ამერიკაში ნაპოვნი ქართული საუნჯე
font-large font-small
ამერიკაში ნაპოვნი ქართული საუნჯე
"საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე"

ქართველი მუსიკოსი, მომღერალი თეონა ჩარგეიშვილი დიდი ხანი არ არის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და ქართული კულტურის ცენტრ "საუნჯეში" ქართველ ბავშვებს სიმღერას ასწავლის.
თეონას ნიუ-იორკში დავუკავშირდით და ვთხოვეთ მოეყოლა, როგორ მოხვდა ამერიკაში და რატომ გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნა, შესაძლებლობები და სიმღერის სიყვარული სწორედ იქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის გაეზიარებინა.

თეონა ჩარგეიშვილი:
- არც კი ვიცი, რით დავიწყო... ალბათ მაინც თავიდან - ქალაქ ფოთიდან და ბავშვობიდან. საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და 5 წლის უკვე კიდეც ვმღეროდი, კიდეც ვცეკვავდი და საბავშვო სატელევიზიო გადაცემებსაც ვუძღვებოდი. 5 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ქუთაისში გაგრძელდა. ერთმანეთს მიჰყვებოდა კონკურსები, ფესტივალები, გამარჯვებები და დღითი დღე ვრწმუნდებოდი, რომ სწორედ სიმღერა იყო ჩემთვის ყველაფერი, ხოლო სამყაროს, სადაც მთელი ცხოვრება მინდოდა, გამეტარებინა, ხელოვნება ერქვა.
2008 წლიდან საქმიანობა თბილისში გავაგრძელე. საბავშვო ფილარმონიაში სტუდია "მუსიკის ჰანგებს" ვხელმძღვანელობდი. გარდა ამისა, ხშირად მიწვევდნენ კონკურსებზე, ჟიურის წევრად, რითაც საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ სიმღერასა და ჟიურის წევრობას არ ვჯერდებოდი. ამაში ალბათ ბავშვობიდან გამოყოლილი მოუსვენარი ბუნება მძლავრობდა - ერთ საქმესა და მცირეს ვერასდროს ვჯერდებოდი. ამიტომ ბევრი საავტორო პროექტი განვახორციელე და ევროპის მასშტაბით გასტროლებზეც ხშირად მიწევდა წასვლა. იმ წლებს რომ ვიხსენებ, იმდენად დატვირთული რეჟიმითა და საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობდი, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მქონდა.
- მაშინ რატომღა წახვედით ამერიკის შეერთებულ შტატებში... ან როგორ წახვედით, იქ მოხვედრა, ხომ, იოლი სულაც არ არის?
- ამერიკაში ისევ და ისევ ჩემი სიმღერის წყალობით მოვხვდი. 2018 წელს ლას-ვეგასიდან მივიღე მოწვევა - ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი "ოლდენ Dრეამ 2018" ტარდებოდა და უნდა მემღერა. ამჯერად თავად ვიყავი კონკურსანტი და ძალიან კომპეტენტური, საერთაშორისო დონის ჟიური მაფასებდა. პირველი საპრიზო ადგილი მოვიპოვე და ეს ძალზე მნიშვნელოვანო გამარჯვება იყო ჩემთვის. სწორედ ამ დღიდან იწყება ამერიკული ცხოვრების არცთუ იოლი, მაგრამ საინტერესო ეტაპი.
- არცთუ იოლ და საინტერესო ეტაპში რას გულისხმობთ?
- ეს ქვეყანა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ვიცოდი, თუ ადამიანს შრომა არ დაგეზარებოდა და ნიჭიც ხელს შეგიწყობდა, ამერიკაში ყველა ოცნების ახდენას შეძლებდი. ვერ წარმოიდგენთ, რა მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, რადგან თავის დამკვიდრება ძალიან მოკლე დროში შევძელი და მუშაობა ნიუ-იორკში, ქართული კულტურის ცენტრ "საუნჯეში" დავიწყე. ბავშვებს აქ სიმღერას ვასწავლი.
- თეონა, მიამბე შენს მოსწავლეებზე, ვინ არიან, როგორ მიგიღეს და შენთვის ასე მნიშვნელოვანი რატომაა სწორედ მათთან მუშაობა - თუნდაც რაღაცით მაინც გიქარწყლებს ეს სამშობლოს მონატრებას?
- კულტურის ცენტრ "საუნჯის" სასწავლო ჯგუფები, ძირითადად, ქართველი ემიგრანტი ბავშვებითაა დაკომპლექტებული, თუმცა სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებიც არიან, ასევე - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ბავშვები, ისინი, ვინც აქ დაიბადნენ... საქართველოში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე და ასევე, ენის ბარიერის არარსებობის გამო, მათთან ურთიერთობა საკმაოდ გამიიოლდა. ამავე დროს, ამ ბავშვებთან გატარებული თითოეული წუთი ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის - მათთან მუშაობა უებარი წამალია ნოსტალგიის გასაქარვებლად. ამიტომ ეს კულტურის ცენტრი, სადაც ჩემს გამოცდილებას ახალგაზრდებს ვუზიარებ, ჩემი მეორე სახლი, ამერიკაში ნაპოვნი ჩემი ქართული საუნჯეა, ხოლო ამერიკა - ჩემი მეორე სამშობლო. ამ ქვეყანამ ნამდვილად გაამართლა ჩემი ბავშვური წარმოსახვა. რა საკვირველია, მაინც ხშირად მომეძალება ხოლმე ნოსტალგია და ძალიან მენატრება საქართველო, მენატრება ჩემი ხალხი, რომელიც, ქუჩაში გამოსულს მცნობდა და მიღიმოდა, უზომოდ მენატრებიან ჩემი მეგობრები, მაგრამ ვიცი, რომ ამ ყველაფერს უნდა გავუმკლავდე, რადგან განვითარების დონით მსოფლიოს პირველ ქვეყანაში მიღებული გამოცდილება ჩემი სამშობლოს წარმატების საწინდარიცაა. გულწრფელად მჯერა, რომ საქართველო ყოველთვის იამაყებს თავისი შვილის წარმატებით, სადაც უნდა იყოს იგი.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.