რატომ უნდა მიადევნოთ თვალი მარიამ ჭანტურიას ასპარეზობას 2019 წელს
font-large font-small
რატომ უნდა მიადევნოთ თვალი მარიამ ჭანტურიას ასპარეზობას 2019 წელს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა 12 საუკეთესო თინეიჯერის სია, რომელთა ასპარეზობასაც 2019 წელს მაყურებელმა აუცილებლად უნდა მიადევნოს თვალი. ამ სიაში 3 ქართველიც მოხვდა - 2 ვაჟთან, გელა ზაალიშვილთან და ლაშა ბექაურთან ერთად "თბილისი 2018"-ის გრან-პრის მფლობელი, 18 წლის მარიამ ჭანტურიაცაა, რომელზეც დიდ იმედს ამყარებენ. მარიამი გოგონებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ. როგორც მისი მწვრთნელი ამბობს, ის გამორჩეული გოგონაა, რომელსაც უფრო კარგი შედეგების ჩვენება შეუძლია.


მარიამი ამჟამად ავსტრიაშია, სწორედ იქ მივულოცეთ ძიუდოისტს კიდევ ერთი აღიარება. მარიამის თქმით, ძიუდო საქართველოში სპორტის პოპულარული სახეობაა, მაგრამ ქალთა ძიუდო მაინც ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.
- მამაჩემი, ასევე ბაბუა და ბიძაც ყოფილი სპორტსმენები არიან და ალბათ ამან განაპირობა სპორტით ჩემი დაინტერესებაც. 9 წლის ვიყავი, კიკბოქსინგზე რომ დავიწყე სიარული. პარალელურად, ძიუდოშიც ვვარჯიშობდი. რადგან კიკბოქსინგი ოლიმპიური სახეობა არ იყო, ამიტომ გადავწყვიტე, საბოლოოდ ძიუდოს გავყოლოდი, თან ბავშვობიდან ძიუდო უფრო მომწონდა. ამჟამად 70 კგ წონით კატეგორიაში ვჭიდაობ. მიჭირს იმის თქმა, რა უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია სპორტსმენისთვის სპორტის ამ სახეობაში. ფიზიკურ მონაცემებთან ერთად უნდა გქონდეს მოხერხებულობა, მოქნილობა, მგრძნობელობა და რაც მთავარია, ფიქრის უნარი, ეს აუცილებელია. რომელ მომენტში რა დაგჭირდება, ამას უცებ, წამებში წყვეტ.
GzaPress- პირველი წარმატება?
- 2011 წელს პირველ შეჯიბრებაზე დავმარცხდი, მაგრამ გული კი არ გამიტყდა, პირიქით, უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი გავხდი, უფრო მეტი სტიმული მომცა ამ მარცხმა და შედეგმაც არ დააყოვნა. 2012 წელს საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზე და პირველი წარმატებაც მოვიპოვე. ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო 2015 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო. მესამე ადგილისთვის ვხვდებოდი გერმანელ მეტოქეს, რომელთანაც ერთხელ უკვე დავმარცხდი და აღარ მინდოდა, იგივე შეცდომა გამემეორებინა. შემდეგ უკვე ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელიც გავხდი. სპორტსმენისთვის გამარჯვებაზე საუკეთესო შეგრძნება არაფერია, უდიდესი სიამაყის გრძნობა გეუფლება. გრან-პრის მოპოვების შემდეგ ყოველთვის მამაჩემის ნათქვამი სიტყვები მახსოვს და ემოციურად მავსებს - მიყვარხარ და ვამაყობ შენით!
- შენზე ამბობენ, რომ უზადო ფიზიკური მონაცემები გაქვს და ჟინიანიც ხარ, ასეა?
- (იცინის) ალბათ ასეა, ფიზიკურად მართლაც კარგად ვარ მომზადებული, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტია საჭირო. ჟინიანობას რაც შეეხება, რა გითხრათ? ასეთი ვარ, ასეთი გული და ხასიათი მაქვს. ტატამზე ყოველთვის გამარჯვების იმედით გავდივარ. მოგების ჟინი თუ არ გაქვს, თავიდანვე დამარცხებული ხარ.
GzaPress- მარიამ, ორიოდე თვის წინ ჭიდაობისას ხელი იტკინე, ახლა როგორ ხარ?
- ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე შეხვედრაში ბრაზილიელ მეტოქესთან ხელი ვიტკინე, რის გამოც პაუზა მქონდა. ახლა კარგად ვარ და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ ვარჯიშს.
- დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ ხოლმე?
- დღეში 3 საათს ვვარჯიშობ. თუ შეკრებაზე ვართ, მაშინ უფრო მეტს, რაც იოლი არ არის. ბევრი ვარჯიშისა და შრომის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად რისთვის ემზადები?
- ამჟამად ავსტრიაში ვარ, ვვარჯიშობ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები და რაც მთავარია, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდე - მინდა, რომ საქართველოს ჰიმნი მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჟღერდეს...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.