"ცოლს სამზარეულოს როგორ გავაკარებ?" - ვისზე იქორწინა მხიარულმა "კაკიამ"?
font-large font-small
"ცოლს სამზარეულოს როგორ გავაკარებ?" - ვისზე იქორწინა მხიარულმა "კაკიამ"?
"შეყვარებული კი არა, კაკია ყოველთვის და ყველანაირად კარგია - კომფორტული და მზრუნველი. რაღაცებზე ვკამათობთ, რა თქმა უნდა "

იუმორისტი გიორგი კაკიაშვილი "ღამის შოუში" ხან სანტაა, ხან ზონდერი, ხან პრეზიდენტის ინაუგურაციის ორგანიზატორი თელაველი მალხაზა და ხანაც, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი. გიორგი, იგივე კაკია "მან სან კანს" 13 წლიდან თამაშობს, 2015 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ამჟამად სტუდენტია - ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება. სულ ცოტა ხნის წინ, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად - სამსახურსა და ლექციებს ვგულისხმობ, "მოახერხა" და დაოჯახდა კიდეც.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ბევრს ჰგონია, რომ მეგრელი ვარ. ერთხელ მეგრელი "ტაქსისტი" შემხვდა, მიცნო. - მაგრად მევასები, ბიჭო, მაგრად მიყვარხარ შენ, თან მეგრელი ხარ და მით უმეტესო, მითხრა. - არ ვარ მეგრელი, კაკიაშვილი ვარ-მეთქი, - ვუთხარი და მგონი, ვაწყენინე. კაკია არ არის შენი გვარი, აბა? - ჩაილაპარაკა... ბაღში მეგობარმა დამიძახა კაკია და მას შემდეგ ყველას
დაავიწყდა ჩემი ნამდვილი სახელი, ყველა ასე მეძახის, დედაჩემიც კი..."

"ირმა ინაშვილი სტუმრის ამპლუაში არაჩვეულებრივი იყო, ხალისიანი. არ იცოდა, რას ვეტყოდი და რა მოხდებოდა, მაგრამ ისე წამომყვა, რომ რამდენიმე კარგი ხუმრობა აქეთ მითხრა. ზოგჯერ აუცილებელია, წინასწარ გავიაროთ სტუმართან რაღაც სიტუაციები, თუმცა სჯობს, ექსპრომტად მოხდეს ყველაფერი, უფრო ბუნებრივი და სასაცილო რომ გამოვიდეს. ასევე, ძალიან კარგი იყო ლალი მოროშკინა, რომელმაც ჩემთან ერთად იცეკვა..."

"პრინცი უკვე დაკავებულია (იცინის) - ცოლი მოვიყვანე ცოტა ხნის წინ, მაისში ვაპირებთ ოფიციალურ ცერემონიებს... შეყვარებული კი არა, კაკია ყოველთვის და ყველანაირად კარგია (იცინის) - კომფორტული და მზრუნველი. რაღაცებზე ვკამათობთ, რა თქმა უნდა - ყველაზე მეტად ლოდინი მაღიზიანებს და ძირითადად, ამაზე. სხვათა შორის, ისიც დედისერთაა და ჩემსავით ეგოისტი..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 28 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.