"აღან წანას მიგახვამანქ"
font-large font-small
"აღან წანას მიგახვამანქ"
როგორ აღნიშნავდნენ ლაზები ახალ წელს

საქართველოს ყველა კუთხეში, მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა ერთიანი იყო, საერო დღესასწაულებს ერთმანეთისგან განსხვავებულად აღნიშნავდნენ... მას შემდეგ, რაც ლაზები საზღვრის მიღმა აღმოჩნდნენ, დროთა განმავლობაში მათი ცხოვრების წესი და რელიგიური მრწამსი შეიცვალა, თუმცა, ბევრი რამ, მათ შორის - ძველით ახალი წლის ტრადიცია, "კუჩხა" - დარჩა.


ვნახოთ, რას მოგვიყვება თურქეთში მცხოვრები ლაზი, დღემდე შემორჩენილ ტრადიციებზე.

თანერ ქებეცი, (სავარაუდოდ, ქებიცაშვილი):
GzaPress- როგორც კი ახალი წელი დგება, უფროსები იწყებენ ერთმანეთის მილოცვას, - მიგახვამანქ აღან წანას, კაი იყვას ირიათფელი. კაი ძირათ დო ხელება დო კაიო დოქსი, კაი უკეთას თქვანი კილეს... ირიაშ ხვამ ოფედას და ირიაშ ჯგირობუა თქვან ოხორმანჯეს, ირ ჯგირობუამ ირ აღან ძინა სქუაში... (ლაზური წააგავს მეგრულს, თუმცა, სხვა ენაა და დაახლოებით ნიშნავს: გილოცავთ ახალ წელს, თქვენს ოჯახებში ყველაფერი ყოფილიყოს, თქვენს ხელებს მხოლოდ სიკეთე ეკეთებინოს და ოჯახში სიკეთის, შვილების მატება გქონოდეთ. - ავტ.) საახალწლო სუფრაზე, "ბჟაშ მოჟონომე" (არაჟნისა და შინ ადღვებილი კარაქისგან მომზადებულ მასაში ჩალაგებული ყველის ბურთულები) და კაიმაღი უნდა იყოს. ასევე ტკბილეული, ბრინჯი, ჩირი, ბაქლავა, ხილი... ჩვენთან ზამთარში დიდი თოვლი მოდის და ამიტომ ბავშვებს განსაკუთრებით გვიხაროდა... შეიძლება ითქვას, ორ ახალ წელს ვზეიმობთ, - "ჩვენებურს", მამა-პაპურს და რომელიც მარტში დგება... ჩვენებურ ახალ წელს, გადმოცემით, "აღან წანა-ქირსანას" ვეძახით (ცნობისთვის, სამეგრელოში, შობას, "ქირსეს" ანუ ქრისტეშობას ეძახიან)...
- ვიცი, რომ ადრეულ წლებში ასეთი ტრადიციების აღნიშვნა იკრძალებოდა.
- დიახ, ეს ადრე იყო, ახლა ამ მხრივ თავისუფალი სიტუაციაა...
- როგორია თქვენთან საახალწლო სამზადისი?
- საქმე ის არის, რომ ჩვენს ხალხშიც აზრთა სხვადასხვაობაა, - ერთი ნაწილი საახალწლო სამზადისს 30-31 დეკემბერს იწყებს. ქალები ყურძნის წვენში ხარშავენ სიმინდის ფქვილს და როდესაც ფაფისებური ხდება, მასში ძაფზე აცმულ თხილს ავლებენ, მას "ჯანჯუხებს" ვეძახით... ჩვენთან ღორი მიუღებელია, თუმცა, გადმოცემით ვიცით, რომ ადრე ჩვენი წინაპარი მიირთმევდა ღორის ხორცს და "ქირსეზე" თავს ხარშავდა. დროთა განმავლობაში ხორცი თევზმა შეცვალა. მამაკაცები მთელი წლის დაჭერილ ქაფშიას ამარილებდნენ, დერგში ან საკვამურში ინახავდნენ, მავთულზე კიდებდნენ და ქვეშEნელ ცეცხლს უნთებდნენ. ახალ წელს ქალები მისგან კეცზე "ჩხომეშ ჭკედეფს" (თევზიანი მჭადები) აცხობენ.
- ეს დღემდე ცხვება?
- კი, ჩემი ნენე (ბებია) მას დღემდე აცხობს... მართალია, მუსლიმანები ვართ, მაგრამ ჩემი წინაპარი ჯვარს პატივს სცემდა და ჩვენც მოკრძალებულად ვეპყრობით. უფროსი თაობა ნედლი მცენარის ტოტისგან ჯვრის ფორმის დაგრეხილს აკეთებდა, რომელსაც სწორი ხის ტოტს შემოავლებდა, თავზე ჯვრისებურად გადაუწნავდა და ზედ კანფეტებს ვკიდებდით... ამას ახლა ზოგი აკეთებს, ზოგი - არა...
GzaPress- რაც შეეხება კერძებს...
- თევზის გარდა, აქტუალურია ქათამი და ბატის ხორცისგან დამზადებული ბრინჯის ფლავი, სტაფილოთი და ბევრი კარაქით, რომელიც ძალზე მსუყე და გემრიელია... დღემდე გვაქვს "ოჭკონდიშ ჯიკა" (აჯიკის მსგავსი ცხარე საწებელი). ასევე, რაჰათლუკუმი, თაფლიანი წყალი, ჩაი, ყავა, რძე და წვენი, რომლითაც "აღანი წანაშ მეხვამაფა" ხდებოდა...
იმ ღამეს, ჩვენი ქალები ერთად სხდებოდნენ და ჩიბუხს აბოლებდნენ, ოღონდ, მხოლოდ ბებიები... ეს დღემდე მიკვირს, რადგან რაც შეიძლებოდა და შეიძლება, უფროსი ქალისთვის, არ შეიძლება ახალგაზრდისთვის...
- როგორც ვიცი, ჩიჩილაკის ტრადიციაც არსებობდა.
- დიახ, აქა-იქ, რამდენიმე სოფელში ახლაც არის, თუმცა, ჩვენთან, ხოფაში, როგორც ვიცი, აღარც დარჩა... საახალწლო სამზადისის დროს ქალები სამზარეულოში ტრიალებდნენ, ოჯახის უფროსი მამაკაცი თლიდა ჩიჩილაკს, მან უკეთ იცოდა ხის შერჩევა და ამ საქმეში ხელიც გამოცდილი ჰქონდა. ადრე ჩიჩილაკს წითლად ღებავდნენ. სამწუხაროდ, ახსნა არ მახსოვს, - ტრადიციაა ასეთი და მორჩაო, - ამბობენ უფროსები. ჩიჩილაკი უარყოფითი ძალებისგან იცავს, სიკეთის, სიმშვიდის, ღიმილის, სიხარულის შემომტანია... თუმცა, მე უფრო თეთრი ჩიჩილაკები მაქვს, თავზე ჯვრით. ამიტომაც იკრძალებოდა ახალი წლის ტრადიციულად აღნიშვნა. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ვისაც სახლში ჩიჩილაკს უპოვიდნენ, სიკვდილითაც კი სჯიდნენ... ახალი წლის ღამეს, როგორც კი 12 საათი შესრულდებოდა, ოჯახის უფროსი ანუ მეკვლე, წინასწარ გამზადებული სურსათით სავსე ხონჩით მიადგებოდა სახლის მთავარ კარს. ყველა ლაზურ ოჯახში კარი იმ ზომაზე იყო გამოჭრილი, რომ ოდნავ წელში მოხრის გარეშე ვერ შეხვიდოდი. ეს ოჯახის მიმართ კრძალვისა და პატივისცემის გამოხატვა იყო. ცალ ხელში ხონჩა ეჭირა, მეორეში - ჩიჩილაკი ან ნედლი ხის გვირგვინი, ჯვრისებრი ფორმის; კარზე სამჯერ დააკაკუნებდა, რა დროსაც შიგნიდან ჰკითხავდნენ, - მინ ორერ (ვინ ხარ)? მეკვლე გარედან ილოცებოდა, - აღანი წანაშ დო ქირსაში ჭყოლობა თქვანი ორო ჯგერი იყვას, ორო ჯგირ გიღვენდან, უბადო უმოშო ირინდათ (ახალი წლისა და შობის წყალობა გქონდეთ, თქვენთვის კარგი და ბედნიერი წელი ყოფილიყოს, სიკეთე გქონდეთ და ცუდისგან დაგიფაროთ)... მას მხოლოდ რამდენიმე მცდელობის შემდეგ გაუღებდნენ კარს, შემოსვლამდე მეკვლე ბარაქის ნიშნად ბრინჯს გარშემო მიმოფანტავდა, ოთახებში და ტკბილეულს დაარიგებდა.
GzaPress
შემოსვლისთანავე იკითხავდა, - ოხორმანჯე ანუ ოჯახის უფროსი სად არისო? ამ დროს ოჯახში უფროსი ვაჟიშვილი ან სულაც შვილიშვილი მიეგებოდა, მეკვლე მას ჯანმრთელობას, ოჯახური ცხოვრების სწორად წარმართვასა და ბარაქიან, უდანაკარგო წელს უსურვებდა... თუ ოჯახში შვილიშვილი ბიჭი ჯერ არ ჰყავდათ, ის უფროს ქალიშვილს დალოცავდა და ოჯახს ვაჟიშვილის გაჩენას უსურვებდა. შემდეგ ოჯახში ტაბლის გარშემო ყველა ერთად შეიკრიბებოდა და ახალი წლის შემოსვლას ერთმანეთს ტკბილი წყლით მიულოცავდნენ... საახალწლო "ობირაშები" ანუ სიმღერებიც იყო, რომელსაც სამ ან ოთხსიმიან საკრავზე ასრულებდნენ. დროთა განმავლობაში ბევრი სიმღერა დაიკარგა, თუმცა, მოხუცებმა რაღაცები ზეპირად შემოგვინახეს. ბაბუა ამბობდა, რომ დედამისმა წერა-კითხვა არ იცოდა, ეს ფოლკლორი წერილობით რომ დაეტოვებინა, ამიტომაც მის მიერ ნამღერი ტექსტებიდან ბევრი აღარ ახსოვს, სიტყვები კი გადაავიწყდა, რასაც თავის გულგრილობას აბრალებს. ასე დაიკარგა ძველი ზღაპრები ანუ არაკები... თუმცა, საბედნიეროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრადიცია, მცირედი ცვლილებით მაინც შემოინახა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ადათი დიდი ხნის განმავლობაში, კანონით აკრძალული იყო და არ სრულდებოდა, გამონაკლისებიც არსებობდა: ვიღაცები პრინციპულად რისკავდნენ, რომ შთამომავლობისთვის თავიანთი დღესასწაულები შემოენახათ. მათ ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. ახლა ახალი თაობა ცდილობს, თანდათან ძველი ტრადიციები გაიხსენოს და საბედნიეროდ, ამის წინააღმდეგი არც ადგილობრივი ხელისუფლებაა.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე"
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც "ათასწლეულის ინოვაციის" ტიტულით შეიძლება დაჯილდოვდეს
"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
"აღმოვაჩინე ახალი ფერადი სამყარო, სადაც შვილთან ერთად, ლაღად ვცხოვრობ"
კოტე თაბაგარი, მეტსახელად "დათა თუთაშხია" იმერელი კაცია - ხალასი იუმორით სავსე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული.
ანტონ ბალანჩივაძე ქართველ და მსოფლიოში მოღვაზე ხელოვანებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მხატვრად შეიძლება ჩაითვალოს.
პოპულარიზაციას ვუწევთ ნაკლებად პოპულარულ მიმართულებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.