"ნორჩი ტვინების" ინოვაციური გამოგონება
font-large font-small
"ნორჩი ტვინების" ინოვაციური გამოგონება
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც "ათასწლეულის ინოვაციის" ტიტულით შეიძლება დაჯილდოვდეს

ბაჩანა ბერიძე სოციალურ ქსელში გავიცანი. გასაუბრების მერე ხუთკაციანი (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ხუთბავშვიანი) გუნდის შესახებ ბევრი რამ გავიგე. გუნდში ყველა ლიდერია და თვალში საცემია ის გამორჩეული შემოქმედებითი, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები, რომლებსაც ეს ახალგაზრდები ავლენენ.
ბაჩანას რამდენიმე კითხვა დავუსვით, რომლითაც მკითხველი გაეცნობა "ახალგაზრდა ტვინებსა" და მათ საქმიანობას.


- ბაჩანა, პირველ რიგში შენი თავი წარუდგინე მკითხველს...
- მე ვარ ბაჩანა (ნუგზარ) ბერიძე, 19 წლის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რობოტექნიკის აკადემია UG-LIMES-ის მოსწავლე და ამავდროულად, ამავე აკადემიის მასწავლებელი. დავამთავრე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა. მესამე წელია, აქტიურად ვსწავლობ ელექტროინჟინერიას, რობოტექნიკასა და პროგრამირებას. შექმნილი მაქვს რამდენიმე პროექტი, რომლებიც წარმატებული იყო სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში. მათ შორის არის პროექტი - "ტრიბოელექტრული ფარდა", რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს და მჯერა, რომ საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოში.
- გაგვაცანი შენი გუნდის წევრები...
- დავით ბერულავა 15 წლისაა, მე და რეზო თოდუა ტოლები ვართ. ისიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტია. მარიამ გურჯიევი 17 წლისაა და კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობს. ბექა ბერიძე 16 წლისაა, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეა, აქტიურადაა ჩართული ელექტრონიკასა და პროგრამირების შესწავლაში.
- სად გაიცანით ხუთეულმა ერთმანეთი?
- რობოტექნიკის აკადემია UG-LIMES ის ადგილია, სადაც ერთმანეთი გავიცანით, შევისწავლეთ და შევიტყვეთ ერთმანეთის ხედვები თუ მიზნები ტექნოლოგიების საკითხებში. ჩვენი ინტერესები თითქმის სრულად ემთხვეოდა ერთმანეთს და საბოლოოდ შევქმენით ჯგუფი, რათა ერთობლივი ძალებით დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია.
- როგორ ახერხებთ კონკრეტული მისიის შესრულებას?
- გუნდის ჩამოყალიბებისთანავე გამოიკვეთა თითოეულის პოზიცია, სამუშაო მიმართულება და დავალებები საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით. სიახლის ძიებისას დაიბადა იდეა, რომელზეც მე და ჩემი გუნდი რამდენიმე თვეა ვმუშაობთ.
- როგორ მომწიფდა "ტრიბოელექტრული ფარდის" იდეა?
- ჩვენი არჩეული გზა გვიბიძგებს, მუდმივად თვალი ვადევნოთ ახალ ტექნოლოგიებსა და მათ განვითარებას. ეს კი უდიდეს მოტივაციას გვაძლევს, განუწყვეტლივ ვიფიქროთ საკუთარი პროდუქტის შექმნაზე. ამგვარი მისწრაფებითა და თავდაუზოგავი შრომით მივედით იმ რევოლუციურ იდეამდე, რასაც "ტრიბოელექტრული ფარდა" ვუწოდეთ. გამოგონების მიზანია, ელექტროენერგია ჰაერის მცირე ნაკადის მეშვეობით გამოიმუშაოს. იგი ელექტროენერგიის გამომუშავებას ფარდისმაგვარი ნაწილაკებით ახერხებს, რომლებიც ქარის დროს მუდმივად მოძრაობენ. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ჰაერის ნაკადების მეშვეობით მუშაობს, ცხადია, რომ მასში გავლილი ჰაერის ნაკადი, მისგან გამოსვლის დროს თითქმის სრულად დაკარგავს ძალას. ამ ფაქტის მიხედვით პროდუქტის მრავალფუნქციურობა იკვეთება, ის ერთგვარ ქარსაცავადაც კი შეიძლება გამოდგეს. სტრუქტურიდან გამომდინარე, შეიძლება მისი მრავალსართულად გაკეთება, რაც ეფექტიანობას ბევრად გაზრდის. მისი გამოყენება ეფექტიანი იქნება იმ ადგილებში, სადაც ჰაერის ნაკადი ინტენსიურადაა. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს როგორც სატრანსპორტო, ისე მეტროს გვირაბი, აგრეთვე შესაძლოა დამონტაჟდეს კორპუსის სახურავებზე, რადგან სიმაღლეზე შედარებით დიდია ჰაერის ნაკადი. ამგვარი გამოყენებით იგი შეძლებს გამომუშავებული ენერგია მოახმაროს გვირაბის განათებას ან კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას. ეს სისტემა თუკი აქტიურად დაინერგება მსოფლიოში, ძალიან დაეხმარება კაცობრიობას ენერგიის წარმოებაში. შემცირდება ისეთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც ზიანს აყენებენ ეკოსისტემას. გამოირიცხება დატბორვა, აფეთქება, წყალმოვარდნის საშიშროება და ა.შ. აღნიშნული თვისებები, მარტივი მექანიზმი და მისი ბიუჯეტურობა ის უმთავრესი მახასიათებლებია, რაც პროდუქტს რევოლუციურ სახელს ანიჭებს და გამოჰყავს ინოვაციურ პროდუქტთა ასპარეზზე. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ ამ იდეის დანერგვაა მსოფლიო მასშტაბით და აღნიშნული პროდუქტის წარმოება.
- თქვენი გამოგონება ფართო საზოგადოებისთვის უცნობია?
- პროექტი ახალშექმნილია და იგი საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია. გვინდა, სულ უფრო და უფრო გავრცელდეს ჩვენი ნამუშევარი და ხალხის თვალითაც შევაფასოთ იგი. ამისთვის ერთ-ერთი საშუალება სხვადასხვა კონკურსი და ოლიმპიადაა. ჩვენი უახლოესი მიზანიც ამჟამად სწორედ ეს არის, რომ მოვიპოვოთ წარმატება "ათასწლეულის ინოვაციის" კონკურსზე.
- არ გიფიქრიათ, რომ შესაძლოა, იდეა "მოგპარონ"?
- რაც უფრო მაღალი დონისა და გლობალური ხასიათისაა ახლად შექმნილი პროდუქცია, მით მეტად ჩნდება სურვილი პლაგიატობისა. ვფიქრობ, ჩვენი პროექტიც საკუთარი უნიკალურობის წყალობით ერთ-ერთი მათგანი იქნება, რომელიც შესაძლოა, პლაგიატების სამიზნე გახდეს. თუმცა, არსებობს საავტორო უფლებების დაცვის საშუალება (დაპატენტება). ამისთვის კი გარკვეული თანხაა საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, როცა საქმე ამგვარი პოტენციალის მქონე პროექტს ეხება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არა აქვს, სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს ბიუჯეტი მის დასაცავად.
- პროექტზე მუშაობის პროცესს ალბათ განსაკუთრებულობაც ახლდა...
- ჩვენი გამოგონება სულ რამდენიმე თვის შექმნილია, თუმცა ამ მცირე ხნის განმავლობაში არაერთი საინტერესო, სახალისო რამ გადაგვხდა თავს. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, როცა ერთ-ერთი მაკეტი, წინა მოდელთან შედარებით, დაახლოებით 8-9-ჯერ მეტ ენერგიას გამოყოფდა, ამ ყველაფერმა კი უდიდესი სიხარული მოგვანიჭა. ეს ფაქტი თითოეულისთვის მოტივატორი გახდა და თავდაუზოგავი შრომა განაპირობა. კიდევ უფრო მეტი ამბიცია და მისწრაფებები გაჩნდა, ამიტომ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურადაა მოწადინებული დასახული მიზნის მისაღწევად.
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.