"შინდისში ტაძარი კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და დღემდე არსად უხსენებია"
font-large font-small
"შინდისში ტაძარი კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და დღემდე არსად უხსენებია"
"26 მაისს შინდისის გმირებს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭებათ"

8 მარტს ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე "შინდისი" სიუჟეტი გაავრცელა, რომელსაც დღემდე რეკორდული რაოდენობით ნახვა აქვს. ფილმად ქცეულ რეალური ამბავზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზე შეიქმნა, ინტერესი დიდია. სწორედ ამიტომ, პროექტის ავტორსა და "შინდისის" ერთ-ერთ პროდიუსერს ედმონდ აბაშიძე-მინაშვილს დეტალებზე სასაუბროდ რუსთაველის თეატრში შევხვდი...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"პოლიტიკოსებს ჰქონდათ ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჩემი იდეის მიმართ, რადგან ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ქვეყნისთვის მიევიწყებინათ ეს ტრაგედია. ეგ კი არა, 11 აგვისტოს კონცერტი გამართეს, ომი მოვიგეთო და ამ დროს ვიღაც 20 წლის ბიჭს რომ დარბის და უნდა რაღაც სხვა ამბავის აფიშირება მოახდინოს, ცხადია, არ მოსწონდათ. ჩემზე და ჩემს ოჯახზე იყო დიდი ზეწოლა. მაშინ რობერტ სტურუამ კარგი რჩევა მომცა, რაც შეიძლება ბევრი ისაუბრე ამ თემაზე პრესაში, თორემ რაც უფრო წყნარად იქნები, მარტივად მოგგუდავენო..."

"ომში 170 დაღუპული ადამიანის ოჯახებში დავდიოდი მთელი საქართველოს მასშტაბით და თითოეული გარდაცვლილის ოჯახში 5-6 დღით ვცხოვრობდი. ემოციურად ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, დათრგუნვილები ვიყავით, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტები გვეჭირა ხელში და დღის ბოლოს რომ დავსხდებოდით, ვიმეორებდით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა გაგვეკეთებინა..."

"დღეს შინდისში არსებობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ჩვენი პროექტის მეშვეობით ბატონმა კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და ეს დღემდე არსად უხსენებია. სხვა პოლიტიკური პარტიები ჩადიან და იქიდან ბრიფინგებს მართავენ, თუმცა, კახის ერთხელაც არ უკადრებია იქ ჩასულიყო და ეთქვა, ეს ტაძარი მე ავაშენეო. ტაძარი ისე გაიხსნა, რომ საქართველოში არავინ იცის, ის ვინ ააგებინა. ჩემთვის ქველმოქმედება ეს არის..."

"ძალიან მალე, მაქსიმუმ 2023 წლამდე შინდისის ბრძოლას შევიტან სასკოლო სახელმძღვანელოებშიც, რადგან იმ გმირების სახელებს, რომლებმაც ერთ დღეში დაწერეს ისტორია, ახალი თაობა აუცილებლად უნდა იცნობდეს..."

"ბევრი კოლეგა გამინაწყენდა. მათ შორისაა ია სუხიტაშვილიც, რომელსაც ამ ფილმში გოგა პიპინაშვილის პერსონაჟის (ბადრი ხუციშვილი) მეუღლის (ხატია) როლი უნდა შეესრულებინა (ხატია რომ გარდაიცვალა, 46 წლის იყო). ია დამტკიცებული გახლდათ როლზე, მაგრამ გადაღებებზე შევიტყვეთ, რომ ორსულად იყო და ვერ გავრისკე. რთულ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა, 7 თვის ორსულს ჩემ გამო რამე რომ დამართნოდა, მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებდი თავს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.