ვინ არის ნინო ანანიაშვილის რჩეული ბალერინა
font-large font-small
ვინ არის ნინო ანანიაშვილის რჩეული ბალერინა
"დღეს ბალეტის გარეშე ჩემი თავი წუთითაც ვეღარ წარმომიდგენია"

"...მოულოდნელად აღმოვჩნდი ბალეტის ულამაზეს სამყაროში და დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანების, რადგან დღეს ბალეტის გარეშე ჩემი თავი წუთითაც ვეღარ წარმომიდგენია", - ამბობს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ეკა სურმავა. თუ როგორ გახდა მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინას - ნინო ანანიაშვილის რჩეული და როგორ აიწყო წარმატებული კარიერა, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ერთი შეხედვით ლამაზი და ჰაეროვანი სამყაროა, მაგრამ კოლოსალური შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად! როცა შენი საქმე გულით შეგიყვარდება და რასაც აკეთებ, იმას სულსა და გულს უძღვნი, მაშინ მიაღწევ წარმატებებს! სირთულეების გადალახვა თავისებურ სიამოვნებას განიჭებს! ხანდახან ვამბობთ, რომ ჩვენ რეალურად მაზოხისტები ვართ, რადგან არ არსებობს რეპეტიციის დროს რამე არ მტკიოდეს, მაგრამ ეს თითქოს ჩვეულებრივი რამ არის და ამ ტკივილებით ძალიან ძლიერ პიროვნებად ყალიბდები მენტალურადაც და ფიზიკურადაც..."

"რატომღაც არასწორი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული, თითქოს ბიჭისთვის შეუფერებელი პროფესიაა. ამ დროს პირიქით, საბალეტო სფეროში მოღვაწე ბიჭები ძალიან ძლიერები არიან!.."

"თეატრში მოსვლის დღიდან დიდ ნდობას ვგრძნობდი. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, როდესაც თეატრში მიდიხარ და გამორჩეულ პარტიებს გაძლევენ. მე მქონდა ეს უპირატესობა და ამისთვის მადლობელი ვარ! განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო, როდესაც იაპონიაში "გედების ტბა" ვიცეკვე. თეთრი გედის - ოდეტას პარტიას მე ვცეკვავდი და ოდილიას - ნინო ანანიაშვილი. მსოფლიოს საუკეთესო პრიმა-ბალერინასთან ასე ვთქვათ, პარტიის გაყოფა მანამდე არც დამესიზმრებოდა..."

"უკვე კლასიკად არის ქცეული ირჟი კილიანის ბალეტი, სადაც შიშვლები ცეკვავენ. იქ სიშიშვლე და ყველაფერი სულ სხვა ჭრილშია დანახული. როდესაც სპექტაკლი მაღალი გემოვნებით და პროფესიონალურად არის შექმნილი, სხვანაირად იკითხება. ჩვენ გვგონია, რომ ეს საქართველოში არასოდეს მოხდება, მაგრამ აქაც ყველაფერი ღირებული თავის სიტყვას იტყვის! მოვა დრო, როდესაც მსგავს სპექტაკლებზე მაყურებელი სიამოვნებით მოვა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 31 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.