"გაგიჟდა, როცა ვუთხარი, რომ ზუსტად ავღანეთში მივდიოდი!" - ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის ავღანური ცხოვრება
font-large font-small
"გაგიჟდა, როცა ვუთხარი, რომ ზუსტად ავღანეთში მივდიოდი!" - ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის ავღანური ცხოვრება
"თავიდან შევშინდი სიტყვა "ავღანეთის" გაგონებაზე, მაგრამ იმ პერიოდში პროექტები, რომლებზეც ვმუშაობდი, დასრულდა, ახალი სამუშაო არ მქონდა..."

"დეტალურად აღვწერე, ფსიქოლოგიურად როგორ გადავიტანე რამდენიმე ცრუ, მოდელირებული განგაში და შემდეგ, ნამდვილი განგაშიც, რომლის მოწმეც მართალია, ერთხელ გავხდი, მაგრამ სამუდამო გადატრიალება მოახდინა ჩემს ფსიქიკაში," - ამბობს ნოდარ დუმბაძის შვილი, ქალბატონი მანანა და გვიყვება საკუთარი განცდების შესახებ...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ბევრს ვმოგზაურობდი შინ და გარეთ, დიდი თავგადასავლებიც გადამხდა, ყველაფერს ვწერდი დოკუმენტური სიზუსტით, თითქმის მთლიანად მოვიცავი ის ავბედითი 90-იანი წლები და ჩემი ცხოვრების ისტორიაც მასთან ერთად.

შემდეგ მუშაობა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამებში დავიწყე და კომუნიკაციის სფეროში ისეთ წარმატებებს მივაღწიე, რომ ერთ-ერთი პროგრამის დირექტორმა, შემდგომ მისი ხელმძღვანელობით ავღანეთში მიმდინარე პროექტის კომუნიკაციის დირექტორადაც მიმიწვია. თავიდან შევშინდი სიტყვა "ავღანეთის" გაგონებაზე, მაგრამ იმ პერიოდში პროექტები, რომლებზეც ვმუშაობდი, დასრულდა, ახალი სამუშაო არ მქონდა..."

"ვიცოდი, ოჯახის წევრებს შეეშინდებოდათ და დიდხანს ვმალავდი. მახსოვს ჩემს დას ვუთხარი, საზღვარგარეთ მიწვევენ სამუშაოდ, მაგრამ დედას ვერ ვუბნები-მეთქი და ჩემმა დამ მითხრა, - ხელს რა გიშლის, შენც ახლა ავღანეთში არ მიდიოდეო... გაგიჟდა, როცა ვუთხარი, რომ ზუსტად ავღანეთში მივდიოდი!
იქ კარგი საცხოვრებელი პირობები მქონდა, მაღალი ხელფასი, მაგრამ ერთ დიდ მავთულხლართებიან და გალავანშემოვლებულ ზონაში ვიყავი გამოკეტილი..."

"ხალხი ციხეშიც ხომ ცხოვრობს?! ჩვენი კომპლექსი სამხედრო აეროპორტის გვერდით მდებარეობდა. ვერ ვიტყვი, რომ მთლად უშფოთველად ვცხოვრობდით. ერთხელ ნამდვილი განგაშის მოწმეც გავხდი, რამაც სამუდამო გადატრიალება მოახდინა ჩემს ფსიქიკაზე: დავრჩი სულ მარტო სხვა ქვეყანაში, სხვა ხალხში, სხვა კულტურაში, რა დავარქვა იმ ბუნკერს, არც კი ვიცი, ნოეს კიდობანი, ბაბილონის გოდილი..."

"ბრიტანეთის დამოუკიდებლობის დღეს, დილით, მანქანით ბრტანეთის ყოფილ, ეროვნულ საბჭოს შენობას ჩავუქროლეთ. უკანა გზაზე იმ შენობის ნაცვლად ორმო დაგვხვდა. საბედნიეროდ, შენობაში ბრიტანეთის საბჭო აღარ ფუნქციონირებდა. ტერორისტებს მისამართი შეეშალათ და ასე გადარჩა ხალხი სიკვდილს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 28 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.