"ჩემთვის ეს საოცარი გამოცდილება იყო - თითქოს ხელახლა დავიბადე..."
font-large font-small
"ჩემთვის ეს საოცარი გამოცდილება იყო - თითქოს ხელახლა დავიბადე..."

ამერიკიდან დაბრუნებული, დასვენებული, ენერგიით სავსე და მოტივირებული ნინო შავგულიძე სერიალში - "იდეალური დედა" ტასოს როლით გამოჩნდა. გულთბილი, ცოტათი ჯაჯღანა ტასო, რომლის საქციელიც ღიმილს იწვევს, მსახიობს ძალიან შეუყვარდა. მიიჩნევს, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებსაც იუმორით თუ შევხედავთ, ყველაფერი გამოგვივა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"კვირაში 5 დღე ბავშვთან ვიყავი. დასვენების იმ 2 დღეს, რაც მეკუთვნოდა, მეგობრების წრეში ვატარებდი, რადგან ნიუ-იორკში ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს. ახალი მეგობრებიც შევიძინე. სხვადასხვა აქტივობით ვიყავი დაკავებული, მაგალითად - ჩემს ცხოვრებაში პირველად, თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოვხტი. ჩემთვის ეს საოცარი გამოცდილება იყო - თითქოს ხელახლა დავიბადე... ამერიკაში როგორი დიდი ხნითაც უნდა წახვიდე, მას ვერ ამოწურავ - მაინც სულ სიახლეები გხვდება, რადგან იქ ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება. იქ ყოფნა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. რომ არა სამშობლოს
მიმართ ჩემი ასეთი ნოსტალგია და სიყვარული, შეიძლება, საქართველოში არ ჩამოვსულიყავი (იღიმის)... ასეთი ცდუნების წინაშე ბევრი დგება..."

"მეგობრების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ვცდილობთ, ერთმანეთს ყოველდღე შევხვდეთ. მყავს მეგობრები, რომლებსაც ყოველდღე ვეკონტაქტები - საერთო "ჩათიც" გვაქვს და ყველაფერს განვიხილავთ, რაც ხდება (ტექნოლოგიური სიახლე იქნება, ჩვენი მეგობრის ამბავი თუ ნებისმიერი სისულელე, მნიშვნელობა არ აქვს)... ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. ოღონდ მარტო არ ვიყო და ნებისმიერ თემაზე ვისაუბრებ..."

"ოჰ, ცუდი გოგო ვარ (იცინის). უკვე დროა, თავს მოვუარო, მაგრამ ხომ გაგიგონია - გული არ ბერდებაო? ისე მოხდა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, როცა თავის მოვლა მართლა უნდა დამეწყო, ნიუ-იორკში წავედი, ჩამოვედი, წავედი, ჩამოვედი... შემდეგ შემოსავლის გარეშე ვიყავი, რადგან გადაღებები არ მქონდა. მერე ისევ წავედი - იქ 5 თვე ვიყავი. საქართველოში დაბრუნების მერე, ჩემთვის ისეთი აქტიური ცხოვრება დაიწყო, რომ ვერაფრით მოვიცალე, თუნდაც კოსმეტოლოგთან მივსულიყავი, როგორც ტასო დადის ყოველდღე..."

"ანდრია გველესიანი ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია. სხვათა შორის, სერიალის გადაღებები უკვე დაწყებული გვქონდა და ძიებაში ვიყავით - ტასოს როგორი ქმარი უნდა ჰყოლოდა. ერთ დღესაც, მთელმა გადამღებმა ჯგუფმა ერთხმად წარმოვთქვით - "ანდრია გველესიანი!" უცებ წარმოვიდგინეთ, რომ ტასოს ასეთი ქმარი უნდა ჰყოლოდა. ანდრია "ტიპაჟურად" შეირჩა - ვიცოდით, რომ "ჩემი" ქმარი იქნებოდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.