"ერთად კარგად, ბედნიერად ვართ - ერთმანეთი გვიყვარს"
font-large font-small
"ერთად კარგად, ბედნიერად ვართ - ერთმანეთი გვიყვარს"
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი

კარგა ხანია, ილო ბეროშვილი და ანი ბებია შეყვარებულები არიან. წყვილი ერთად ცხოვრობს და თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა ისინი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდნენ. ახლახან ინტერნეტგამოცემებმა მათი ქორწინების შესახებ დაწერეს... მოგვიანებით, ანიმ "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ ის და ილო არ დაქორწინებულან. ჩვენ ილო ბეროშვილს დავუკავშირდით და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული რამდენიმე შეკითხვა დავუსვით...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ჩემი და ანის ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის: რაღაც კორპორაციული საღამოს წამყვანები ვიყავით და შესაბამისად გვეცვა. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ანის კაბა საქორწინო იყო. მე ტყავის ქურთუკში ჩაცმული გახლდით. ეტყობა, ფოტო და კომენტარები ნახეს და თავიანთი ჭკუით დაასკვნეს, რომ ქორწილი იყო, რაც აბსურდია..."

"როცა ადამიანი ცნობილი ხარ, ხალხის ყურადღებას იქცევ, რაც უმეტეს შემთხვევაში, სასიამოვნოა. არ მჯერა, რომ ვინც ჩვენს სფეროში საქმიანობს, მას საზოგადოების ყურადღება არ სიამოვნებს, პირიქით - უყურადღებობა ბევრად უარესია. იმის თქმა მინდა, რომ ჟურნალისტებისაც კარგად მესმის - თავიანთი საქმე აქვთ. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ რაღაცებს უფრო მეტად გადაამოწმებენ..."

"ერთად კარგად, ბედნიერად ვართ - ერთმანეთი გვიყვარს. რაღაცნაირად, ამაზე საუბარს თავს ვარიდებდით. იმიტომ კი არა, რომ ვმალავდით? უბრალოდ, საკუთარ თავებზე და ჩვენს ურთიერთობაზე ორიენტირებულები ვიყავით... თან, გააჩნია, ურთიერთობის რა ეტაპზე გეკითხებიან, - პირად ცხოვრებაში რა ხდებაო? ჯერ ურთიერთობა უნდა დასტაბილურდეს და გაღვივდეს, რომ მერე თქვა - ერთად ვართო..."

"ანი ძალიან გულწრფელი, კეთილი და გულღია ადამიანი გახლავთ. ორივეს ერთმანეთის გულწრფელობა, უბრალოება და გულახდილობა მოგვეწონა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ანის გულის მოგება გამიჭირდა, რადგან მასთან თითოეული შეხვედრისას ისე ვნერვიულობდი, ლამის ფეხები მეკეცებოდა..."

ილო ბეროშვილის საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 7 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა
ძმები პაპიძეების მეფრინველეობის ფერმაში მისულს ისეთი ხმაური და წია-წია დამხვდა, რომ ვიფიქრე, რაღაც ხდება-მეთქი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.