"16 წლისამ გავიგე პირველად სამყაროს ხმაური"
font-large font-small
"16 წლისამ გავიგე პირველად სამყაროს ხმაური"
დამარცხებული უიმედობა

სად ნახავ მეტ სითბოს, სიყვარულს, გემრიელ სუფრას და ერთგულებას, რამდენსაც სვანი მასპინძლისას? თითქოს უშბის უსტუმრობის საწინააღმდეგოდ აქაურ სვანებს მეტი სტუმართმოყვარეობა დაჰბედებიათ, სახლის და გულის კარს ბოლომდე გიღებენ, გულწრფელად გმასპინძლობენ, თან წუხილს გამოხატავენ გზის სიშორის, სიცივის თუ კომფორტის ნაკლებობის გამო...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"კოშკიანების ქვემოთ უკოშკო კვიციანები ცხოვრობენ, მათ შორის ერთი სულხან კვიციანია, მშრომელი და გაუტეხელი კაცი. მის ცოლსა და შვილს თითქოს მზის სილამაზე მიუთვისებიათ, ანათებენ და ალამაზებენ უშხვანარს ისე, როგორც მოწმენდილ ღამის ცარგვალს ბადრი მთვარე.
სილამაზის, შრომისმოყვარეობისა და სტუმართმოყვარეობის გარდა, საგულისხმო სხვა რამეცაა კვიციანების ოჯახში. მათი ერთადერთი შვილი მარიამი ახლა 19 წლისაა და მხოლოდ სამი წელია, ხმა გაიგონა..."

"წარმოსადგენადაც ძნელია 16 წელი სმენისა და მეტყველების გარეშე, ახლა კი მარიამისთვის სმენაცაა და მარტივი კონსტრუქციებით საუბრის შესაძლებლობაც!
ოჯახის თავდაუზოგავმა მისწრაფებამ, მარიამი გამხდარიყო უფრო ბედნიერი, შედეგი გამოიღო. როგორც ზოგადად ვიზუალისტებს, მარიამსაც წერითა და ხატვით უფრო ეხერხება აზრების გადმოცემა, თან შეუცდომლად წერს და ფურცელზე ყველა ასოს ხატავს თითქოს..."

მარიამი:
"უშბა განსაკუთრებულია, ამიტომ მისი დახატვა მიყვარს. წელიწადის ოთხივე დროს ეს მთა საოცრად ლამაზია. ზამთრობით უშბა სულ თეთრია, ზოგჯერ ნაცრისფერიც, მზის ჩასვლისას ალისფერიც დაჰკრავს. მიხარია, ბეჩოში რომ დავიბადე, ზაფხულობით ეზოში ჰამაკს გამიმართავს ხოლმე მამა და ახალგაზრდებთან ერთად ვერთობი. ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს. ზაფხულობით მთასა და ტყეში დავდივარ, ვიღებ ლამაზ ფოტოებს და ვაქვეყნებ კიდეც. მინდა, ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს სილამაზე..."

"16 წლამდე სულ სიჩუმე იყო. ძალიან მინდოდა სამყაროს ხმის გაგონება. როცა ოპერაცია გავიკეთე, ექიმმა მკითხა, - მარი, გესმისო? ვუპასუხე, - კი, მესმის-მეთქი. მაგარი გოგო ხარო, - მითხრა ექიმმა და ეს წუთები იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი! მერე ისიც დასძინა, - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ სიტყვებს ვერ ვივიწყებ და ვარ დაიმედებული. მაქვს ოცნებები, ბევრი რამ მაქვს სასწავლი..."

მარიამს საოცრად უხდება ღიმილი. საოჯახო საქმის კეთება, თოვლზე სრიალი, ხატვა, წერა თუ ფოტოების გადაღება - ყველაფერი კარგად გამოსდის და კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რადგან მან საბოლოოდ დაამარცხა უიმედობა...
მართლაც და რატომ არ უნდა გაიღიმოს, განა ყველას გაუმართლა უიმედობასთან ბრძოლაში? და რატომ უნდა გაიცნონ მარიამი ადამიანებმა? თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნდეს კაცობრიობა, მიუღწეველი არაფერია!

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 24 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე"
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც "ათასწლეულის ინოვაციის" ტიტულით შეიძლება დაჯილდოვდეს
"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
"აღმოვაჩინე ახალი ფერადი სამყარო, სადაც შვილთან ერთად, ლაღად ვცხოვრობ"
კოტე თაბაგარი, მეტსახელად "დათა თუთაშხია" იმერელი კაცია - ხალასი იუმორით სავსე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული.
ანტონ ბალანჩივაძე ქართველ და მსოფლიოში მოღვაზე ხელოვანებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მხატვრად შეიძლება ჩაითვალოს.
პოპულარიზაციას ვუწევთ ნაკლებად პოპულარულ მიმართულებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.