აკეთის მაცხოვრის ეკლესიის აღდგენის დღემდე უცნობი ფაქტები
font-large font-small
აკეთის მაცხოვრის ეკლესიის აღდგენის დღემდე უცნობი ფაქტები
ჩვენი ჟურნალის მკითხველს გემახსოვრებათ ამბავი აკეთის მაცხოვრის ეკლესიაზე, რომელიც თამარ მეფის დროს აშენებულა. ტაძრის აშენების ამბავს მოგიყევით და აღვნიშნეთ, რომ მისი რესტავრაციისთვის შემოწირულობა იყო საჭირო.


გასული წლის შემოდგომაზე ისტორიული ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა და ახლა უკვე წირვა-ლოცვა აღევლინება. თუმცა, მისი სრული რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა.
მცირე შესავლით მაინც შეგახსენებთ, რომ ეს ეკლესია გურიის სოფელ აკეთში მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, ამ ტაძარში უამრავი სიწმინდე და განძი ინახებოდა. ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშს წარმოადგენს.
გადმოცემის თანახმად, აკეთის ეკლესია XVII საუკუნეში დიდგვაროვანმა, მამუკა თავდგირიძემ განაახლა. ქაიხოსრო გურიელს მისთვის სოფელში ადგილ-მამულები გადაუცია. სწორედ მას აუშენებია ამ ტაძრის ტერიტორიაზე ხის მონასტერი, რომელიც დროთა განმავლობაში დანგრეულა და მისი კვალიც აღგვილა პირისაგან მიწისა.
1784 წელს აკეთი დალაშქრა აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა კედლები და გუმბათი.
მოგვიანებით მამუკა თავდგირიძის შთამომავალმა, გიორგი თავდგირიძემ ადგილობრივებთან ერთად ააგო ქვითკირის ულამაზესი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. ასე დაიწყო მონასტრული ცხოვრება სოფელ აკეთში, ტაძართან ახლოს.
რამდენიმე დღის წინ დედასთან ერთად ტაძრის ისტორიას ვიხსენებდი. დედაჩემმა მითხრა, რომ სოფელში თბილისიდან ჩასული გიგა თავდგირიძე გაიცნო, რომელიც მამუკა თავდგირიძის შთამომავალი ყოფილა. მეტი ინფორმაციისთვის დააკონკრეტა, რომ დღეს ისტორიული გვარის შთამომავლის საქმიანობა ხელნაკეთი ტყავის ჩანთების შექმნაა.
მანამდე, გიგა თავდგირიძეს ვიცნობდი, როგორც დიზაინერს, მაგრამ ისტორიული ამბის მთხრობელის ამპლუაში მისი წარდგენა საინტერესოდ მივიჩნიე და გადავწყვიტე, დავკავშირებოდი. ჩემი რესპონდენტი სოფლიდან რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო.
მას სახლში ვეწვიე. ათასჯერ მოსმენილი და გაგონილი ჩემი სოფლის ისტორია და ისტორიული ძეგლის ამბავი დღემდე უცნობი ფაქტებით გამდიდრდა.
გიგა თავდგირიძე: მამაჩემი, მიხეილ თავდგირიძე ბავშვობაში მიყვებოდა, რომ ჩვენი წინაპრები გურიის სოფელ აკეთიდან არიან. თუმცა, კონკრეტულად სახლი სად იდგა, არ მახსოვს. მამიდაჩემისგან ვიცი, რომ ჩვენი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში იყო ეკლესია. ბავშვობაში მამას დავყავდი ამ სოფელში. მივყავდი ეკლესიის ნანგრევებთან და ვანთებდით სანთელს. ამ ნანგრევებზე ვადებდი ხელს. მამა მეუბნებოდა, რომ ეს იყო ჩვენი გვარის ეკლესია, საძვალე. მაშინ პატარა ბავშვი, ვერც კი ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს საძვალე. ეკლესიის ისტორიით 80-იან წლებში დავინტერესდი. 22 წლის აქტიურად ვცდილობდი, შემესწავლა ტაძრის ისტორია. ხშირად, სოფელ აკეთში ჩემი ჩასვლა მარიამობის დღეს უკავშირდებოდა და გაკვირვებას იწვევდა ეკლესიის ნანგრევებზე დანთებული უამრავი სანთელი.
გადმოცემით ვიცოდი, რომ ეკლესია გურულებმა დაანგრიეს, მაგრამ ეს ანთებული სანთლები სულ სხვას მეტყველებდნენ. გურულები არ ანგრევდნენ არაფერს, ისინი კარგები არიან... 90-იან წლებში გადავწყვიტე ეკლესიის აღდგენა და მოვიკითხე, სოფელში ვისთან შემეძლო მომეძია ინფორმაცია. მაშინ აკეთის გამგებელს შევხვდი. აკეთის თემში 5 სოფელი შედის. გამიხარდა, რადგან 5 სოფლის მოსახლეობის დახმარებით ტაძრის აღდგენისთვის ხელმოწერებს მარტივად შევაგროვებდი.
წერილი საპატრიარქოსა და პრეზიდენტის აპარატში მივიტანეთ.
თავდაპირველად მითხრეს, რომ საჭირო იყო აღდგენითი პროექტის ნახვა. მაშინვე მოვიძიე და გავარკვიე, რომ 1987 წელს თამაზ ბეჟანიშვილს გაუკეთებია ეს პროექტი. თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო ეკლესიის აღდგენა ვერ მოხერხდა. ამ ყველაფრის შემდეგ, დახმარებისთვის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის დამფუძნებელს მივმართე. ის დახმარებას დამპირდა. ანგარიშიც გავხსენით. პირველი შემომწირველები ძირითადად თავდგირიძეები იყვნენ.

როგორც გიგა თავდგირიძე იხსენებს, წლების მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებას მიმართა დახმარებისთვის. თუმცა, საქმე ხან ობიექტური, ხანაც სუბიექტური მიზეზების გამო არ კეთდებოდა. მიღებული უარი და ბარიერები უფრო მეტი სტიმული აღმოჩნდა თავდგირიძეების შთამომავლისთვის, ისტორიული საქმე ბოლომდე რომ მიეყვანა.
გიგა თავდგირიძე პროექტის განახლებისთვის ისევ თამაზ ბეჟანიშვილს დაუკავშირდა. საქმეში თანამონაწილეობის მსურველებიც გამოჩნდნენ და სოფელ აკეთში გეოლოგთა პირველი ჯგუფი ჩაიყვანეს.
GzaPress
გიგა თავდგირიძე:
- ეკლესიის აღდგენაზე ხელი არ ჩამიქნევია. აღდგენითი პროექტისთვის თანხის ნაწილი გურულებმა თავად შეაგროვეს. ექსპერტებმა პირველადი შედეგები მალევე დადეს. გაირკვა, რომ ეკლესიის კედლების აღდგენა მართლაც აუცილებელი იყო, რადგან მისი კედლები ხეებისგან იყო გაწმენდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა კედელზე მცენარეები ამოდის, მისი მოჭრისა და გაწმენდის შემდეგ ფესვები ხმება და ქვებს შორის ფესვების ნაცვლად ფუტურო ჩნდება. ასეთ დროს ნგრევის რისკი დიდია.

ტაძრის აღსადგენად 90-იან წლებში დაწყებული მცდელობა, მოეპოვებინათ სამუშაოების დასაწყები ფინანსები, 2012 წლამდე გაგრძელდა.

გიგა თავდგირიძე:
- ვინაიდან საქმე ასე გაიწელა, აჭარაში დავუკავშირდი ჩემს ნათესავს, თენგიზ თავდგირიძეს, რომელიც აჭარის თავადაზნაურთა საკრებულოს თავმჯდომარეა. მან მირჩია, მოგვემზადებინა მეუფის ხელმოწერით წერილი, ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში გასაგზავნად.
მეუფე იოსებთან შუამდგომლობა შუხუთში მოღვაწე მამა საბა ჟღენტმა ითავა. რამდენიმე დღეში მეუფეს ხელმოწერილი წერილი "ქართუ ჯგუფში" მივიტანეთ, საიდანაც დაიმედებულები გამოვედით და ამის შემდეგ უკვე თამამად დავიწყეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თავდგირიძის თქმით, გეოლოგებმა ტაძრის ნიადაგის კვლევისას XVIII საუკუნის სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც იყო ნეშტი, ქალის ფეხსაცმელი, სუნამო, ბეჭედი, კაცის ქუდი (ცილინდრი) და საყრდენი ჯოხი. ამის შემდეგ დაიწყო მოკვლევა, თუ ვის ეკუთვნოდა საფლავი.

GzaPressგიგა თავდგირიძე:
- მოვიძიე კვლევები სოფელ აკეთის შესახებ, რომელიც ეკუთვნის ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს. ბაქრაძის ნაშრომებში წერია, რომ ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საფლავის ქვაა, რომელზეც ასომთავრული წარწერაა. წარწერით ირკვევა, რომ დასაფლავებულია გიორგი თავდგირიძე და მისი მეცხედრე, ქაიხოსრო გურიელის შვილი და მამია გურიელის და - ბატონად მოხსენიებული: "ბატონი დარეჯან გურიელი". ეს ინფორმაცია მივაწოდე მამა საბას. ვცდილობდით, ნანგრევებში გვეპოვა ეს ქვა, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ამის შემდეგ გავაკეთეთ ახალი ქვა და ბაქრაძის ნაშრომში აღწერილი ტექსტი სპეციალისტებს ზედ დავაწერინეთ და ეკლესიაში საფლავის ადგილზე დავდეთ.
ძველ ცნობებში გადმოცემულია, რომ აჭარიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ მუსლიმანი გურულები, შესაწირს სწირავდნენ ეკლესიას და სანთელს ანთებდნენ.

თავდგირიძეების გვარს თავისი ისტორია აქვს. როგორც ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, მამა ყოველთვის მკაცრად გაწერილი წესებით ზრდიდა და ხშირად ახსენებდა, რომ მათი გვარის წარმომადგენლები მეფის გვირგვინის დამდგმელები იყვნენ. ამას მოწმობს მათი საგვარეულო გერბიც.

გიგა თავდგირიძე:
- 2010 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დამიკავშირდნენ და დნმ-ის ანალიზი ამიღეს. ეს მოხდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომლის მიხედვით, ქართველი ერის წარმოშობას სწავლობდნენ და გამოიკვლიეს სხვა თავადაზნაურთა გვარების შთამომავლებიც.
ვიკიპედიაშიც ვკითხულობთ, რომ (იოანე ბატონიშვილის ცნობით, მათი წინაპარი იყო ვინმე "თადგირ", ვანის თავადი, 1211 წელს. სხვა ვერსიით, გვარი იწარმოება "თავზე გვირგვინის დადგმისაგან". ისინი მოხსენიებული არიან როგორც "სახელოვანნი თავადნი სამცხე-საათაბაგოსა")
გერბში შესული ბაგრატიონთა დინასტიური ემბლემები (ქნარი, შურდული) თავდგირიძეების ბაგრატიონებთან ნათესაობის შესახებ გავრცელებული მოსაზრების გამომხატველია. თუმანოვის მტკიცებით, თავდგირიძეთა წინაპრებს სამეფო გვირგვინის დამდგმელის თანამდებობა ეკავათ, შესაძლოა სწორედ ამ ვარაუდზე მიუთითებს ფარზე დადგმული გვირგვინი, რომელიც ვიზუალურად გრუზინსკების უმაღლესად დამტკიცებული გერბის შემადგენელ ერთ-ერთ დეტალს - ქერუბიმების ხელთ მყოფ გვირგვინს წააგავს.
ნანიკო ჩხაიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.