"მგონია, რომ აფხაზეთში ჩემი ბავშვობა მოკლეს!"
font-large font-small
"მგონია, რომ აფხაზეთში ჩემი ბავშვობა მოკლეს!"
18 წლის ბიჭის სევდიანი ამბავი

"15 წლიდან ვმუშაობ მიმტანად რესტორნებში. არ მიჭირავს ბოლო გამოშვების ტელეფონი, არ მყავს ბოლო გამოშვების მანქანა, არ ვცხოვრობ სასახლეში, არ მაცვია ბრენდები. 15 წლის ასაკიდან ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი ოფლით ნაშოვნი ფული. 15 წლის ასაკიდან ვიცი, რომ მშობლებზე დამოკიდებული არ ვარ. 15 წლის ასაკიდან ვისწავლე, რა არის ცხოვრება...
არასდროს იწუწუნოთ, თუ "აიფონი" არ გაქვთ - ეს დასასრული არ არის. იშრომეთ, ოფლი შრომისთვის გამოყავით და არა "ბირჟაზე" სიცხეში უსაქმურად დგომისთვის. ნუ დაელოდებით 15 სექტემბერს, როდის გიყიდიან მშობლები ჩანთას სკოლაში მისასვლელად.
მე ბავშვობა დავკარგე... შეუნარჩუნეთ, მშობლებო, თქვენს შვილებს ბავშვობა. თუ ამ ყველაფრის გამო თქვენს თვალში მოსაწონი ადამიანი არ ვარ, გზა თავისუფალია".

გთავაზობთ ამონარიდებს ზუგდიდელი რომეო მალაზონიას გულისამაჩუყებელი ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ერთ რამეს მივხვდი, რომ ცხოვრება დიდი ბრძოლაა და არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა ჩაიქნიო. ვცდილობ, ყოველთვის მხიარული და პოზიტიური ვიყო. სკოლაშიც კარგად ვსწავლობ. 4 წლის განმავლობაში სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიყავი, არაერთი ორგანიზაციის წევრი ვარ, მოკლედ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება მომწონს და მიხარია, თუ რამეში ჩემი წვლილი შემაქვს..."

"რთული ბავშვობა მქონდა, 3 წლამდე საავადმყოფოში ვიწექი, რადგან ექიმების დაუდევრობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. მყავს მშობლები და ძმა - რომანოზი, რომელიც ივნისში 21 წლის გახდება და ამჟამად მონასტერშია... დღემდე მწარედ მახსოვს 2011 წლის ზამთარი. "გთხოვთ, წადით აქედან, ბავშვები არ შემიშინოთ!" - ჩამესმა 11 წლის ბავშვს დედის ხმა, ღამის 4 საათზე. თურმე ვიღაც ნიღბიანები სახლში შემოპარვას ცდილობდნენ. "მამიკო, რა უნდათ ამ შავ კაცებს ჩვენგან, დავუშავეთ რამე?" - ვეკითხებოდი შეშინებული მამას..."

"იმ ღამით რომანოზმა ბალიშის ქვეშ დაიდო დედაღვთისმშობლის ხატი და, როგორც თვითონ ამბობს, ამ ამბავმა უფრო დაახლოვა უფალს. მაშინ ორივემ დიდი სტრესი მივიღეთ, თან ასეთი შემთხვევა კიდევ სამჯერ განმეორდა. ამ ყველაფერმა აფხაზეთის მიმართ ცუდი მოგონებები დამიტოვა. მგონია, რომ მანდ ჩემი ბავშვობა მოკლეს!.."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, 3-4 დღე ვერ ვიძინებდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი"
"26 მაისს შინდისის გმირებს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭებათ"
ხელოვანი, რომლის შექმნილი ხატიც რუსეთში სასწაულმოქმედად ითვლება
ბიოლოგი რუსუდან ქაფიანიძე ახალციხიდანაა და ამჟამად ოჯახთან ერთად ვალეში ცხოვრობს.
ნინო ჩუტკერაშვილის მექსიკაში მოგზაურობა დოკუმენტურ ფილმ "ხელმწიფეს" უკავშირდება.
"მი­ნი­ა­ტი­უ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი შვე­ბაა"
ერთ მშვენიერ დღეს თუ გაიღვიძებთ და ახალ უნარებს აღმოაჩენთ საკუთარ თავში, არ გაგიკვირდეთ.
ბაჩო ცანავა დაახლოებით 15 წელია, თოჯინებს ქმნის.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.