გიორგი შველიძე: "კამერის უკან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს"
font-large font-small
გიორგი შველიძე: "კამერის უკან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს"
"აქ მოხვედრა და მერე კიდევ გამარჯვება, მართლაც დიდი პატივია ნებისმიერი ოპერატორისთვის"

ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი
ფილმ "ნამეს" ოპერატორი, 42 წლის გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა, ანუ "წლის აღმოჩენად" დასახელდა.

კინოოპერატორთა საზოგადოებამ 100 წლის იუბილე ლოს-ანჯელესში გამართა. კინოსამყაროში "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" შემდეგ, ეს დაჯილდოება ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად მიიჩნევა. წლის აღმოჩენის სექციაში ქართველ ოპერატორს 2 კონკურენტი ჰყავდა: ოპერატორი ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი (ამერიკული ფილმისთვის "მხედარი") და ფრანკ ვან დენ იდენი (ბელგიური ფილმისთვის "გოგონა").

გთავაზობთ ამონარიდებს გიორგი შველიძის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ოპერატორისთვის მთავარი ხედვააო, - ამბობენ ხშირად. მე კი ვიტყოდი, რომ ეს არის ბევრი რამის ნაზავი და შემდეგ, კარგი კინოსკოლა ამ ყველაფერს ავითარებს. სამწუხაროდ, ჩვენთან სრულყოფილი სასწავლო პროცესი არ იყო, ამიტომაც ვთვლი, რომ ჩვენი თაობის ოპერატორები თვითნასწავლები ვართ..."

"აქ მოხვედრა და მერე კიდევ გამარჯვება, მართლაც დიდი პატივია ნებისმიერი ოპერატორისთვის. კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ისეთი ცნობილი ოპერატორებიც დააჯილდოეს, როგორიცაა რობერტ რიჩარდსონი, რომელიც თანამშრომლობს კვენტინ ტარანტინოსთან, მარტინ სკორსეზესთან და სამჯერ აქვს მიღებული "ოსკარი", როგორც საუკეთესო ამერიკელ ოპერატორს. ის ცერემონიის დროს ჩემ გვერდით მაგიდასთან იჯდა. ეს ცერემონია წელს უკვე 33-ჯერ გაიმართა..."

"მეუღლესთან ერთად ვიყავი დაჯილდოების დროს. პირველმა მან გაიზიარა ჩემი სიხარული და მომილოცა ეს წარმატება. რა გითხრათ, დაბნეულობა, გაოცება, სიხარული, უხერხულობა - მგონი, ყველაფერი ერთად ვიგრძენი. ვნერვიულობდი, ოღონდ არ გამომაცხადონ-მეთქი გამარჯვებულად (იცინის). ადვილი ხომ არ იყო იქ ასვლა და სიტყვის თქმა ამხელა აუდიტორიის წინაშე. კამერის უკან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს..."

"ეს ჯილდო არის იმის დასტური, რომ საქართველოშიც იქმნება ხარისხიანი ფილმი. თითქოს მუშაობ, აკეთებ რაღაცას და ამას ვერავინ ხედავს და ვერც აფასებს, რაღაცნაირად გული გწყდება ამ ყველაფერზე. ახლა გაჩნდა სტიმული და იმედი, რომ საერთაშორისო, საინტერესო პროექტებში ჩავერთოთ და დახურული წრე გავარღვიოთ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.