პროფესიას ფლობ, პირველ რიგში, შენი თავი უნდა მოიყვანო ჰარმონიაში. მოვახერხე, რომ კომპლექსები, რომლებიც მაშინ საკუთარ თავში აღმოვაჩინე, დავძლიე და პრობლემებიც გამოვასწორე. როგორც კი შედეგი ვიგრძენი, მერე ახლო წრეს მივადექი (იღიმის). ახლობლებს რჩევებს ვაძლევდი, შემდეგ გამოვიყენე ტაროლოგია, ნუმეროლოგია და ა.შ.
- რამდენი მიმდინარეობა არსებობს ეზოტერიკაში?
- 33, შეიძლება რეალურად მეტიც არის. ჩემთვის ხელმისაწვდომია შვიდი, რაც საშუალებას მაძლევს, სრული წარმოდგენა მქონდეს იმაზე, რასაც პრაქტიკაში ვიყენებ. თუმცა, სწავლა ყოველდღიურად გრძელდება. ახალ-ახალ ინფორმაციას ვიღებ და ასე "იწრთობა ფოლადი". ასტროლოგია კარგია ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად, ტაროლოგია მის ენერგეტიკაზე გვაძლევს კონკრეტულ ინფორმაციას, ნუმეროლოგია - რითმების შესახებ და სხვა. ყველა მიმდინარეობა სპეციფიკურია და ეფექტი მაშინ აქვს, როცა ზუსტად მოარგებ ადამიანს.
- მოვიდა ადამიანი და შეხედეთ. რა შეგრძნება გიჩნდებათ, რას ამჩნევთ მას?
- პირველ ინფორმაციას მის თვალებში ვკითხულობ. თუ ადამიანის თვალებში ცეცხლი კრთის, ის მიზანდასახულია და იბრძვის, თუ არა - დეპრესიაშია. ჯერ მივიღებ ნუმეროლოგიური კოდით პირველად ინფორმაციას - სად არის პრობლემა, სად დავიწყოთ ძიება, მაგალითად, არის თუ არა ბედის ხაზების დისბალანსი, ნეგატიურ-მაგიური ზემოქმედება, ფსიქოლოგიური პრობლემა... საერთოდ, ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, როცა არაადეკვატურია პარტნიორთან ურთიერთობისას, სამსახურში, საკუთარ თავთან. აუცილებელია პრობლემა მისთვის აღქმადი გავხადოთ. ამის შემდეგ ვაძლევ მითითებებს, როგორ უნდა მოიქცეს სწორად. ძალიან ხშირია არაადეკვატური დამოკიდებულება და ამაზე ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ჩემი პრაქტიკისთვის დღემდე გამოცანაა (იცინის): მოვიდა სამჯერ გათხოვილი ქალი და ამბობდა, რომ ისევ ქალწულია. ასეც იყო რეალურად. წარმოიდგინეთ, როგორ ვერ იტანდა და არ ენდობოდა თავის პარტნიორს, რომ არ მისცა ინტიმური კავშირის უფლება. ქალბატონს თითქოს უნდოდა ბედნიერება, მაგრამ როცა საქმე სულისა და ხორცის შეერთებაზე მიდგა, ეს არ მოისურვა. როცა ვკითხე, რატომ გათხოვდა, თუ პარტნიორი არ სჭირდებოდა? მან საკუთარი თავის ქება დაიწყო. ეს არის არაადეკვატურობა, ერთს ეკითხები და სხვას გპასუხობს...
- ამბობენ, ძველ ნივთებს ცუდი ენერგია აქვთო. უნდა გადაყაროს ისინი პატრონმა?
- ამას წინათ, ერთი ოჯახის სამი წევრი ცალ-ცალკე მოვიდა ჩემთან და მითხრეს: მისაღებ ოთახში დგას დიდი სარკე. როცა ვიყურებით ამ სარკეში, ყველანი ცუდად ვგრძნობთ თავს. რა ვქნათ, ჩამოვხსნათო? თურმე, ეს გრძელდება წლების მანძილზე. ამას რად უნდა ეზოტერიკოსისგან მითითება, რომ უნდა ჩამოხსნათ (იღიმის). არის ნივთები, რომლებზეც ვერ ვხვდებით, რომ ნეგატიური ინფორმაციის მატარებელია. ამგვარი შეიძლება აღმოჩნდეს ნაჩუქარი კარგი ნივთები. თუ მათ მიმართ ნეგატიური ასოციაცია ჩნდება, ისინი უნდა მოიშოროთ. ყველაფერი ძალიან მარტივია. გატეხილი ნივთები, გაბზარული სარკეები, გარდაცვლილის ნივთები (სიკვდილის ენერგია დგას ბინაში) სახლში რომ არ უნდა გვქონდეს, ეს ხომ ბუნებრივია? საგანი, რაც უნდა ძვირფასი იყოს, თუ ადამიანს ფსიქოლოგიურ დისბალანსს უქმნის, სჯობს, არ ჰქონდეს სახლში. უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად კომფორტულად ვიყოთ იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ.
- ბევრი ატარებს სხვადასხვაგვარ თილისმას. წარმატებულ ადამიანსაც სჭირდება თილისმები?
- თილისმები სჭირდებათ მათ, ვისაც თავისი თავი უყვარს. ესაა დამატებითი ინფორმაცია, რითაც იმყარებენ იმ სიტუაციას, სადაც ბედნიერები და წარმატებულები არიან. ადამიანები ატარებენ მარტივ თილისმას, რათა ნებისმიერი ნეგატიური ზემოქმედებისგან დაცულები იყვნენ. ალბათ, გაგიგიათ, ამბობენ ხოლმე - ის ცუდი ადამიანია, რადგან ცუდი თვალი აქვს და არ მინდა მასთან ურთიერთობაო. ასეთი დამოკიდებულება რომ არ გაჩნდეს, ამ ემოციამ რომ არ დააზიანოს პიროვნება (ამგვარი განწყობა უკვე საზიანოა), ამიტომ ატარებს ვიღაც გარკვეულ თილისმას და თავისუფლად შეუძლია, იმ ადამიანთან ჰქონდეს ურთიერთობა, აურას ვეღარ დაუბინძურებს.
თილისმები მოქმედებენ და მოქმედებდნენ ოდითგანვე. მათ ძალიან საინტერესო მექანიზმი აქვთ. პირველ რიგში ფსიქოლოგიური, როცა გჯერა. არის ენერგეტიკული მოქმედების უნარის მქონე, არსებობს სულიერი ინფორმაციის მატარებელი წმინდა ნივთები, საკრალურს რომ ვეძახით... მინერალები ყველაზე რეალურად და თვალნათლივ გვიჩვენებენ მოქმედებას. მაგალითად, კონკრეტულ ადამიანს მინერალი უკვდება და მერე ცოცხლდება - საოცრებაა. იყო შემთხვევა, როცა იისფერი შეფერილობის ამეთვისტო წაიღო ადამიანმა და ერთ კვირაში უკან მოიტანა სრულიად თეთრი. ქვამ შეფერილობა დაკარგა ნეგატიური ენერგიის გამო. ჩემთან, ისევ ერთ კვირაში, მინერალს თავისი ფერი დაუბრუნდა. ქვები გვეჩვევიან და ასე რეაგირებენ. ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ცოცხალია და ყველაფერი შეგვიძლია დავიმეგობროთ. კონკრეტულ თილისმას შეგიძლია სთხოვო, გზები გაგიხსნას, რომ ჰარმონიული ურთიერთობები ააწყო ან სამსახურში მოსაწყობად გასაუბრებაზე დაგეხმაროს და ა.შ. მთავარია, ყველაფერში სულიერება ვიპოვოთ, ასე უფრო ლამაზი და მშვენიერია ცხოვრება.
GzaPress- ადამიანი უამრავ რამეზე ოცნებობს, ყველაფრის ასრულებაში შეგიძლიათ დაეხმაროთ?
- ადამიანი რომ ღირსი იყოს იმისი, რისი სურვილიც აქვს, აუცილებლად ექნებოდა. რადგან არა აქვს, ე.ი. რაღაც შესაცვლელია. იქნებ არასწორად ვფიქრობთ რამეზე ან ჩვენს თავს არ ვაფასებთ? თუ თავი არ გიყვარს, სხვაც ვერ გეყვარება. ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რამდენად გაქვს მზაობა სამყაროსთან, რომ რეალურად გქონდეს ის, რაც გჭირდება. ამ შემთხვევისთვის ასეთი პატარა ფორმულა არსებობს: "მსურს, რომ გამოცდები ჩავაბარო და იყოს ჩემზე ღვთაებრივი ნება". სურვილის ასრულება გარკვეული კანონზომიერებით უნდა მოხდეს, ამიტომ აუცილებლად ვამატებთ ღვთაებრივ ნებას. შეიძლება გამოცდის ჩაბარება ვინმესთვის სულაც არ იყოს სასიკეთო და ამით მთელი ცხოვრება გაიფუჭოს.
- საახალწლოდ რა რჩევებს მოგვცემთ?
- ახალი წლის სასწაულების ყველაზე სკეპტიკოს ადამიანსაც კი სჯერა. ენერგიას, რომელიც 25 დეკემბერს შემოდის და გრძელდება 12 იანვრამდე, ყველა გრძნობს. უძველესი დროიდან თვლიდნენ, რომ 1-12 იანვარი ფაქტობრივად მთელი წლის პროგნოზია. მას როგორც გავატარებთ (რამდენად ხალისიანები, წარმატებულები და ბედნიერები ვიქნებით), ასეთივე იქნება მთელი 2019 წელი. იცოდეთ, რომ 2019 წელს, როგორც არასდროს, ისჯება შური, აგრესია და ბოღმა. პირველ რიგში ვისწავლოთ პატიება, სწორი ურთიერთობები, ემოციების გაზიარება. ახლა მარტივად გასწავლით, 2019 წელი ბედნიერი და წარმატებული რომ გვქონდეს, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი სურვილები სხვამ უნდა გვისურვოს. მაგალითად, "2019 წელს მინდა ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამა და ამ სფეროში და ა.შ". მივდივარ დედასთან და ვეუბნები: დედა, შენი სიტყვებით მისურვე ეს ყველაფერი! წარმოიდგინეთ მისი ემოცია და ენერგია როგორ გადმოდის თქვენზე. ასე რომ, საყვარელ ადამიანებს სთხოვეთ, თქვენი კონკრეტული სურვილების ასრულება მთელი გულით გისურვონ. არ დაგავიწყდეთ და ჰკითხეთ მათ, რა სურვილები აქვთ და თქვენ გააჟღერეთ ისინი. ეს უნდა გაკეთდეს 7 და 19 იანვარს. 2019 წელს ვიქნებით ღორები ტალახში თუ ძლიერი ტახები, რომლებიც მიზანს აღწევენ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.