"წელს მოდაშია ცისფერი, ვარდისფერი, ბაცი პასტელური ფერები, ზაფხულს რაც უხდება"
font-large font-small
"წელს მოდაშია ცისფერი, ვარდისფერი, ბაცი პასტელური ფერები, ზაფხულს რაც უხდება"
"შეიძლება, რომელიმე მოდელი გიხდებოდეს, მაგრამ ქსოვილის ფერი - არა"


მისთვის არავის უსწავლებია ჭრა-კერვა, მაგრამ 9 წლის იყო, როდესაც თავისი დისთვის კაბის შეკერვა სცადა და არცთუ ურიგოდ გამოუვიდა. ვერ იფიქრებდა მაშინ, თუ ეს საქმე წლების შემდეგ წარმატებულ ადამიანად აქცევდა და მისი შეკერილი სამოსით საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და პოპულარული ქალბატონები თავს მოიწონებდნენ. 33 წლის დიზაინერ ქეთი დემურიას სასაუბროდ ატელიეში ვესტუმრე და მისი შექმნილი მოდელებიც დავათვალიერე.


- თავდაპირველად სამხატვრო აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შევიცვალე და ქსოვილების განხრით ჩავაბარე - თექა, ბატიკა, გობელენი. ეს ცოდნა შემდგომ საქმიანობაში დამეხმარა, რადგან თუ კარგად იცი ქსოვილი, ესკიზს იოლად მოიფიქრებ. ბავშვობიდანვე ხელმარჯვე ვიყავი, ჭრა-კერვაც მეხერხებოდა. 9 წლამდე თოჯინებზე ვვარჯიშობდი, მერე ჩემს დაზე ვატარებდი ექსპერიმენტებს (იცინის). მაშინდელი შეკერილი რაღაცები დღესაც შენახული მაქვს. რაც უნდა მეყიდა, ტანსაცმელს ვგულისხმობ, რატომღაც ბოლომდე ვშლიდი, მაინტერესებდა, როგორ იყო გამოჭრილი, შეკერილი, ნახვის მერე თავიდან ვაწყობდი. შეიძლება ითქვას, თვითნასწავლი ვარ. საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე.
GzaPress- ქეთი, წარმატება ალბათ უცებ არ მოსულა?
- უცებ მართლაც არ მოსულა წარმატება, დიდი შრომის შედეგია ის ყველაფერი, რასაც მივაღწიე. აკადემიის დამთავრების შემდეგ გავთხოვდი, ბავშვები მეყოლა და, ბუნებრივია, ოჯახს დიდი დრო სჭირდებოდა. მამამთილი იუველირია და მისგან ტიხრული მინანქარი ვისწავლე, ერთხანს სახლშიც ვმუშაობდი მინანქარზე. მერე ჩემმა მეუღლემ საკერავი მანქანა მიყიდა, გულს გადააყოლებ და დროს გაიყვანო. ახლობლებსა და ნათესავებს, ვისაც რა დასჭირდებოდა, ყველას მე ვუკერავდი. ყველას მოსწონდა ჩემი შეკერილი, ამიტომ ვიფიქრე, მოდი, პატარა ატელიეს გავხსნი-მეთქი. ეს დაახლოებით 8 წლის წინ იყო. მერე გამოჩნდა თამუნაც და ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ქსოვილებსაც თვითონ ჩამოვიტანდით. ვკერავთ ჩანთებსაც, ლათინურამერიკული ცეკვების ფორმებს, ასევე სინქრონული ცურვის კოსტიუმებს. მგონი, ერთადერთი ვარ, ვინც ამ კოსტიუმებს კერავს. წყალბურთელ ბიჭებსაც შევუკერე კოსტიუმები.
- ვიცი, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი დადის შენთან. ყველაზე კომფორტული კლიენტი ვინ არის?
- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მიჭირს ვინმეს გამორჩევა. თამუნა ვაშალომიძე, სოფო ნიჟარაძე, ეკა სამხარაძე - ჩემი ერთ-ერთი პირველი კლიენტია, ძალიან საყვარელი და კარგი გოგო. თამარ პოპიაშვილის, ასევე ლაშა ტალახაძის მეუღლის საქორწინო კაბებიც მე შევკერე. თავიდან ერთს რომ შევუკერე, მოეწონა და სხვა მოიყვანა, იმან კიდევ სხვა და ასეთი ცოცხალი რეკლამის წყალობით დღესდღეობით ბევრი თქვენი კოლეგა ტელევიზიებიდან მოდის ჩემთან. მადლობა მათ იმისთვის, რომ მენდობიან. როცა გენდობიან, ეს საქმეს უფრო გიადვილებს. ვიცი, რომ ნებისმიერი ქსოვილისგან ნებისმიერ მოდელს ვერ შეკერავ - ზოგჯერ მოდელიდან გამომდინარე ირჩევ ქსოვილს, ზოგჯერ პირიქით - მასალა მკარნახობს, როგორი მოდელი მინდა შევქმნა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მეუბნებიან, ასეთი მინდა და შემიკერეო. მეც იძულებული ვარ, კლიენტის სურვილს დავემორჩილო, გემოვნება ხომ ინდივიდუალურია.
- პირველ რიგში, რას ითვალისწინებ ხოლმე - აღნაგობას, კანის ფერს, ასაკს?
- რა თქმა უნდა, სილუეტია გასათვალისწინებელია, ფერი. შეიძლება, რომელიმე მოდელი გიხდებოდეს, მაგრამ ქსოვილის ფერი - არა. მომწონს, რომ ამ ბოლო დროს 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ფერადი ტანსაცმელი უფრო მოსწონთ, ამიტომ ბევრი ჭრელი და ფერადი ქსოვილი ჩამოგვაქვს. გვინდა გავახალისოთ გაზაფხული და ზაფხული.
თამუნა მარღანია:
- მართალია, პროფესიით იურისტი ძალიან შორს ვარ ამ საქმიანობისგან, მაგრამ ქსოვილის ხარისხში კარგად ვერკვევი. ქსოვილების ასარჩევად მე და ქეთი ერთად მივდივართ. თავიდან გვეუბნებოდნენ, თქვენი ქსოვილები ძალიან ჭრელიაო, მაგრამ არ მიყვარს მუქი ფერები და ქეთის ვეუბნებოდი, რომ აუცილებლად გაამართლებდა ფერადი ქსოვილები. მიხარია, ფერადი კოლექციები რომ გამოგვდის.
- ქეთი, ორიოდე სიტყვით შეკერილი სამოსის უპირატესობაზეც გვითხარი?
- მართალია, შეკერვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მზა ტანსაცმლის ყიდვა, მაგრამ თუ გვინდა ხარისხიანი, ბუნებრივი ქსოვილით შეკერილი და ტანზე ზუსტად მორგებული სამოსი, მაშინ ამ არჩევანს გავაკეთებთ.
GzaPress- როგორც ვიცი, გამოფენა ჯერ არ გქონიათ, თუ გეგმავთ ამ კუთხით რაიმეს?
- ვკერავ პერანგებს - სპორტულსაც და კლასიკურსაც. დეკორად ვიყენებ მაქმანს, "სვაროვსკის" თვლებს, ქვებს, ღილებს, თასმებს. შეიძლება, დღეში 10 სხვადასხვანაირი პერანგიც კი შევკერო. ინსპირაცია სხვადასხვა რამ შეიძლება გახდეს, რაც მეტს მუშაობ, მით მეტი იდეა მოგდის. ზოგჯერ მესიზმრება, რა უნდა გავაკეთო (იცინის), სულ ამის გარშემო ტრიალებს ჩემი გონება და, სადაც უნდა ვიყო, იდეებს ჩანახატის სახით ვინიშნავ. მნიშვნელოვანია ისიც კი, როგორ ჩასვამ ერთ პატარა დეტალს. გვინდა კაცის ხაზით უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. რაც შეეხება გამოფენებსა და ფოტოსესიებს - იმდენი ინდივიდუალური შეკვეთა მაქვს, დრო არ მრჩება, კოლექციისთვის რომ მოვემზადო. სულ ვაპირებ და ვერასდროს ვახერხებ. ესკიზებსაც თვითონ ვქმნი, რადგან კონსტრუირება ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება, კარგად გამოჭრილი ცუდად დაამუშავო, მაგრამ თუ ცუდად აჭერი, იმას ვეღარაფერი უშველის. ერთადერთხელ გვქონდა ფოტოსესია, ამერიკაში მცხოვრებმა მოდელმა ლალი ნებიერიძემ მოირგო ჩვენი პერანგები. გვაქვს საინტერესო შემოთავაზებები, მაგალითად, საფრანგეთში ბუტიკის გახსნას ვგეგმავთ.
- მოდის ტენდენციებს რაც შეეხება, როგორია ამ წლის გაზაფხული-ზაფხულის ფერთა გამა და სილუეტები?
- არიან დიზაინერები, რომლებიც ჭრელ ფერთა გამას ანიჭებენ უპირატესობას, ზოგი კი მუქ ტონებს ირჩევს. წელს მოდაშია ცისფერი, ვარდისფერი, ბაცი პასტელური, ან ის ფერები, რაც ზაფხულს უხდება. ასევე, მოდაშია 70-იანი წლების სილუეტები, დიდი მხრებით, ორმაგი "ლიპებით", თუმცა მეც ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მოდაში ყოველთვის ის არის, რაც გიხდება.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.