მოგზაური კოლექციონერი ახალციხიდან
font-large font-small
მოგზაური კოლექციონერი ახალციხიდან
ბიოლოგი რუსუდან ქაფიანიძე ახალციხიდანაა და ამჟამად ოჯახთან ერთად ვალეში ცხოვრობს. ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და მუდამ საინტერესო და გამორჩეულ ნივთებს დაეძებდა, თუმცა არასდროს მომიკრავს ყური, ეს ნივთები კოლექციის გასამდიდრებლად თუ უნდოდა. მისი კოლექციონერობის შესახებ მისივე "ფეისბუკიდან" შევიტყვე, ულამაზესი და ნაირ-ნაირი თოჯინები რომ გამოფინა. მაშინვე დავურეკე და... თურმე, მარტო თოჯინების მრავალფეროვნება კი არა, კოლექციების მრავალსახეობა ჰქონია შინ.


GzaPressრუსუდან ქაფიანიძე:
- ჩემი კოლექციები შერწყმულია ჩემს მოგზაურობებთან, თუმცა ეს გატაცება ბავშვობიდან მქონდა - ხან მარკებს ვაგროვებდი, ხან "მატრიოშკებს", ხან მინიატიურულ წიგნებს, ხან "ვეფხისტყაოსნის" გამოცემებს და ა.შ. მაგრამ მერე, თითქოს, მინავლდა ეს გატაცება და მხოლოდ წლების შემდეგ ერთმა ფანქარმა განმიახლა, რომელიც დამ ინგლისიდან ჩამომიტანა. მახსოვს, გამგზავრების წინ დას ტაუერის ყვავებთან დავაბარე მოკითხვა (იცინის). ჰოდა, იმის დასტურად, რომ ყვავებმა ჩემი მისალმება მიიღეს, დამ ჩამომიტანა ფანქარი, რომელზეც ყვავია შემოხვეული. სწორედ ამ უჩვეულო ფანქარმა ჩაუყარა საფუძველი არა მარტო ფანქრების ჩემს კოლექციას, არამედ ჩემი კოლექციონერობის ახალ ეტაპს, რომლის გამდიდრებაში დღეს მთელი ჩემი ოჯახია ჩართული - შვილები, მეუღლე, დები, დისშვილები. თითოეულმა იცის, რომ სადაც კი მოხვდება, აუცილებლად უნდა ჩამომიტანოს იქიდან ფანქარი და სათითე. ავსტრიიდან ჩამოტანილი ბევრი ფანქარი მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით ძვირფასი მაინც მოცარტის მუზეუმიდან ჩამოტანილია, ჩემმა ვაჟმა ამერიკიდან ჩამომიტანა, მაქვს ესპანურიც, ჩეხურიც, შვედურიც, თურქულიც და ა.შ. ყველაზე მოულოდნელი იყო, როდესაც ჩვენმა მოგზაურმა მეგობარმა - მაკა აფრიამაშვილმა ბაქოდან, სხვა რაღაცებთან ერთად, ფანქარი ჩამომიტანა, არადა, ჩემი კოლექციის ამბავი ნამდვილად არ იცოდა და ვერც აღვწერ, როგორ გამახარა. ზოგადად, საკანცელარიო ნივთებზეც ვგიჟდები - სახლი სავსე მაქვს კალმებით, ფურცლებით, კონვერტებით, საშლელებით... განსაკუთრებით ახლა, რაც კალიგრაფიით დავინტერესდი, უსაზღვრო ოდენობის ფურცელი მჭირდება. ჰოდა, ყველაფერს ხომ არ გამოვფენ? უხერხულია.
- სათითეების კოლექცია ახსენე. ამგვარ კოლექციაზე არასდროს მსმენია. კერვა გეხერხება და სათითეების შეგროვების ბიძგი მან მოგცა?
- ჩემი კოლექცია სრულიად არ უკავშირდება კერვას. ალბათ არ დაჰკვირვებიხარ, თორემ სუვენირად თითქმის ყველა ქვეყანაში შეხვდები სათითეს, ამა თუ იმ სიმბოლიკით. სხვათა შორის, ყველაზე დიდხანს სომხეთში მოგზაურობისას ვეძებე, მინდოდა, სომხური სათითეც მქონოდა და ბოლოს ორი ცალი ძლივს ვიპოვე, არა უშავს, ნორმალურებია და კოლექციაც გაამრავალფეროვნა.
სხვათა შორის, ჩემს დას, მონაზონ ნატალიასაც აქვს ფანქრებისა და სათითეების კოლექცია, ამიტომ ორი ერთნაირი თუ მაქვს, მასაც ვჩუქნი და თავადაც ასე იქცევა.
თოჯინების კოლექციის საწინდარი კი, ვფიქრობ, ჩემს ქვეცნობიერში უნდა ვეძებო და - ჩემს ბავშვობაში, რადგან თოჯინებზე მუდამ ვგიჟდებოდი და ჩემი მშობლებიც ათასგვარი თოჯინით მანებივრებდნენ. ჩემი ღრმა ბავშვობის ერთი თოჯინა დღესაც ალამაზებს ჩემს კოლექციას. ზოგადად კი, მათ შორის, ყველაზე საინტერესო ჰაკატა-ნინგუოს იაპონური თიხის თოჯინებია. როდესაც ჩემი ქალიშვილი კუნძულ კიუშუს ქალაქ ფუკუოკაში სწავლობდა, სწორედ იქ "გაიცნო" იმ კუთხისთვის ტრადიციული ჰაკატა-ნინგუოს თოჯინები. ძველ დროში, თურმე, მათ მხოლოდ გამომწვარი თიხისგან აკეთებდნენ, ახლა კი - გამომწვარი თიხისა და ხისგან. თითოეულ თოჯინაში იქაური ტრადიციებია გამოხატული. იმდენად საინტერესო და ლამაზია ეს თოჯინები, რომ ჩემმა ქალიშვილმა საკმაოდ კარგი კოლექცია შემიგროვა და ჩამომიტანა.
საერთოდაც, უკვე საოჯახო საქმიანობად ვაქციე ჩემი კოლექციების გამდიდრება. ჩემი ოჯახის წევრები უკვე არსაიდან ჩამოდიან ხელცარიელი. კოლექციის ერთი თოჯინა დედა ნატალიას ნაჩუქარია, თავად გააკეთა.
GzaPress- კოლექციებისთვის ცალკე ოთახი გაქვს გამოყოფილი?
- არა, ყველაფერი მთელ სახლშია გაბნეული. რთულია, როდესაც შინ ბავშვები მსტუმრობენ და მათით თამაში უნდათ. მე ამის უფლებას ვერ ვაძლევ და მუდამ სადარაჯოზე ვდგავარ. ვაღიარებ, რომ ამ მხრივ ცუდი მასპინძელი ვარ, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. გარდა ამისა, ერთ ნივთსაც ვერ გავაჩუქებ, ვინც გინდა მთხოვოს. სამაგიეროდ, აქეთ ვიჩუქებ, შეიძლება, ვიძალადო კიდეც (იცინის). ცხადია, შეიძლებოდა ერთ ოთახში მომექცია კოლექციები, მაგრამ... ძალიან მიყვარს, ისინი ჩემ გარშემო რომ არიან, მუდამ თვალში რომ მხვდებიან. ფანქრების დალაგების რიტუალიც კი მაქვს - თაიგულივით მაქვს მოქცეული და გადმოვიღებ ხოლმე, დავათვალიერებ, მერე ადგილებს შევუცვლი და კვლავ თაიგულად შევკრავ.
- გახსოვს, ჩვენი პირველი ერთობლივი მოგზაურობისას თურქეთში სულ კიბეებს რომ ითვლიდი? მაშინ მითხარი, მიყვარს კიბეების თვლაო და მეც მეტსახელად "მთვლელი" დაგარქვი. ასევე გულმოდგინეთ ითვლი შენი კოლექციის ნიმუშებს და იცი, რამდენი ფანქარი, სათითე და თოჯინა გაქვს?
- ისეთივე სიზუსტით ვერ გეტყვი, მაგრამ ალბათ 60-მდე ფანქარი მაქვს. მათ შორისაა თურქეთში მოგზაურობისას, ხეთების სამეფოს დედაქალაქ ხათუსაში ნაყიდი ფანქრები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის. რამდენი სათითე მაქვს? მოიცა დავითვალო... 39 ცალი ყოფილა. თოჯინაც ასეა, ორმოცამდე. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ ადგილს მოვინახულებ, ბევრს ვიმოგზაურებ და კოლექციაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი მექნება.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.