გიჟობიდან გმირობამდე და წიგნის ქურდობიდან - წიგნის წერამდე
font-large font-small
გიჟობიდან გმირობამდე და წიგნის ქურდობიდან - წიგნის წერამდე
"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება"

დათია ბადალაშვილი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდ თონეთში მცხოვრები მწყემსი და ბიბლიოთეკარია. ცხოველები და მიწაზე მუშაობა უყვარს. იქვე მცირე ჟოლოს ბაღსაც უვლის და თავადაც ქმნის პროზაულ ნიმუშებს. სოფელში, ვაჟა ფშაველას სახელობის სკოლაში სწავლის შემდეგ, სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა, თუმცა, დედაქალაქში დიდხანს ვერ გაძლო და დაახლოებით 5 წლის წინ ისევ სოფელში დაბრუნდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება. დაახლოებით 5 წლის წინ სოფელში საბოლოოდ რომ დავბრუნდი, ცხვარში დავიწყე სიარული. სამუშაო არ იყო, ვიღაცას მიწას ვუბარავდი, ვიღაცას შეშას ვუჩეხდი, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა, შეიძლება საქმე თვეში ორჯერ ან სამჯერ გამომჩენოდა, თავის გატანაც მიჭირდა..."

"თონეთი არ არის ასეთი დაცარიელებული სოფელი და ეს მიხარია. არიან როგორც აქ საცხოვრებლად დარჩენილები, ისე ქალაქში წასულებიც. ჩემი რამდენიმე კლასელიც სოფელში დარჩა. ვინც აქ ცხოვრობს, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევს. მათ ეს ყოფა მოსწონთ. სკოლაშიც 40-მდე ბავშვია და არც ესაა ცუდი ციფრი..."

"ბებიაჩემის საფლავიდან ვბრუნდებოდი, როცა ბიბლიოთეკის შენობა ვნახე და გამახსენდა ბავშვობიდან იქიდან წიგნები რომ მომქონდა. გამახსენდა ის ბიბლიოთეკარი ქალბატონიც, რომელიც იქ მუშაობდა. ბაღში აკაციები და ფიჭვები იდგა... ეს წარსულის სურათები თვალწინ დამიდგა. შენობის კარი გამოგლეჯილი იყო, ეტყობა, ვიღაცას თაროები დასჭირდა და ჩამოხსნისას წიგნები პირდაპირ ძირს დაყარა. ასეულობით წიგნი იყო ამ მდგომარეობაში..."

"მეორე დღეს ცხვრიდან რომ დავბრუნდი, წავედი ბიჭებთან ერთად იმ შენობაში და დალაგება დავიწყეთ. კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ უსისტემოდ ვკითხულობდი და რაც ხელში მომხვდებოდა იმას. შემიძლია ვთქვა, რომ განათლება თონეთის ბიბლიოთეკიდან წამოღებულმა წიგნებმა მომცა. ალბათ ასეთ განათლებას ვერც ერთი უმაღლესი ვერ მისცემს ადამიანს. ყოველ საღამოს სახლში მორიგი წიგნი მიმქონდა და ვკითხულობდი. ერთხელაც ვნახე, რომ იქ კვლავ ვიღაც შესულიყო, ტომარაში ჩალაგებული წიგნები იქვე ეწყო, ალბათ ღუმლისთვის უნდოდათ, არ ვიცი. მაშინ მივხვდი, რომ წიგნებს ამ მდგომარეობაში ვეღარ დავტოვებდი და ყოველღამე იმდენი მიმქონდა შინ, რამდენიც შემეძლო...."

"ეს ხომ სახელმწიფო ქონება იყო და მამაჩემი შიშობდა, რომ დამიჭერდნენ და მართლაც გარკვეული ხნის მერე, ჩემზე ლაპარაკი დაიწყეს. რაღაც მომენტში, ამ საქმეზე გულიც ამიცრუვდა, რამდენჯერმე ჩემმა გარემოცვამ და თანასოფლელებმა დამასმინეს კიდეც, გიჟია, ან რას კითხულობს ამდენს ან რას ეზიდება ამ წიგნებს შინო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.