მტკაველებით გაზომილი ოქროს ჯაჭვი და ნაწილ-ნაწილ გაყიდული ხალიჩა
font-large font-small
მტკაველებით გაზომილი ოქროს ჯაჭვი და ნაწილ-ნაწილ გაყიდული ხალიჩა
რატომ გაუჭირდა ერთ დროს ძალიან მდიდარ ოჯახს?


დავით აღმაშენებლის 36 ნომერში არსებულ უძველეს სახლს რესტავრაცია თბილისის მერის, დავით ნარმანიას დროს ჩაუტარდა და აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე მოსეირნე ტურისტები ამ სახლის სადარბაზოს დასათვალიერებლად ხშირად ჩერდებიან. მათ მეგზაურობას 82 წლის ქალბატონი, პროფესიით ექიმი თამარ ჭავჭანიძე უწევს და თავისი წინაპრების ისტორიას ამაყად აცნობს.


საუკუნის წინ აშენებული ულამაზესი სამსართულიანი სახლი ერთ დროს გილდიის პირველი ვაჭრის, ერასტი ჭავჭანიძის საკუთრება ყოფილა. საბჭოთა პერიოდში, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ისიც გააკულაკეს და სახლი წაართვეს. მხოლოდ ერთი ოთახი დაუტოვეს ოჯახს. სადარბაზო ულამაზესად არის მოხატული. თავის დროზე ინჟინრები ერასტი ჭავჭანიძეს იტალიიდან და გერმანიიდან ჩამოუყვანია, ფლორენციელ მხატვრებს მოუხატავთ სახლის კედლებიც და მთლიანი სადარბაზოც. კიბის ქვედა ნაწილები მოჩუქურთმებულია, კედლებზე გამოსახულია "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები, რომელიც მხატვარ მიხაილ ზიჩის ილუსტრაციების მიხედვით არის შექმნილი. ეს სახლი ევროპული მოდერნის ქართულ კატალოგშია შესული და ამიტომ დამთვალიერებელთა ინტერესიც დიდია.

თამარ ჭავჭანიძე:
- არ შეიძლება, ადამიანს კარგი საქმე დაუკარგო, მადლობელი ვარ მაშინდელი მერის, დავით ნარმანიასი, დაგვპირდა ამ სახლს მივხედავთო და გამოყო თანხა. დაიწყო მთელი ჩვენი უბნის კეთილმოწყობა და მართლა გაალამაზეს აქაურობა. ჩვენს სახლში რესტავრაცია მაღალ დონეზე ჩატარდა. ორი წელიწადი მიმდინარეობდა მთლიანად უბნის გალამაზება. სადარბაზო საგულდაგულოდ გაკეთდა, სარდაფები, შიდა ეზო, ჩუქურთმები, ხის მასალა კარგად დაამუშავეს. თბილისის განვითარების ფონდმა მარწუხებში მოაქცია მშენებლები და ამიტომ შიდა ეზოს კეთილმოწყობა და სადარბაზოს განათება დარჩათ გასაკეთებელი, ისე წავიდნენ.
- აქაურობა იმ სახითაა აღდგენილი, როგორიც ძველად იყო?
- ლელა ნინოშვილი იყო რესტავრატორი, რომელმაც კარგად იმუშავა. ერთადერთი ზიჩის ნამუშევრებს "ვეფხისტყაოსნიდან" აღარ ახლო ხელი, თქვა, ჯობია, ასე დავტოვოთო. სხვა ყველაფერი გაკეთდა. კონსერვაცია გააკეთეს და ჩასვეს ფერებში. ერთ-ერთი კედელი კირით იყო დაფარული და ის ადგილიც ისე კოხტად გააკეთეს, აღფრთოვანებული ვარ. ხის ორნამენტები რაც იყო, ისიც დაამუშავეს, გააშალაშინეს, შეღებეს. ხედავთ, რა ლამაზია აქაურობა? უამრავი ტურისტი მოდის. ძალიან მინდოდა, შემოსასვლელთან პატარა კუთხე ყოფილიყო მოწყობილი შთაბეჭდილებების ჩასაწერად, მაგრამ ეს ვერ შევძელი. მე არ მაქვს ამის ფინანსები, პენსიონერი ვარ, თბილისის განვითარების ფონდს ვთხოვე, მაგრამ არ გააკეთეს. ახლა ტურისტები ფურცელზე გვიტოვებენ ჩანაწერებს. ისინი იმ ოთახშიც შემყავს, სადაც პაპას კუთხეა გაკეთებული, ვათვალიერებინებ მის ფოტოებს და ვუამბობ მასზე, აღფრთოვანებულები მიდიან. ვეხვეწები, ვემუდარები თურქებსა და ირანელებს, რომლებსაც ჩვენი სახლის წინ კაფეები აქვთ გახსნილი, ცოტათი გასწიონ თავიანთი კარვები და დამიტოვონ პატარა კუთხე, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. ამ ზამთარს არ იყო დიდი ხმაური, თორემ ზაფხულში აქ სახლის ფანჯრებსაც ვერ ვაღებთ. მაღალ ხმაზე აქვთ მუსიკა სულ ჩართული, ყველგან ჩილიმისა და საშინელი სანელებლების სუნი ტრიალებს... ბევრი ევროპელი მოდის, განსაკუთრებით გერმანელები ათვალიერებენ აქაურობას დიდი ინტერესით. ცნობილია, რომ გერმანელების აშენებულია ეს სახლი. ჩვენ დოკუმენტური მასალები სამწუხაროდ აღარ შემოგვრჩა. მაშინ ყველაფერი გაანადგურეს ჩვენებმა შიშით. ძალიან მიხარია, რომ ასეთი საამაყო წინაპრები მყავდა.
- გვიამბეთ თქვენს პაპაზე.
GzaPress
- ერასტი ჭავჭანიძე 9 წლის იყო, თბილისში რომ ჩამოიყვანეს. ხონის ერთ-ერთი სოფლიდან გახლდათ. 8 და-ძმა იყვნენ. მამამისს ივანე მემარილეს ეძახდნენ. ალბათ სარჩოს მარილის გაყიდვით შოულობდა. თურმე პაპა თონეში პურის მცხობელს მიაბარეს, პურის ცხობა რომ ესწავლა. ზამთარი ყოფილა, ღამეს იქ ათევდა ერასტი, შესცივდა და თონეში ჩაეძინა. მეორე დილით, როცა მეპურემ ცეცხლი დაანთო, პატარა ბიჭი კვამლმა გამოაღვიძა, შეეშინდა და იქიდან გაიქცა. ამის მერე ის ერთმა გერმანელმა გალანტერმა შეიფარა. მიხვდა, ნიჭიერი ბიჭი რომ იყო. მოჯამაგირედ საგალანტერიოს მფლობელთან მუშაობდა. ამ კაცმა პაპას ბოლომდე უპატრონა. პაპამ რამდენიმე თვეში გერმანულად დაიწყო ლაპარაკი. ის სასწავლებლად გერმანიაში გაუშვა, უმაღლესი განათლებაც იქ მიაღებინა. სოფლიდან ჩამოსულმა პატარა, უპატრონო ბიჭმა ცხოვრების გზა გაიკვალა. შეიამხანაგა ერთი ადამიანი, გვარად გველესიანი და სავაჭრო სახლი სიონის ეკლესიასთან გახსნეს. "მანთაშოვების ქარვასლა", ასეთი წარწერა ჰქონდა ქართულ და რუსულ ენაზე ამ სახლს. თავის ნაშრომ თანხას აკოწიწებდა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრიც გახლდათ. პირველი გილდიის ვაჭარი იყო. ძალიან დიდი კონტაქტები ჰქონდა გერმანიასთან, მანუფაქტურებით ვაჭრობდა, ჰქონდა მაღაზიები თბილისში. ფაქტობრივად, გერმანიასა და საქართველოს შორის ვაჭრობდა. სამწუხაროდ, ვინც პაპას ასე უპატრონა, იმ გერმანელი მამაკაცის სახელი და გვარიც კი არ ვიცით. 1903 წელს დაამთავრა პაპაჩემმა ამ სახლის მშენებლობა. უზარმაზარი, სამსართულიანი სახლი თავისი 20-წლიანი დანაზოგით ააშენა. ჰქონდა დიდი მისაღები ოთახი, კაბინეტი, ბავშვების საძინებელი ოთახი, სადაც კედლებზე მამაჩემისა და ბიძაჩემის სახის გამოსახულებით, ანგელოზები მოეხატათ. სულ 6 ოთახს იყენებდა თურმე პაპაჩემი. სახლის კედლები მოხატული იყო სხვადასხვა პეიზაჟით. სალონივით იყო. სადარბაზოს შესასვლელში ეკიდა შვეიცარიული დიდი სპილენძის საათი. იქ იყო შვეიცარის ოთახიც. სახლი რომ წაართვეს, თურმე პაპაჩემი დიდხანს ითხოვდა, შვეიცარის ოთახი მაინც დაებრუნებინათ მისთვის. შვეიცარს ჰქონდა თურმე ზარი და სტუმრის მოსვლას ამ ზარით ატყობინებდა ოჯახს. სტუმრიანობა სულ ჰქონდათ. სახლის პირველ სართულზეც ჰქონიათ მაღაზიები, იქ ყიდდნენ ხის კასრებსა და სხვადასხვა პროდუქტს. სარდაფში იყო ჭა, საიდანაც ცივი წყალი მოჰქონდათ. ჩემს ბავშვობაშიც იყო ეზოში შემორჩენილი დიდი აუზი, სადაც იდგა შადრევანი და ამ აუზში ოქროს თევზები დაცურავდნენ. სამწუხაროდ, ამ აუზის აღდგენა რესტავრატორმა, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ, ვერ შეძლო. მაშინ ვიავადმყოფე და ვერ მივაქციე ყურადღება. არანაირად არ ჰგავს იმას, რაც იყო. ადრინდელი იყო ძალიან ოვალური ფორმის, დაბალი აუზი. შადრევანი იდგა, საიდანაც გადმოდიოდა წყალი. მერე ის შადრევანი მოიპარეს. კი შეიძლებოდა იმის ანალოგის გაკეთება... სადარბაზოს როცა ვალაგებ და კიბის მუხის მოაჯირს ტილოს გადავუსვამ, ასე მგონია, ზეციდან მადლიერებით მიყურებს პაპაჩემი. სადარბაზოს მსგავსად, ოთახის კედლებიც სხვადასხვა ორნამენტით იყო მოხატული. იმის მიხედვით, თუ რისთვის იყო განკუთვნილი. ამ სადარბაზოს ჰქონდა ულამაზესი კარი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩამოხსნეს. მაშინ უთქვამთ, რესტავრაციას გავუკეთებთო, მაგრამ კარი დაიკარგა. პაპას სახლი რომ წაართვეს, მხოლოდ ერთი ოთახი დაუტოვეს. ქონების ჩამორთმევის შემდეგ ერთ ოთახში თურმე დიდი მაგიდა ედგა, მთელი დღე იქ იჯდა პაპაჩემი და პასეანსს შლიდა, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. ვერ გადაიტანა ყველაფრის დაკარგვა. მერე სხვა პრობლემის წინაშე დადგნენ: მამაჩემი მენშევიკი იყო. როგორც კულაკის შვილი და მენშევიკი, ამ ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. საშინლად განიცდიდა ამას თურმე პაპაჩემი, მისი ერთადერთი საზრუნავი შვილის გადარჩენა იყო. თავისი წონა ოქრო ჩადო, რომ მისი შვილი არ დაეხვრიტათ. ქონების ჩამორთმევის შემდეგ დიდხანს არ უცხოვრია. 60 წლის გარდაიცვალა. მამაჩემი ქვეყნის პატრიოტი იყო. ძალიან განათლებული. 20 დღე იყო სიკვდილმისჯილთა საკანში. მამას წარსულზე საუბარი არ უყვარდა, ეს მისი ტკივილი იყო და ტაბუდადებული თემა - ჩვენს ოჯახში. მამაჩემისთვის ქონება არაფერს წარმოადგენდა. სულ სხვა შეხედულებები ჰქონდა. გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მერე განათლება გერმანიაში მიიღო. სამედიცინო რომ დაამთავრა და განაწილების დრო მოვიდა, შესთავაზეს გერმანიაში წასვლა, მაგრამ ის გერმანიის ნაცვლად წავიდა ხულოში და ცხენზე ამხედრებული დადიოდა და მკურნალობდა პაციენტებს. მამამ ბაბუას მსგავსად რამდენიმე ენა იცოდა, რუსული, ფრანგული, გერმანული. ის ცნობილი პედიატრი იყო. მერე კალოშებით დადიოდა ათარბეგოვზე, საავადმყოფოში. ის კალოშიც დიდი ჰქონდა და მახსოვს, სხვადასხვა ფერის ზონრით იკრავდა. დედა სულ ეუბნებოდა, ერთი ფერის ზონარი მაინც გაიკეთეო. 50 წელიწადი მთავარი ექიმი იყო, ქირურგად მუშაობდა. კონსერვატორიაც ჰქონდა დამთავრებული. კარგი სმენა ჰქონდა, ბრწყინვალედ უკრავდა, ეკლესიაშიც გალობდა. გაჭირვების წლებში მამა უკრავდა და ოჯახს ასე ინახავდა. ის სპორტული საზოგადოება "შევარდენის" გიმნასტიც გახლდათ. ჩვენს სახლში სწავლა-განათლება იყო მხოლოდ პრიორიტეტი. მახსოვს, მამა პიანინოზე უკრავდა, ამ დროს წვიმდა და ოთახში ჩამოვიდა წყალი. დედაჩემმა უთხრა, ხედავ, როგორ წვიმს სახლშიო? მან ქოლგა გაშალა და დაკვრა განაგრძო. არაამქვეყნიური იყო. უკეთილშობილესი პიროვნება იყო ბიძაჩემი კოტეც, მშენებელი ინჟინერი გახლდათ. საბჭოთა პერიოდზე მათ საუბარი არ უყვარდათ. დედაც ექიმი მყავდა. ელენე ჩლაიძე, რაჭველი ქალი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ორივე საკმაოდ ხანდაზმულები გარდაიცვალნენ. ძალიან დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა, წიგნების უმეტესობა ომის დროს გაყიდეს. ულამაზესი დიდი ხალიჩა გვქონდა, რომელსაც დედა ჭრიდა და ასე ნაწილ-ნაწილ ყიდდა. ოქროს ჯაჭვს მტკაველს მოაზომავდა, ისე გადაჭრიდა და ყიდდა, მაგრამ ეს ყველაფერი მალე ამოიწურა და მერე ძალიან გვიჭირდა... წლების შემდეგ ჩემმა შვილმა შეისყიდა რამდენიმე ოთახი და ახლა ეს ჩვენი საკუთრებაა, მაგრამ ამ სახლში ისევ ბევრი ოჯახი ცხოვრობს.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"სამხრეთის კედლის შესასვლელ კარიბჭეში თაღი ჩამოიშალა"
შავი ფერი, მინიმალისტური დეკორაცია, ალაგ-ალაგ წითელი შუქი და ათი ქალის ისტორია...
აზერბაიჯანი კი დავითგარეჯის ალბანური წარმოშობის ძეგლს უწოდებს...
მართვის მოწმობა პირველსავე ცდაზე ავიღე
მომღერალი, რომელმაც წარმატებული კარატისტის კარიერა ოპერაზე გაცვალა
ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში მოსამართლის ჩაქუჩის დარტყმით გამამტყუნებელი განაჩენი დგება და მას დანაშაულის შესაბამისი სასჯელი მიეზღვება.
ნებისმიერი კუთხე მშობლიურია, ყველაფერი მიყვარს...
"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.