მივიწყებული ადამიანის ბედი, ანუ როგორ მოვაგროვოთ 80 მანეთი ახალი შინელისათვის
font-large font-small
მივიწყებული ადამიანის ბედი, ანუ როგორ მოვაგროვოთ 80 მანეთი ახალი შინელისათვის
"სიამოვნებით ვითამაშებ კიდევ და კიდევ"

იმ დროს, როცა პეტერბურგის მოღუშულ ცაზე სრულიად გაქრებოდა მზის სინათლე და სამუშაო საათები ამოიწურებოდა, როცა უკვე ყველაფერი დაისვენებდა დეპარტამენტის მოსამსახურეთა კალმის წრიპინისა და ფაციფუცისგან, როცა მოხელეები შინ ან გასართობად მიეშურებოდნენ, რომ სიამოვნებით გაეტარებინათ დანარჩენი დრო, კაკი აკაკიევიჩი არც კი ფიქრობდა გართობაზე. ვერავინ იტყოდა, რომ ის ოდესმე უნახავს რომელიმე საღამოზე. გადამწერს უყვარდა თავისი საქმე, თავაუღებლად ჩააწიკწიკებდა ხოლმე სტრიქონებს ან იქნებ არც უყვარდა და უბრალოდ, შეჩვეული იყო რუტინულ ყოფას. ის სამსახურიდან შინ გაეშურებოდა, დასაძინებლად დაწვებოდა და ღიმილით წინასწარ ოცნებობდა ხვალინდელ დღეზე: ნეტავი განგება სახვალიოდ გადასაწერად რას გამიმზადებსო? ასე მიმდინარეობდა უშფოთველი ცხოვრება ადამიანისა, რომელიც ოთხასმანეთიანი წლიური ჯამაგირით იყო კმაყოფილი ან იქნებ არც იყო? მაგრამ მისგან საყვედური არავის სმენია.


ყინვა ყველა ადამიანის მტერია. თანამდებობის პირები თბილ პალტოებში გამოხვეულნი დადიოდნენ ქუჩებში, უბრალო, უმწეო მოხელენი კი სიცივეს ვერ "გაურბოდნენ". აკაკიევიჩმა კარგა ხანია იგრძნო, რომ ყინვამ განსაკუთრებით მძლავრად დაუწყო წვა ზურგსა და მხარში. როცა კარგად დაათვალიერა თავისი შინელი, აღმოჩნდა, რომ ზურგსა და მხრებში მაუდი იმდენად გაცვეთილიყო, რომ ლანდი გასდიოდა, სარჩულიც დაძენძილიყო. გაცვეთილი შინელი და აკაკიევიჩის პიროვნება თანამშრომლებისთვის კარგი დაცინვის საბაბი იყო.
როცა მიხვდა, სხვა გზა არ ჰქონდა, აკაკიმ გადაწყვიტა შინელი ცალთვალა თერძ პეტროვიჩთან მიეტანა. ვინაიდან ძველს აღარაფერი ეშველებოდა, თერძმა ახლის შეკერვა ურჩია და ამ საქმისთვის 80 მანეთი მოითხოვა.
აკაკი აკაკიევიჩს ჩვეულებად ჰქონდა ყოველ დახარჯულ მანეთზე თითო გროში გადაენახა გასაღებით დაკეტილ ყულაბაში. ამგვარად, რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი თანხა ორმოც მანეთზე მეტი აღმოჩნდა. ნახევარი ხელში ჰქონდა; მაგრამ მეორე ნახევარიც იყო საჭირო. იფიქრა და გადაწყვიტა, შეემცირებინა ჩვეულებრივი ხარჯები, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი წლით მაინც: საღამოობით ჩაი აღარ დაელია, სანთელი აღარ აენთო და თუ რამე ექნებოდა გასაკეთებელი, დიასახლისის ოთახში შესულიყო და მისი სანთლის შუქზე ემუშავა; ქუჩაში სიარულის დროს რაც შეიძლება მსუბუქად და ფრთხილად დაედგა ფეხი ქვასა და ფილაქანზე, თითქმის თითის წვერებზე ევლო, რომ მალე არ გაცვეთილიყო ფეხსაცმლის ძირები; რაც შეიძლება იშვიათად გაერეცხინებინა მრეცხავისათვის თეთრეული, შინ მისვლისას ყოველთვის გაეხადა ტანსაცმელი და მათ ნაცვლად ბამბაზიის ხალათი მოეცვა.
თავდაპირველად გაუჭირდა. შეზღუდვებთან შეჩვევა არ იყო იოლი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა. საღამოობით შიმშილს თითქმის შეეჩვია; სამაგიეროდ, სულიერად საზრდოობდა, მისი ფიქრი განუწყვეტლივ დასტრიალებდა ახალ შინელს. ამ დროიდან მისი არსებობა თითქოს შინაარსიანი გახდა, თითქოს ცოლი შეირთო, თითქოს ვიღაც სხვა ადამიანი იყო მასთან, თითქოს მარტო კი აღარ იყო, არამედ ვიღაც საამურმა თანამგზავრმა თანხმობა გამოუცხადა, ერთად გაევლოთ ცხოვრების გზა... საქმე იმაზე უფრო სწრაფადაც წავიდა, ვიდრე ეგონა. მოულოდნელად დირექტორმა აკაკი აკაკიევიჩს ხელფასი გაუზარდა და სამოცი მანეთი დაუნიშნა. ამ გარემოებამ საქმე დააჩქარა. სიხარულით გაიქცა თერძთან და სულ მალე მის სხეულს უკვე ახალი, თბილი შინელი მოსავდა.
GzaPress
...მისი სიკვდილი დეპარტამენტში 4 დღის შემდეგ შეიტყვეს. როცა სამსახურში არ გამოცხადდა, ბინაზე კაცი მიუგზავნეს, გადაეცი, სამსახურში დაუყოვნებლივ გამოცხადდესო. ასე შეიტყვეს დეპარტამენტში აკაკის გარდაცვალების შესახებ. მეორე დღესვე მის ადგილზე უკვე სხვა, ბევრად უფრო მაღალი ტანის მოხელე იჯდა, რომელსაც ასოები ისეთი სწორი ხელით კი არ გამოჰყავდა, როგორც აკაკის, არამედ ბევრად უფრო დახრილად და ირიბად. როგორც მისი სიცოცხლე არავის შეუმჩნევია, ისე არც სიკვდილისას დაიტირა ვინმემ...
ნიკოლაი გოგოლს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც რუსული რეალიზმის მამას. ეს უკრაინელ-რუსი მწერალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავისი ქვეყნის ცხოვრების სტილი გააკრიტიკა. მის შემოქმედებაში რამდენიმე ნაწარმოები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დღესაც და მათ შორისაა 1842 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა - "შინელი". მისი არაერთი ინტერპრეტაცია არსებობს სხვადასხვა თეატრის სცენაზე და კიდევ ერთი ახლახან დაიბადა თბილისში, გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე.
15 თებერვალს რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის, "შინელის" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: აპოლონ კუბლაშვილი (აკაკი), ივანე ქურასბედიანი, მიხეილ არჯევანიძე, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, არჩილ ბარათაშვილი, მიხეილ გავაშელი, ნინო კიკაჩეიშვილი და მარიამ კიტია. სცენოგრაფია მირიან შველიძეს ეკუთვნის, კოსტიუმების ავტორი თეო კუხიანიძეა, ქორეოგრაფი გია მარღანია, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე ელისო ორჯონიკიძემ იზრუნა.
ამ შემთხვევაში რეჟისორისთვის ყველაზე აქტუალური პიროვნებისა და სისტემის, ადამიანისა და საზოგადოების დაპირისპირება აღმოჩნდა, რომელსაც ზოგჯერ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. შეიძლება ბაშმაჩკინები ყოველდღიურობაში ხშირად გვხვდებიან, მაგრამ ისევე ჩავუვლით გვერდით, როგორც უსულო საგნებს და ვერ ვამჩნევთ, არადა, ხშირად მათი სიჩუმის მიღმა დიდი ტკივილია...
- ბატონო ავთო, ამ თვეში "შინელი" მეორედ ვნახე. შემოდგომაზე ნიკოლოზ საბაშვილის "შინელის" პრემიერა იყო თოჯინების თეატრში და ახლა თქვენთან. რატომ გახდა ეს თემა თქვენთვის ახლა აქტუალური?

ავთო ვარსიმაშვილი:
- დღევანდელმა სოციალურმა მდგომარეობამ მოიტანა ეს თემა, პატარა ადამიანი გახდა ძალზე მნიშვნელოვანი. თითქოს არსებულ სოციუმში ჩვენ ყველანი პატარები გავხდით. ამ სპექტაკლით მინდოდა მეთქვა, რომ ყველა პატარა ადამიანში დიდი პიროვნებაა და "მარხია მოცარტი". ყველა ადამიანს აქვს ოცნება, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და ყველა პიროვნებას, ჩვენ გარშემო.
GzaPress
აპოლონ კუბლაშვილი:
- გოგოლის მეოთხე ნაწარმოებია, რომელშიც ვთამაშობ. ფანტასტიკური დრამატურგია და რაც მთავარია, ის კარგად არგებს ტექსტს მსახიობს, ტექსტი, თავის პაუზებით კომფორტულია, თუმცა, ამავდროულად ძალიან რთული, რუსულია და ძალიან სჭრის ყურს.
- იმდენი წელია ამ თეატრის მსახიობი ხართ, არა მგონია, ეს თქვენთვის სირთულე იყოს...
- ჰო, მაგრამ მაინც არის. უფროსი თაობის მსახიობებს სულ ვეკითხებოდი, სწორედ წარმოვთქვამდი თუ არა, ამა თუ იმ სიტყვას და როგორ ვსვამდი მახვილებს.

ივანე ქურასბედიანი:
- ალბათ ზედმეტი იქნება იმაზე საუბარი, რომ ვთქვა, თუ რამდენად გენიალური ავტორია გოგოლი, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ გოგოლი ის ავტორია, რომლის ნაწარმოებებში თამაში არასდროს მომბეზრდება. სიამოვნებით ვითამაშებ კიდევ და კიდევ. თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად განსხვავებული რუსული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გოგოლის სხვა პიესაშიც ვთამაშობ, "შინელის" შემთხვევაში ძალიან გამიჭირდა, რადგან აქ საკმაოდ მაღალი ლიტერატურული ენით მიწევს ლაპარაკი და რეპეტიციების დროს ბევრი მუშაობა დამჭირდა.

დაბოლოს, გეტყვით, რომ ამჟამად გრიბოედოვის თეატრს გასტროლი აქვს დაგეგმილი. კვიპროსზე, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იმართება, სადაც საქართველოს გრიბოედოვის თეატრი წარმოადგენს დოსტოევსკის "თვინიერით".
ფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ, "შინელის" მორიგი წარმოდგენა გრიბოედოვის თეატრში, 1-ლ, 17 და 30 მარტსაა დაგეგმილი.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.